გამოქვეყნების თარიღი:01.09.2021
ჩვენ, ვინც გთავაზობთ ვებ-გვერდზე www.baraka.ge (შემდგომში “ვებ-გვერდი”) განთავსებულ მცენარეთა დაცვის საშუალებებს, პესტიციდებს, სასუქებს, ორგანულ პროდუქტებს, სათესლე მასალასა და აგროტექნიკას (შემდგომში ცალ-ცალკე წოდებული, როგორც „პროდუქტი“, ხოლო ერთობლივად, როგორც „პროდუქცია“) და პროდუქციის შეძენისა და მიწოდების (შემდგომში „მომსახურება“) წესებსა და პირობებს (შემდგომში “წესები და პირობები”), ვართ შპს „ბარაქა“, შეზღუდული პასუხისგმებლობის საზოგადოება, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო ნომრით: 205218236 (შემდგომში „ბარაქა“ ან „ჩვენ“).
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა (შემდგომი „მომხმარებელი“ ან „თქვენ“) და ბარაქას შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს ჩვენ მიერ შემოთავაზებული მომსახურების წესებსა და პირობებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.
ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი მომსახურების მისაღებად, ყურადღებით უნდა გაეცნოთ და დაეთანხმოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს. თუ რომელიმე წესს ან პირობას არ ეთანხმებით, გთხოვთ, არ განაცხადოთ თანხმობა მასზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ შეძლებთ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლას, ანგარიშის გახსნას, პროდუქციის შეძენასა და მიღებას.
თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ ჩვენს ვებ-გვერდზე და ფლობთ ანგარიშს, ეს გულისხმობს, რომ თქვენ დაეთანხმეთ რეგისტრაციის დროს მოქმედ წესებსა და პირობებს.
- მომსახურება და მომსახურებით სარგებლობის წესი
- ჩვენი მომსახურება გულისხმობს შემდეგს: ჩვენს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია პროდუქცია, რომლის შეძენაც მომხმარებელს შეუძლია ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლისა და ანგარიშის შექმნის შემდგომ. პროდუქციის შერჩევისა და ანგარიშსწორების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ჩვენ მიერ შეთავაზებული მიტანის სერვისით, ან ჩვენი მაღაზიიდან გაიტანოს შეძენილი პროდუქცია.
- იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს მომსახურების მიღება, უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებ-გვერდზე და შექმნას პირადი ანგარიში. ანგარიშის შესაქმნელად, მომხმარებელმა უნდა მიუთითოს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, მომხარებელი ავტომატურად ეთანხმება ჩვენს წესებსა და პირობებს, რომელთა გაცნობაც შესაძლებელია რეგისტრაციის ფანჯარაში განთავსებული ბმულით.
- რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასურველი პროდუქტ(ებ)ი და დაამატოს ისინი კალათაში, მათი შეძენის მიზნით. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც შეუძლია მოახდინოს ანგარიშსწორება და პროდუქტ(ებ)ის შეძენა.
- მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქტ(ებ)ზე საკუთრების უფლება მომხმარებელზე გადადის პროდუქტ(ებ)ის მიღების მომენტიდან.
- ბარაქას და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება
- მომხმარებელს შეუძლია პროდუქტ(ებ)ის შეძენის მიზნით ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.
- ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის ბარაქა.
- ბარაქასთან ანგარიშსწორება შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:
- ნებისმიერი საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდზე; ან
- ონლაინ განვადებით.
- ონლაინ განვადების პირობები
- განვადებით პროდუქტ(ებ)ის შეძენა შესაძლებელია სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“-ში (შემდგომში „კრისტალი“) სესხის (შემდგომში „ონლაინ განვადება“) მიღებით.
- იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს პროდუქტ(ებ)ის ონლაინ განვადებით შეძენა, მან უნდა შეავსოს განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://loan.crystal.ge/ და დაეთანხმოს მისი პერსონალური მონაცემების გადამოწმებას კრისტალის მიერ სს ,,კრედიტინფო საქართველოში’’. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების სს ,,კრედიტინფო საქართველოში’’ გადამოწმების შემდგომ, ბარაქას წარმომადგენელი დაუკავშირდება მომხმარებელს, მომხმარებლის მიერ ბარაქასთვის მიწოდებული ტელეფონის ნომერზე იმისათვის, რომ მოხდეს დამატებითი ინფორმაციის მიღება და კრისტალთან გადაგზავნა.
