ლინჩი
ჰერბიციდი
გლიფოსატის იზოპროპილამინის მარილი 480 გ/ლ; წყალხსნარი.
დანიშნულება: ლინჩი არის სისტემური მოქმედების არასელექციური ფართო სპექტრის ტოტალური ჰერბიციდი.
თავსებადობა: თავსებადია სხვა პესტიციდებსა და აგროქიმიკატებთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის პრეპარატების შერევით.
რეზისტენტობა: მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე არ არის რეზისტენტული
დაცვითი მოქმედების პერიოდი: გამოყენების მომენტიდან, თესლიდან ახალი სარეველას აღმოცენებამდე
ზემოქმედების სიჩქარე: სარეველების ზრდა წყდება დამუშავებისთანავე. პირველადი სიმპტომები გამოვლინდება დამუშავებიდან რამდენიმე საათში.
ფიტოტოქსიკურობა: ფიტოტოქსიკურია ყველა კულტურისათვის მწვანე მასაზე მოხვედრისას. პრეპარატი პრაქტიკულად არ არის ტოქსიკური ძუძუმწოვრებისა და ფრინველებისთვის.
კულტურა | პრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) | სარეველა | გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება |
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები – ქალაქის (სოფლის) ობიექტები: სკვერები, რკინიგზის ზონები, გზები, რკინიგზის ნაპირები, აეროპორტები,მინდვრის პირები და სხვა | 3-5ლ/ჰა | ბუჩქოვან მერქნიანი მცენარეები, ხეები | ვეგეტაციის ადრეულ პერიოდში |
საირიგაციო და სადრენაჟო არხები | 3-5 ლ/ჰა | წყლის მცენარეები | ვეგეტაციის ადრეულ პერიოდში |
ხეხილი, ვაზი, ციტრუსი, თხილი, კივი, კენკროვნები | 2-3 ლ/ჰა | ერთწლიანი მარცვლოვნები და ორლებნიანები | შესხურება ვეგეტირებულ სარეველებზე გაზაფხულზე ან ზაფხულში (კულტურის დაცვით) |
ხეხილი, ვაზი, ციტრუსი, თხილი, კივი, კენკროვნები | 3-5ლ/ჰა | მრავალწლიანი მარცვლოვნები და ორლებნიანები | შესხურება ვეგეტირებულ სარეველებზე გაზაფხულზე ან ზაფხულში (კულტურის დაცვით) |
მარცვლოვნები | 2-3ლ/ჰა | მრავალწლიანი, ერთწლიანი მარცვლოვნები და ორლებნიანები | ნათესების შესხურება მოსავლის აღებამდე ორი კვირით ადრე (მარცვლის ტენიანობის არაუმეტეს 30%-ისას) მარცვლის შესაშრობად და ნაწილობრივ სარეველების დასათრგუნად |
ჩაი, (სანერგეები და მრავალწლიანი ნარგავები) | 3-5ლ/ჰა | მრავალწლიანი ფესურიანი, ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი | ვეგეტირებულ სარეველებზე შესხურება განმეორებითი შესხურებით 50 დღის შემდეგ |
მინდვრები, სადაც დაითესება სიმინდი, ხორბალი, რაფსი, მზესუმზირის, სოიოს | 2-3ლ/ჰა | ერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველები | ვეგეტირებულ სარეველებზე შესხურება მოსავლის აღების შემდეგ |
ანეული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები | 2-3ლ/ჰა | ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები |
მიმართული შესხურება ვეგეტირებულ სარეველებზე მათი აქტიური ზრდის პერიოდში |
ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა): – (1)
დამუშავებულ ფართობზე ხელით (მექანიზირებული) სამუშაოების დაწყების დრო: 7 (3)