გამოქვეყნების თარიღი: 05.09.2025

წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკა წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას თქვენსა (შემდგომში „მომხმარებელი“ ან „თქვენ“) და შპს ბარაქას (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული და მოქმედი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო ნომერი: 205218236, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ანა პოლიტკოვსკაიას #32, ბინა 109) შორის (შემდგომში „ბარაქა“ ან „ჩვენ“).

ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი მომსახურების მისაღებად, ყურადღებით უნდა გაეცნოთ და დაეთანხმოთ წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკას. თუ დაბრუნების პოლიტიკის რომელიმე დებულებას არ ეთანხმებით, გთხოვთ, არ განაცხადოთ თანხმობა მასზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ შეძლებთ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლას, ანგარიშის გახსნას,  პროდუქციის შეძენასა და მიღებას.

თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ და ფლობთ ანგარიშს, ან/და შეიძინეთ ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით პროდუქცია ეს გულისხმობს, რომ თქვენ დაეთანხმეთ წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკას.

  1. პროდუქციის შეძენა

მომხმარებელს ბარაქას პროდუქციის შეძენა შეუძლია ვებ-საიტზე რეგისტრაციის შემდგომ, სასურველი პროდუქტის არჩევისა და მისი ღირებულების გადახდის გზით, ვებსაიტზე განთავსებული წესებისა და პირობებით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.

2. პროდუქციის მომხმარებლისთვის მიწოდება

2.1. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არჩეული აქვს პროდუქციის ადგილზე მიწოდება, პროდუქცია მომხმარებელთან იგზავნება არაუგვიანეს შეკვეთის განთავსებიდან და თანხის გადახდიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.

2.2. მომხმარებელი იაზრებს, რომ რიგ შემთხვევებში თანხის ასახვას შესაძლოა დასჭირდეს გარკვეული დრო. პროდუქციის მომხმარებელთან გაგზავნის 10 (ათი) დღიანი ვადის ათვლა დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენს ანგარიშზე მოხდება პროდუქციის ღირებულების ასახვა.

2.3. იმის გათვალისწინებით, რომ რიგ შემთხვევებში თანხის ასახვას შესაძლოა დასჭირდეს გარკვეული დრო, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არჩეული აქვს პროდუქციის ბარაქას მაღაზიიდან წაღება, თუმცა მაღაზიაში მისვლისას მომხმარებლის მიერ განხორციელებული ანგარიშსწორება ჯერ კიდევ არ არის ასახული ჩვენს ანგარიშზე, ჩვენი წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან, მომხმარებელს არ გაატანონ პროდუქცია მანამ, სანამ არ მოხდება თანხის ასახვა.

3. დაბრუნების პოლიტიკა

ნებისმიერ მომხმარებელს როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირს, შეუძლია ისარგებლოს, „ბარაქა“-ს ონლაინ მაღაზიაში https://baraka.ge/ – ზე, შეძენილი ნივთის/მომსახურების დაბრუნების უფლებით, ნივთის მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, ქვემოთ მითითებული წესების დაცვით. ნივთის დაბრუნების ღირებულების გადახდას უზრუნველყოფს მომხმარებელი. იმ შემთხვევაში, თუ ნივთ(ებ)ს ჩაბარების მომენტში აღენიშნებათ რაიმე სახის ხარვეზი, მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა დააფიქსიროს პრეტენზია კომპანიის ქოლ-ცენტრში ან გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ვებგვერდზე „დაბრუნების პოლიტიკა“ მითითებული წესების მიხედვით.

4. შეძენილი პროდუქციის დაბრუნების ვადები

4.1. მომხმარებელს შეუძლია ონლაინ შეძენილი პროდუქცია დააბრუნოს 14 კალენდარულ დღეში.დაბრუნების ფორმის შევსების შემდეგ მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუმეტეს – 7 კალენდარული დღის ვადაში ნივთი გამყიდველს დაუბრუნოს, საკუთარი ხარჯებით. (აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპანია არ არის ვალდებული დაიბრუნოს ნივთი).

4.2. თუ მომხმარებელი არ შეავსებს დაბრუნების ფორმას ნივთის შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში – დაკარგავს მისი დაბრუნების უფლებას.

4.3. პროდუქტის დაბრუნება შესაძლოა განხორციელდეს იმ მისმართზე, რომელიდანაც, მოხდა პროდუქტის მიწოდება მომხმარებლისათვის. პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

გურჯაანის მაღაზია – გურჯაანის რაიონი, სოფელი კაჭრეთი

ლაგოდეხის მაღაზია – ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ჭაბუკიანი

ყვარლის მაღაზია – ყვარლის რაიონი, ქალაქი ყვარელი

თელავის მაღაზია – თელავის რაიონი, სოფელი ნასამხრალი ,1-ლი ქუჩა N5

მარნეულის მაღაზია – მარნეულის რაიონი, სოფელი წერეთელი

ზუგდიდის მაღაზია – ზუგდიდის რაიონი, სოფელი ცაიში

გეგუთის მაღაზია- წყალტუბოს რაიონი, სოფელი გეგუთი

საგარეჯოს მაღაზია – საგარეჯოს რაიონი, ქალაქი საგარეჯო ,კახეთის გზატკეცილი N 20

გორის მაღაზია – გორის რაიონი, სოფელი კარალეთი ,კარალეთის ადმინისტრაციული ერთეული,ბლოკი 003, ნაკვეთი 001

წნორის მაღაზია – სიღნაღის რაიონი, სოფელი საქობო ,1-ლი ქუჩის IV ჩიხი, N 2

დასაბრუნებელი პროდუქციის მიღების საათებია:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 16:00 საათამდე

მომხმარებელმა აუცილებელია გაითვალისწინოს რომ ნივთის დაბრუნება დროის სხვა მონაკვეთებში ვერ განხორციელდება

5. დაბრუნების პირობები და პროცესი

მომხმარებელმა დაბრუნების მოთხოვნის დასაფიქსირებლად აუცილებელია შეავსოს დაბრუნების ფორმა, რომელიც განთავსებულია https://baraka.ge/ -ს მთვარ გვერდზე – ღილაკი „დაბრუნების პოლიტიკა“. ნივთის დასაბრუნებლად მომხმარებელმა  უნდა დააკლიკოს აღნიშნულ ღილაკს, შევიდეს გევრდზე, დეტალურად გაეცნოს წესებს და დააჭიროს „დაბრუნების ფორმას“ – მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად გამოაგზავნოს მოთხოვნა.

