გამოქვეყნების თარიღი: 12.01.2022
წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკა წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას თქვენსა (შემდგომში „მომხმარებელი“ ან „თქვენ“) და შპს ბარაქას (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული და მოქმედი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო ნომერი: 205218236, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, პეტრე ქავთარაძის III შესახვევი, N 4, ბინა 43) შორის (შემდგომში „ბარაქა“ ან „ჩვენ“).
ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი მომსახურების მისაღებად, ყურადღებით უნდა გაეცნოთ და დაეთანხმოთ წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკას. თუ დაბრუნების პოლიტიკის რომელიმე დებულებას არ ეთანხმებით, გთხოვთ, არ განაცხადოთ თანხმობა მასზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ შეძლებთ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლას, ანგარიშის გახსნას, პროდუქციის შეძენასა და მიღებას.
თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ ჩვენს ვებ-გვერდზე და ფლობთ ანგარიშს, ეს გულისხმობს, რომ თქვენ დაეთანხმეთ რეგისტრაციის დროს მოქმედ დაბრუნების პოლიტიკას.
- პროდუქციის შეძენა
- მომხმარებელს ბარაქას პროდუქციის შეძენა შეუძლია ვებ-საიტზე რეგისტრაციის შემდგომ, სასურველი პროდუქტის არჩევისა და მისი ღირებულების გადახდის გზით, ვებსაიტზე განთავსებული წესებისა და პირობებით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
- პროდუქციის მომხმარებლისთვის მიწოდება
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არჩეული აქვს პროდუქციის ადგილზე მიწოდება, პროდუქცია მომხმარებელთან იგზავნება არაუგვიანეს შეკვეთის განთავსებიდან და თანხის გადახდიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
- მომხმარებელი იაზრებს, რომ რიგ შემთხვევებში თანხის ასახვას შესაძლოა დასჭირდეს გარკვეული დრო. პროდუქციის მომხმარებელთან გაგზავნის 10 (ათი) დღიანი ვადის ათვლა დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენს ანგარიშზე მოხდება პროდუქციის ღირებულების ასახვა.
- იმის გათვალისწინებით, რომ რიგ შემთხვევებში თანხის ასახვას შესაძლოა დასჭირდეს გარკვეული დრო, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არჩეული აქვს პროდუქციის ბარაქას მაღაზიიდან წაღება, თუმცა მაღაზიაში მისვლისას მომხმარებლის მიერ განხორციელებული ანგარიშსწორება ჯერ კიდევ არ არის ასახული ჩვენს ანგარიშზე, ჩვენი წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან, მომხმარებელს არ გაატანონ პროდუქცია მანამ, სანამ არ მოხდება თანხის ასახვა.
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არჩეული აქვს პროდუქციის ადგილზე მიწოდება, პროდუქცია მომხმარებელთან იგზავნება არაუგვიანეს შეკვეთის განთავსებიდან და თანხის გადახდიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
- პროდუქციის შეცვლა და დაბრუნება:
- პროდუქციის მაღაზიიდან წაღების შემთხვევაში:
- მომხმარებელი ვალდებულია, პროდუქციის მაღაზიიდან წაღებამდე გადაამოწმოს პროდუქტის მახასიათებლები და რაოდენობა.
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მაღაზიაში არ გამოთქვამს პრეტენზიას პროდუქტთან დაკავშირებით, ჩაითვლება, რომ მან მიიღო მის მიერ შერჩეული პროდუქცია იმ რაოდენობით და იმ ფასად, როგორც მითითებულია ვებსაიტზე განთავსებულ შეკვეთაში და მას აღარ აქვს უფლება მიმართოს ბარაქას, პროდუქციის დაბრუნების ან/და შეცვლის თაობაზე.
- იმ შემთხვევაში, თუ მაღაზიაში მომხმარებელს არ დახვდება მის მიერ შერჩეული პროდუქცია ან თუ მაღაზიაში არ არის იმ რაოდენობის პროდუქცია, რა რაოდენობაც შეკვეთილი აქვს მომხმარებელს, ბარაქა ვალდებულია მომხმარებლის მითითებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, გამოასწოროს ხარვეზი და შეატყობინოს მომხმარებელს მის მიერ შეკვეთილი პროდუქციის გატანასთან დაკავშირებით.
- დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს ბარაქას გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. თანხის დაბრუნება განხორციელდება მომხმარებლის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
- პროდუქციის მიტანის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში:
- მომხმარებელი ვალდებულია პროდუქციის მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში გადაამოწმოს მიღებული პროდუქციის რაოდენობა და მახასიათებლები.
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს მიეწოდება მის მიერ განთავსებული პროდუქციისგან განსხვავებული მახასიათებლების ან/და რაოდენობის პროდუქცია, იგი უფლებამოსილია პროდუქციის მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში მიმართოს ბარაქას პროდუქციის ხარვეზის თაობაზე, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@baraka.ge.
- მომხმარებლის მიერ ხარვეზის ელექტრონულ ფოსტაზე დაფიქსირების მომენტიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში ბარაქა მომხმარებელს აცნობებს მის მიერ განსახორციელებელი ზომების შესახებ, რაც შეიძლება იყოს (ა) თანხის დაბრუნება ან (ბ) პროდუქციის ხელახლა გაგზავნა. თანხის დაბრუნება ან პროდუქციის ხელახლა გაგზავნა მოხდება ბარაქას მიერ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა.
- იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში მომხმარებელი არ მიმართავს ბარაქას პროდუქციის ხარვეზის თაობაზე, ჩაითვლება, რომ მან მიიღო მის მიერ შერჩეული პროდუქცია იმ რაოდენობით და იმ ფასად, როგორც მითითებული ვებსაიტზე განთავსებულ შეკვეთაში და მას აღარ აქვს უფლება მიმართოს ბარაქას პროდუქციის დაბრუნების ან/და შეცვლის თაობაზე.
- ბარაქას მხრიდან პროდუქციის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ დაბრუნებული პროდუქცია არის პირვანდელ მდგომარეობაში (არ არის გახსნილი, არ არის გამოყენებული, არ არის დარღვეული მისი ერთიანობა და სხვა.).
- პროდუქციის დაბრუნებისა და ახალი პროდუქციის მიწოდების ხარჯებს ანაზღაურებს მომხმარებელი.
- პროდუქციის მაღაზიიდან წაღების შემთხვევაში:
- განცხადებები და გარანტიები
- ბარაქა აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ რომ ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა პროდუქტი არის ვარგისი და შესაბამისობაშია ქართული კანონმდებლობით დადგენილ ხარისხის მოთხოვნებთან.
- მარეგულირებელი სამართალი და დავების გადაწყვეტა
- წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკა რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ბარაქასა და მომხმარებელს შორის ამ დაბრუნების პოლიტიკიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით, ან დაკავშირებულია მასთან, მის დარღვევასთან, შეტყვეტასთან ან ბათილად ცნობასთან, უნდა გადაწყდეს საქართველოს საერთო სასამართლოებში.
- ცვლილებები და დამატებები
- ბარაქა უფლებამოსილია დაბრუნების პოლიტიკაში ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები. დაბრუნების პოლიტიკის განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებსაიტზე, მისი გამოქვეყნების თარიღის მითითებით, რაც აგრეთვე ჩაითვლება განახლებული ვერსიის ძალაში შესვლის თარიღად. ჩვენ შეიძლება შევატყობინოთ მომხმარებლებს ცვლილებების თაობაზე, თუმცა ვურჩევთ მომხმარებლებს, რომ თვალი ადევნონ და პერიოდულად გადაამოწმონ დაბრუნების პოლიტიკის სტატუსი და დებულებები.
- დასკვნითი დებულებები
- იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნების პოლიტიკასა და წესებსა და პირობებს შორის იქნება რაიმე წინააღმდეგობა, უპირატესობა მიენიჭება დაბრუნების პოლიტიკით გათვალისწინებულ დებულებებს.