- კრისტალი განიხილავს მომხმარებლის განაცხადს და ონლაინ განვადებაზე თანხმობის შემთხვევაში, დაუკავშირდება მომხმარებელს, იმისათვის, რომ მოხდეს ფინანსური პირობების გაცნობა, განაცხადის შევსება, სესხის ხელშეკრულების გაფორმება და პროდუქტ(ებ)ის განვადებით შეძენა, იმ პირობებით, რა პირობებითაც შეთანხმდებიან მომხმარებელი და კრისტალი.
- მომხმარებელი ითვალისწინებს, რომ ონლაინ განვადებით შესაძენი პროდუქტ(ებ)ის ღირებულება კრისტალის მიერ ჩაირიცხება ბარაქას საბანკო ანგარიშზე.
- მიტანის სერვისი
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სურს გამოიყენოს ჩვენ მიერ შემოთავაზებული მიტანის სერვისი, პროდუქტ(ებ)ის შერჩევისა და კალათში განთავსების შემდეგ, ანგარიშსწორების გვერდზე გადასვლისას დამატებით უნდა მიუთითოს ის მისამართი, სადაც სურს პროდუქტ(ებ)ის მიღება. პროდუქტის მიმღები შესაძლოა იყოს ანგარიშის მფლობელი, ან ის პირი, ვის ინფორმაციასაც მიუთითებთ მიტანის სერვისის განაცხადში.
- მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით. მიტანის სერვისის ღირებულების ოდენობა გამოითვლება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც აისახება ანგარიშსწორების გვერდზე, მას შემდეგ რაც მომხმარებელი მიუთითებს, რომ სურს მიტანის სერვისით სარგებლობა. პროდუქტ(ებ)ს მითითებულ მისამართზე მიიღებთ შესაბამისი მოთხოვნის განთავსებიდან და თანხის გადახდიდან [1-10] დღეში.
- მიტანის სერვისის ღირებულება დაემატება მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტ(ებ)ის ღირებულებას ანგარიშსწორების გვერდზე.
- განცხადებები და გარანტიები
- ბარაქა აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა პროდუქტი შესაბამისობაშია ქართული კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
- ბარაქა აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ რომ ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა პროდუქტი არის ვარგისი და შესაბამისობაშია ქართული კანონმდებლობით დადგენილ ხარისხის მოთხოვნებთან.
- იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტ(ებ)ი დაზიანებულია ან/და ხარვეზიანია, მომხმარებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს ბარაქას პროდუქტ(ებ)ის შეცვლა იმავე პროდუქტ(ებ)ით, ან თუ იმავე პროდუქტ(ებ)ით შეცვლა შეუძლებელია, გადახდილი თანხის დაბრუნება. მომხმარებელი ვალდებულია მიიტანოს დაზიანებული ან/და ხარვეზიანი პროდუქტ(ებ)ი ბარაქას მაღაზიაში, სადაც მოხდება პროდუქტ(ებ)ის შემოწმება და თუ სახეზეა დაზიანება ან/და ხარვეზი, მოხდება მათი შეცვლა, ან გადახდილი თანხის მომხმარებლისთვის დაბრუნება.
- მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას
- ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, მომხმარებელი ბარაქას აწვდის პერსონალურ მონაცემებს, კერძოდ სახელს, გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, პირად ნომერს, მობილურ ნომერსა და მისამართს (მიტანის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში) სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით. რეგისტრაციის გავლით მომხმარებელი პირდაპირ აცხადებს თანხმობას იმაზე, რომ ბარაქამ შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები მომავალში მოხმარებლისთვის პროდუქციის მისაწოდებლად. მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გაიხმოს თანხმობა, შემდეგ იმეილზე გახმობის მოთხოვნის გაგზავნის გზით: info@baraka.ge ან ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ანგარიშის დახურვის გზით.
