მაჩეტე

კულტურა:

  • სიმინდი

სარეველას სახეობა:

  • ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველა, ერთწლიანი ორლებნიანი სარეველა, მრავალწლიანი მარცვლოვანი სარეველა
31.05
გასუფთავება
არტიკული: N/A კატეგორიები: ,

მაჩეტე, ჰერბიციდი

ნიკოსულფურონი 40 გ/ლ

ზეთოვანი დისპერსია (ზდ)

დანიშნულება:

პრეპარატი წარმოადგენს სელექციურ, სარეველების აღმოცენების შემდგომ, სისტემური მოქმედების ჰერბიციდს, მრავალწლიანი და ერთწლიანი მარცვლოვანი და ზოგიერთი ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ.  მოქმედი ნივთიერება შეიწოვება ფოთლებიდან და მიემართება სარეველების ზრდის წერტილებისკენ. პრეპარატი გამოყენებისთანავე იჭრება მცენარეში, აფერხებს უჯრედების დაყოფას, გამრავლებას, რის შედეგადაც სარეველების ზრდა ჩერდება.

რეზისტენტობის მართვა

ჯგუფი   B ჰერბიციდი

პროდუქტი შეიცავს ALS ინჰიბიტორ, B ჯგუფის ჰერბიციდს ნიკოსულფურონს. B ჯგუფის ჰერბიციდის მრავალჯერადმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამა თუ იმ სარეველას გენეტიკური თვისებების ცვლილება და გახდეს მის მიმართ რეზისტენტული. რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად მონაცვლეობით გამოიყენეთ პროდუქტები სხვადასხვა ქიმიური ჯგუფიდან.

თავსებადობა

არ შეურიოთ ორგანოფოსფორთან ან ორგანოფოსფორით დამუშავებულ კულტურაზე თუ არ არის გასული 14 დღე.

სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის  შერევით. აუცილებელია მივიღოთ ერთგვაროვანი სითხე. არ უნდა ჰქონდეს ნალექი ან შესქელებული მასა.

ფიტოტოქსიკურობა

რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური დასაცავი კულტურის მიმართ. ცხელ ან მშრალ ამინდში შესხურებამ, შესაძლოა გამოიწვიოს მცენარის დაზიანება.

ზემოქმედების სიჩქარე: სარეველების ზრდა წყდება დამუშავებისთანავე. პირველადი ნიშნები გამოვლინდება დამუშავებიდან რამდენიმე საათში.

 დაცვითი მოქმედების პერიოდი: ანადგურებს იმ სარეველებს რომლებიც დამუშავების მომენტისთვის იყვნენ აღმოცენებული.

კულტურა,
დასამუშავებელი
ობიექტი
მავნებელი პრეპარატის
ხარჯვის ნორმა
ლ/ჰა
გამოყენების

ხერხი, დრო,

გამოყენების

თავისებურება

გამოყენების
ხერხი, დრო,
გამოყენების
თავისებურება
დამუშავებულ
ფართობზე ხელით
(მექანიზირე ბული)
სამუშაოების
დაწყების დრო
სიმინდი (სამარცვლე) სასილოსე მრავალწლიანი მარცვლოვანი ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი 1-1.25 შესხურება, როდესაც სარეველა იქნება 4 ფოთლის ფაზაში, ხოლო კულტურა 2 და 8 ფოთლის ფაზაში. – (1) 7(3)

 

წონა N/A
კულტურები

სიმინდი

სარეველას სახეობა

ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველა, ერთწლიანი ორლებნიანი სარეველა, მრავალწლიანი მარცვლოვანი სარეველა