აგროკავკაზი 1

მცენარის ზრდა-განვითარების სწორი წარმართვისთვის, მნიშვნელოვანია სასუქის სწორი შერჩევა, ამ დროს კი გასათვალისწინებელია მთელი რიგი ფაქტორები, რომელთა დახმარებითაც ერთი ორად შეიძლება გაიზარდოს მოსავლის ხარისხი და რაოდენობა. ასეთ ფაქტორებად გვევლინება: ნიადაგის pH, კარბონატობა, ნიადაგში შესათვისებელი ელემენტების შემცველობის განსაზღვრა და მათი ბალანსი, კულტურის მოთხოვნილება საკვები ელემენტების მიმართ. თუ ფერმერმა არ იცის  როგორია მისი ნიადაგი, სასუქების არასწორი გამოყენებით შესაძლებელია მოსავლის რაოდენობის და ხარისხის გაზრდის მაგივრად მიიღოს საპირისპირო შედეგი.

აგროკომპანია ბარაქა ფერმერებს სთავაზობს 1938 წელს სერბეთში დაარსებული კომპანია “ელექსირ ზორკა”-ს უმაღლესი ხარისხის მინერალური სასუქების ფართო სპექტრს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მცენარეთა მოთხოვნებს ყველა საჭირო ელემენტზე და შესაბამისობაში მოდის ევროპის გარემოს დაცვის ნორმებსა და სტანდარტებთან.

გაგაცნობთ ელექსირ ზორკას სასუქების ორ სახეობას:

სასუქი – NPK 6:24:12 + 2% Ca + 5% S + 0,05% Zn

კომპლექსური გრანულირებული NPK სასუქი შექმნილია მცენარეებისთვის, რომლებსაც ესაჭიროება ფოსფორი მაღალი რაოდენობით, გამოიყენება მცენარის ზრდის განვითარების საწყის ეტაპზე და ხელს უწყობს ფესვთა სისტემის უკეთ ჩამოყალიბებას.

კალციუმის და გოგირდის არსებობა გავლენას ახდენს აზოტის ათვისებაზე, სხვადასხვა ფერმენტულ პროცესებზე, ცილების სინთეზზე და ასევე მცენარის ტოლერანტობაზე სტრესული პირობების მიმართ.

სასუქში აზოტი შედის ამიაკური ფორმით, რომელსაც მარტივად ითვისებს მცენარე და აზოტის სხვა ფორმებისგან განსხვავებით არ ორთქლდება და არ ირეცხება ნიადაგში.

ფოსფორი მიღებულია ფოსფორმჟავასგან, რომელიც თხევადი ფორმიდან გადაყავთ მყარ ფორმაში, ეს კი განაპირობებს მის მაღალ ხსნადობას ნიადაგში.

თუთიის შემცველობა დადებითად მოქმედებს მცენარეული ჰორმონების (აუქსინი), ქლოროფილისა და ნახშირწყლების სინთეზზე. NPK 6:24:12 + 2% Ca + 5% S + 0,05% Zn -ის გამოყენებით, მცენარე იზრდება სწრაფად და ერთგვაროვნად.

თითოეულ გრანული შეიცავს საკვები ნივთიერებების დაბალანსებულ თანაფარდობას.

სასუქი – NPK 7:21:21 + 4% S + 0,05% Zn

კომპლექსური გრანულირებული NPK სასუქი შექმნილია მცენარეებისთვის, რომლებსაც ესაჭიროება ფოსფორი და კალიუმი მაღალი რაოდენობით. ეს ფორმულა აზოტის, ფოსფორის და კალიუმის გარდა, შეიცავს მეორად ელემენტ გოგირდს და მიკროელემენტ თუთიას.

თუთია აძლიერებს ქლოროფილის და ნახშირწყლების სინთეზს, გარდა ამისა ასტიმულირებს ზრდის ჰორმონ აუქსინს.

გოგირდი აუცილებელი ელემენტია მცენარეებში ცილების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ქლოროფილის ფორმირებისათვის. მისი მაღალი შემცველობა მნიშვნელოვნად ზრდის სასუქის ეფექტურობას მაღალი pH-ის ნიადაგებში და ეხმარება მცენარეს აზოტის ეფექტურად ათვისებაში.

NPK 7:21:21 უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების უწყვეტ გამოყენებას ვეგეტაციის პერიოდში, ხელს უწყობს მაღალი, სტაბილური და ხარისხიანი მოსავლის მიღებას.

ამ და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ესტუმრეთ აგროკომპანია ბარაქას მაღაზიებს და ჩვენი აგრონომები დაგეხმარებიან მიიღოთ სრულყოფილი აგროკონსულტაცია პესტიციდებისა და სასუქების სწორად გამოყენებაზე, რათა მიიღოთ ხარისხიანი და უხვი მოსავალი. ბარაქა გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი – https://www.youtube.com/@baraka.georgia2230

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი - https://www.youtube.com/@baraka.georgia2230