ADOB®️ FeK EDTA – 13%

ბრენდი:

ADOB®️ FeK EDTA – 13% არის უნიკალური სასუქი, რომელიც სპეციალურად შექმნილია ნეიტრალური pH პირობებში მცენარეებში რკინის დეფიციტის კორექტირებისათვის.

დაპატენტებული წარმოების პროცესის გამო, ADOB®️ FeK EDTA – 13% ხასიათდება რამდენიმე უნიკალური თვისებით.

  • რკინის მთელი კონცენტრაცია პროდუქტში (13% w/w) 100% ხელატირებულია EDTA ხელატური აგენტის მიერ, რაც მას სრულიად ეფექტურს და სრულად ხელმისაწვდომს ხდის მცენარეებისთვის.
  • დაპატენტებული FeK ფორმულაცია: პროდუქტი რკინის გარდა შეიცავს 11% K2O, მცენარისათვის საჭირო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროელემენტს, რომელიც სრულად არის ხელმისაწვდომი მცენარეებისთვის.
  • უნიკალური, „ჟოლოს“ ფორმის მიკროგრანულები, რომელიც თავისუფალია მტვრისაგან. პროდუქტი არ არის ჰიგროსკოპული და თვითხსნადია, არ საჭიროებს მორევას. პროდუქტის ხსნადობა: 600გ/ლ 20˚C-ზე.
  • ვინაიდან წარმოების პროცესი არ შეიცავს სულფატებს, ქლორიდებს ან ნიტრატებს, პროდუქტი ანიონებისგან თავისუფალია.
  • არ შეიცავს ნატრიუმს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სათბურებში და მაღალი მარილიანობის მქონე ნიადაგებში. შესაბამისად, არ არსებობს ნატრიუმის დაგროვების რისკი

რკინას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ციტოქრომების რედოქს რეაქციაში სუნთქვისა და ფოტოსინთეზის დროს. ის ასევე მონაწილეობს ოქსიდაციური ფერმენტების ფუნქციონირებაში, როგორიცაა კატალაზა და პეროქსიდაზა, ასევე ქლოროფილის ბიოსინთეზში. გარდა ამისა, ის მონაწილეობს მცენარეებში ნიტრატების შემცირების სხვადასხვა ეტაპებში.

რკინის დეფიციტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, ფოთლის ქლოროზი, ძირითადად გამოწვეულია იმის გამო რომ მცენარის ფესვები ვერ ახერხებენ მის ათვისებას როდესაც ის იმყოფება Fe3+ ჟანგვის მდგომარეობაში და როდესაც მისი ხსნადობა უკიდურესად დაბალია (<10-15 მ). ეს პირდაპირ კავშირშია მის ტენდენციასთან, წარმოქმნას Fe ჰიდროქსიდები, ოქსიჰიდროქსიდები და ოქსიდები გაზიან ტუტე ნიადაგებში.

ADOB®️ FeK EDTA 13% უზრუნველყოფს რკინის დეფიციტის სწრაფ კორექციას და მკურნალობს ზემოთ ჩამოთვლილ ფიზიოლოგიურ დარღვევებს. ძირითადად რეკომენდებულია ფოთლოვანი გამოყენებისთვის, ჰიდროპონიკისა და ფერტიგაციისთვის. რეკომენდებულია პრევენციული და მაკორექტირებელი მიზნებისათვის ყველა სასოფლო-სამეურნეო და ბაღჩეულ კულტურაში.

შეფუთვა

25კგ