6. ტრანსპორტირება

6.1. ტანსპორტირება ხორციელდება მყიდველის რესურსით გარდა იმ შემთხვევისა, როცა:

  • შეკვეთილი პროდუქტი და მიღებული პროდუქტი ერთმანეთს არ ემთხვევა
  • მიღებულ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
  • პროდუქტი დაზიანდა ტრანსპორტირების პროცესში;

6.2. თუ ნივთს ან/და მის თანმხლებ დოკუმენტაციას რაიმე სახის ცვლილება შეეხება, კომპანია იტოვებს უფლებას, ეჭვქვეშ დააყენოს მათი ნამდვილობა. ამ შემთხვევაში, ნივთის დაბრუნების პროცედურა შეჩერდება მანამ, სანამ არ ჩატარდება ყველა საჭირო კვლევა და დიაგნოსტიკური სამუშაო. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა.

6.3. ნივთის დასაბრუნებლად, აუცილებელია, რომ მას თან დაურთოთ ყველა ის ნაწილი და დოკუმენტი, რაც კომპანიამ გადმოგცათ შეძენისას. ეს მოიცავს:

  • სასაქონლო ზედნადებს;
  • გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
  • ნივთის ყუთი;
  • ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები;

6.4. ნივთის შესყიდვიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდგომ არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება ნივთის უკან დაბრუნება;

7. დაბრუნება დაუშვებელია თუ:

  • თუ საქონელი ან მომსახურება დამზადებულია მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით ან მისი პირადი საჭიროებების გათვალისწინებით.
  • თუ გამყიდველმა სრულად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება.
  • თუ საქონელი მალფუჭებადია ან აქვს მოკლე ვარგისობის ვადა.
  • თუ მიწოდებულია ჰერმეტულად დაცული საქონელი, რომლის შეფუთვაც მიღების შემდეგ დაირღვა და მისი დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობისა და ჰიგიენური ნორმების გამო.
  • თუ არსებობს ვარაუდი, რომ შეუძლებელი იყო მიწოდებული პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა;
  • თუ მიწოდებული საქონელი მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს.
  • გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზოგი კატეგორია არ ექვემდებარება დაბრუნებას, შესაბამისად, ასეთ ნივთებზე დაბუნების ფორმას ვერ შეავსებს მომხმარებელი დაბრუნების ღილაკზე დაჭერით.
  • დაბრუნების ფორმის შესავსებად, მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს საკუთარი პროფილი ვებსაიტზე: https://baraka.ge/

8. ანაზღაურების წესი

კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის თანხის დაბრუნება ხორციელდება „დაბრუნების ფორმის“ შევსებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, თუ ზემო აღნიშნული წესების საფუძველზე დადგინდა კომპანიის კომპანიის ვალდებულება, თანხის დაბრუნების შესახებ. ანაზღაურების მეთოდები განისაზღვრება, მყიდველსა და კომპანიას შორის შეთანხმების საფუძველზე.  იმ შემთხვევაში თუ:

  • პროდუქცია შეძენილია განვადებით, მისი დაბრუნება  შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის თანხმობით ზემოაღნიშნული დაბრუნების წესებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
  • პროდუქცია შესყიდულია აქციით, შესყიდული პროდუქცია დაბრუნდება კონკრეტულად იმ თანხის ოდენობით, რაც მომხმარებელმა გადაიხადა პროდუქციის შეძენის მომენტში.

დაბრუნების ფორმა

9. განცხადებები და გარანტიები

ბარაქა აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ რომ ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა პროდუქტი არის ვარგისი და შესაბამისობაშია ქართული კანონმდებლობით დადგენილ ხარისხის მოთხოვნებთან.

10. მარეგულირებელი სამართალი და დავების გადაწყვეტა

10.1. წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკა რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

10.2. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ბარაქასა და მომხმარებელს შორის ამ დაბრუნების პოლიტიკიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით,  ან დაკავშირებულია მასთან, მის დარღვევასთან, შეტყვეტასთან ან ბათილად ცნობასთან, უნდა გადაწყდეს საქართველოს საერთო სასამართლოებში.

11. ცვლილებები და დამატებები

    ბარაქა უფლებამოსილია დაბრუნების პოლიტიკაში ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები. დაბრუნების პოლიტიკის განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებსაიტზე, მისი გამოქვეყნების თარიღის მითითებით, რაც აგრეთვე ჩაითვლება განახლებული ვერსიის ძალაში შესვლის თარიღად. ჩვენ შეიძლება შევატყობინოთ მომხმარებლებს ცვლილებების თაობაზე, თუმცა ვურჩევთ მომხმარებლებს, რომ თვალი ადევნონ და პერიოდულად გადაამოწმონ დაბრუნების პოლიტიკის სტატუსი და დებულებები.

    12. დასკვნითი დებულებები

      იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნების პოლიტიკასა და წესებსა და პირობებს შორის იქნება რაიმე წინააღმდეგობა, უპირატესობა მიენიჭება დაბრუნების პოლიტიკით გათვალისწინებულ დებულებებს.