დანიშნულება
თორი წარმოადგენს აღმოცენების შემდგომ, სისტემური მოქმედების ჰერბიციდს. იგი გამოიყენება ერთწლიანი ორლებნიანი სარეველების, ასევე ზოგიერთი მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველას სახეების წინააღმდეგ საბრძოლველად თავთავიანი მარცვლოვანი კულტურების, სიმინდის, ფეტვის, სორგოს ნათესებში. თორი არის მაღალეფექტური ჰერბიციდი და მოქმედებს ფართოფოთლოვანი სარეველების დიდ სპექტრზე. პრეპარატი გამოყენებისთანავე იჭრება მცენარეში, აჩერებს სარეველების ზრდის ჰორმონს და ამინომჟავების ბიოსინთეზს.
პრეპარატის უპირატესობები
- ნივთიერებების უნიკალური კომბინაცია ორმაგი მოქმედებით.
- აჩერებს სარეველების ზრდას შესხურებისთანავე.
- არ ზღუდავს შემდგომ წლებში სხვა კულტურების წარმოებას.
- ორი მოქმედი ნივთიერება არ აძლევს სარეველებს რეზისტენტობის განვითარების საშუალებას.
- არ არის ტოქსიკური და საშიში გარემოსთვის.
კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი |
სარეველა | პრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) |
გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება |
ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
დამუშავებულ ფართობზე ხელით (მექანიზირე ბული) სამუშაოების დაწყების დრო |
სიმინდი | ერთწლიანი და მრავალწლიანი | 0.3-0,6 | შესხურება კულტურის 3-5 ფოთლის ფაზაში და სარეველების განვითარების ადრეულ სტადიაზე. | 20(1) | -(4) |
ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი | ერთწლიანი ორლებნიანი | 0.4-0.6 | შესხურება სარეველას აქტიური ზრდის დროს, სარეველას განვითარების ადრეულ სტადიაზე (2-4 ფოთლის ფაზა) | 20(1) | -(4) |