simindis farvana sezoni 199282726719917272261818289 2542516167181817192829292s 1

სიმინდის კულტურა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებულია საქართველოში, ხარისხიანი სიმინდის მოყვანა უამრავ გამოწვევასთან არის დაკავშირებული და  ფერმერისგან საკმაოდ დიდ ცოდნასა გამოცდილებას მოითხოვს. ერთ – ერთ მთავარ პრობლემას სიმინდის კულტურაში წარმოადგენს სიმინდის ფარვანა.

ამ სტატიაში გვინდა ვისაუბროთ ზემო აღნიშნული მავნებლის სასიცოცხლო ციკლზე, მის მავნეობას და მასთან ბრძოლის ღონისძიებებზე

მავნებლის ბიოლოგია და სასიცოცხლო ციკლი

simindis farvana jverckhi 23242563773638828181899128289 24252562727883939398290203 25252627289293939 1

სიმინდის ფარვანა პოლიფაგი მავნებელია. წლის განმავლობაში ვხვდებით მის 2 თაობას. ზრდასრური მატლები იზამთრებენ მცენარის ღეროს იმ ნაწილებში, რომლებიც მოსავლის აღების შემდგომ მინდორში რჩება. გაზაფხულზე მატლები  ზოგჯერ დამატებით იკვებებიან ან უმეტეს შემთხვევაში პირდაპირ იჭუპრებიან. მატლები ამზადებენ აბლაბუდას თხელ პარკს და ღეროს კედელში, პეპლის გამოსაფრენ ხვრელს.

პირველი თაობის პეპლების გამოფრენა ხდება მაის – ივნისში, ხოლო კვერცხდება იწყება გამოფრენიდან 4-5 დღიდან. მდედრ პეპელას შეუძლია 400-600 მდე კვერცხის დადება. პეპელა კვერცხს დებს ფოთლის ქვედა მხარეს ჯგუფ-ჯგუფად. გამოჩეკილი მატლი შედის ფოთლის ფირფიტაში, შემდეგ მის ყუნწში და აქ იწყებს კვებას. შემდგომ მატლები ინაცვლებენ მცენარის ღეროში და ქოჩორზე.

simindis farvana cikli 283783673728822739389 4425256272828263783832883 4543536272782828292 1

ფარვანას მატლი საკმაოდ ადვილი შესამჩნევია. იგი ზომით დაახლოებით 1-2  სანტიმეტრია და აქვს მომწვანო მოყავისფრო შეფერილობა. ისინი იჭუპრებიან დაახლოებით ივლის-აგვისტოში ბოლოს, ხოლო სექტემბერში უკვე მეორე თაობის პეპელა იწყებს კვერცხების დადებას.

simindis farvana pepela 324425363627828837382783 3535352362727828299227839393939

ახლადგამოჩეკილი მატლები  გროვდებიან ჯერ ფოთლის ფუძესთან, შედეგ კი შედიან ღეროსა და ტაროში, სადაც საკმაოდ ატიურად იკვებებიან და შესაბამისად დიდ ზიანს აყენებენ მცენარეს. ამ პერიოდისთვის მატლები უკვე ემზადებიან გამოსაზამთრებლად. 

ფარვანას გამრავლებაში დიდ როლს ასრულებს ტემპერატურა და ნიადაგის ტენიანობა. ფარვანასთვის ხელსაყრელი კლიმატური პირობები დგება მაშინ, როდესაც დღისა და ღამის ტემპერატურა თითქმის თანაბარია და ნაკლებია ნალექი. აღნიშნული მავნებელი დღისით იმალება, მაგრამ  აქტიურდება ღამით და გამთენიაზე, რაც მკვეთრად ართულებს მასთან ბრძოლას.

ფარვანას მავნეობა

სიმინდის ფარვანა, მისი სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე აზიანებს სიმინდის ფოთოლს, ღეროს, ტაროს.

simindis farvana matli 463778383829927283783928389 42335356727282827283738282

პირველი თაობის მატლების ძირითადად აზიანებენ მწვანე მასას, მეორე თაობის მატლებს კი შეუძლიათ დამატებით ტაროს დაზიანება. დაზიანებული ფოთლების შემთხვევაში მცირდება მცენარეში ფოტოსინთეზი.

ღეროს დაზიანება კი ხელს უშლის მცენარეში წყლის და საკვები ნივთიერებების გადაადგილებას, ასევე ღერო სუსტდება და ადვილად იმტვრევა ქარის შემთხვევაში.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • თესლბრუნვის შემოღება
  • სიმინდის მოსავლის აღებისას მცენარის გადაჭრა რაც შეიძლება დაბლა
  • მცენარეული ნარჩენების შეგროება და დაწვა
  • მოსავლის აღების შემდგომ ნაკვეთის ღრმა დახვნა
  • სარეველების მოსპობა
  • ფერომონების დამონტაჟება
  • ქიმიური წამლობის ჩატარება (მნიშნელოვანია მავნებლის განვითრების ფაზის დადგენა რათა სწორად შეირჩეს მასთან ბრძოლისთვის მოქმედი აქტიური ნივთიერება)

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი – https://www.youtube.com/@baraka.georgia2230

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი - https://www.youtube.com/@baraka.georgia2230