აგროკავკაზი

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სოკოვან დაავადებაზე, რომელიც ვერტილიოზის სახელითაა ცნობილი და ასევე განვიხილავთ მასთან ბრძოლის გზებს.
ვერტილიოზი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული და იწვევს მერქნიანი და ბალახოვანი მცენარეების 300-ზე მეტი სახეობის დაავადებას. მისი განვითარებისთვის უფრო მეტად ხელსაყრელია ზომიერი ჰავა და ძირითადად ვრცელდება ნიადაგში, მაღალი ტენიანობის შედეგად.

დაავადება ერთ ან რამდენიმე ტოტზე, ხშირად ხის მხოლოდ ერთ მხარეს ვლინდება, ფოთლები ყვითლდება და ნაადრევად ჭკნება, ის მცენარეს აზიანებს ნებისმიერ ასაკში, თუმცა განსაკუთრებით საფრთხის წინაშეა 2-დან 5 წლამდე მცენარეები.
ვერტილიოზის გაჩენის აქტიური პერიოდია ზაფხული, ივნისიდან აგვისტოს პერიოდში, ვითარდება გამტარ სისტემაში და განივ განაჭერზე მარტივად შეიმჩნევა მერქნის ნეკროზი. სოკო მცენარეში ბლოკავს წყლის და საკვები ელემენტების მოძრაობას. იმ მცენარეებზეც კი, რომლებზეც დაავადება ნაკლებად არის გამოხატული, წვერიდან შტამბისკენ ვერტიცილიოზი სწრაფად ვრცელდება და იწვევს ტოტების ხმობას.
ახლა კი ვისაუბროთ იმ გზებზე, რომელთა საშუალებითაც ხდება ამ დაავადების პრევენცია და მკურნალობა:

აგროტექნიკური ღონისძიება – რაც გულისხმობს რიგთაშორის დრენაჟების გაკეთებას და ფესვების გათავისუფლებას ჭარბი წყლისგან.

ქიმიური ღონისძიებისას აგროკომპანია ბარაქა გირჩევთ გამოიყენოთ სრულად სისტემური მოქმედების ფუნგიციდი რელექტი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ალუმინის ფოსეთილი 800 გრ/კგ. მას განსაკუთრებულს ხდის ის, რომ გადაადგილდება მთლიან მცენარეში და ახასიათებს სამკურნალო ეფექტი ვერტიცილიოზური სოკოს წინააღმდეგ.

ბიოლოგიური ღონისძიება – რომლის დროსაც გამოიყენება სიმბიოზური სოკო ტრიქოდერმა. ბარაქას ასორტიმენტში გვხვდება ესპანური კომპანია Symborg-ის მიერ წარმოებული ტრიქოსიმ ბიო. ის შემუშავებულია თხევად გარემოში და გააჩნია ფესვის დაავადების მიმართ ძლიერი ფუნგიციდური ეფექტი,ის იწვევს პათოგენური სოკოს უჯრედის კედლის დეგრადაციას და საკვები ნივთიერებების წართმევას. ტრიქოდერმა უკავშირდება მცენარის ფესვებს და ხელს უწყობს მის განვითარებას, რის შედეგადაც მცენარე უკეთ ითვისებს წყალს და საკვებ ნივთიერებებს, ასევე არეგულირებს არსებულ მიკროორგანიზმებს რიზოსფეროში. საბოლოოდ ტრიქოსიმ ბიოს გამოყენებით ვიღებთ ძლიერ და ერთგავროვან მცენარეებს, გაზრდილ მოსავალს და რიზოსფერულ ბალანსს.

თუ გსურთ დაიცვათ თქვენი ბაღი მავნებელ-დაავადებებისგან, ესტუმრეთ აგროკომპანია ბარაქას მაღაზიებს და ჩვენი აგრონომები დაგეხმარებიან მიიღოთ სრულყოფილი აგროკონსულტაცია პესტიციდებისა და სასუქების სწორად გამოყენებაზე, რათა მიიღოთ ხარისხიანი და უხვი მოსავალი.
ბარაქა გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი – https://www.youtube.com/@baraka.georgia2230

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი - https://www.youtube.com/@baraka.georgia2230