ვინ ვართ ჩვენ
ჩვენ ვართ აგროკომპანია ბარაქა, პროფესიონალების გუნდი, რომელიც მხარში უდგას ფერმერებს მიიღონ უხვი და ბარაქიანი მოსავალი.
ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომითა და მაქსიმალური ჩართულობით ვცდილობთ მივაგნოთ ინოვაციურ და განსხვავებულ მიდგომებს აგრობიზნესში.
ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით ნებისმიერ ფერმერს ვთავაზობთ პრემიუმ ხარისხის პროდუქციას, მომსახურებას და ამავდროულად, ვართ მათი სანდო და მზრუნველი პარტნიორი.
- მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ახალგაზრდა და მოტივირებული გუნდი
- ინოვაციების ძიებისა და ცოდნის გავრცელების უწყვეტი სურვილი
- უცხოელ აგრონომებთან თანამშრომლობა
- აგრონომთა მომავალი თაობის ზრდა
- სადემონსტრაციო ნაკვეთებში ცდების ჩატარება
- ძლიერი ლოკალური და საერთაშორისო კავშირები