- მონაცემთა უსაფრთხოება
- ბარაქა იყენებს ტექნოლოგიური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომებს, რათა დაიცვას მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან განზრახ დაკარგვისგან ან განადგურებისგან ან არაუფლებამოსილი პირების მხრიდან წვდომისგან. ბარაქა მუდმივად ანახლებს უსაფრთხოების ზომებს ტექნოლოგიური განვითარების შესაბამისად. ბარაქა იყენებს მხოლოდ ისეთ უფლებამოსილ პირებს, რომლებიც იძლევიან საკმარის გარანტიას, მიიღონ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციური ზომები იმგვარად, რომ დამუშავება შეესაბამებოდეს მოქმედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს მომხმარებლის უფლებების დაცვას. უფლებამოსილი პირები პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ მხოლოდ ბარაქას მითითებების შესაბამისად.
- მონაცემთა შენახვის ვადა
- ბარაქა ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს იმ ვადით, რაც საჭიროა დამუშავების მიზნის მისაღწევად, ან იმ ვადით და იმ მოცულობით, რაც სავალდებულოდ დადგენილია კანონით ბარაქას მიერ ამგვარი მონაცემების დამუშავების ან/და შენახვისთვის. თუ დამუშავების მიზანი აღარ არსებობს და ამოწურულია კანონით დადგენილი მონაცემთა შენახვის ვადა, ბარაქა რუტინული წესით წაშლის მონაცემებს ან შევზღუდავს მონაცემთა დამუშავებას მოქმედი სავალდებულო ნორმების შესაბამისად.
- Cookie ფაილების გამოყენება
- ვებ-გვერდი იყენებს ე.წ. cookie ფაილებს, რათა ხელმისაწვდომი გახადოს პერსონალური ფუნქციონალი და გააანალიზოს თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდის მოხმარება. Cookie წარმოადგენს პატარა ფაილს, რომელიც ინახავს გარკვეულ ინფორმაციას მომხმარებლის მიერ წვდომისთვის გამოყენებული მოწყობილობის (პერსონალური კომპიუტერი, ტაბლეტი, სმარტფონი და სხვა) შესახებ ამავე მოწყობილობაში. როდესაც ასეთი მოწყობილობა დაუკავშირდება ჩვენი სერვერის ვებ-გვერდს, სერვერი იღებს შესაბამის cookie ფაილს. სერვერს შესაძლებლობა აქვს დაამუშაოს cookie ფაილში შენახული ინფორმაცია სხვადასხვა მეთოდებით. Cookie ფაილის მეშვეობით შესაძლებელია დავიმახსოვროთ მომხმარებლის არჩევანი, რათა ავტომატურად მოხდეს მომხმარებლის დაშვება თქვენს მართვის პანელთან და ამგვარად მომსახურება იყოს უფრო კომფორტული მომხმარებლისთვის. მომხმარებელს შეუძლია გაააქტიუროთ cookie ფაილები ან განახორციელოს მათი დეაქტივაცია ბრაუზერის პარამეტრებიდან. თუმცა, თუ მომხმარებელი განახორციელებს cookie ფაილების დეაქტივაციას, შესაძლოა ვეღარ გამოიყენოს ჩვენი ვებ-გვერდის ყველა ფუნქცია.
- მარეგულირებელი სამართალი და დავების გადაწყვეტის წესი
- წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ჩვენ შორის ამ წესებიდან და პირობებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით, ან დაკავშირებულია მასთან, მის დარღვევასთან, შეტყვეტასთან ან ბათილად ცნობასთან, უნდა გადაწყდეს საქართველოს საერთო სასამართლოებში.
- ცვლილებები და დამატებები
- ბარაქა უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებსა და პირობებში. აღნიშნული დოკუმენტის განახლებული ვერსია აიტვირთება ვებ-გვერდზე და მიეთითება გამოქვეყნების თარიღი, რომელიც იმავდროულად იქნება ძალაში შესვლის თარიღი. ჩვენ შესაძლოა გავუგზავნოთ მომხმარებელს შეტყობინება დოკუმენტში ცვლილების თაობაზე. მომხმარებელს ეძლევა რეკომენდაცია, მისთვის მისაღები პერიოდულობით გადაამოწმოს წესებისა და პირობების ცვლილების სტატუსი ჩვენს ვებ-გვერდზე.