ციფლამიდი
ციფლამიდი
Back to products
დარვინი
დარვინი

ტედე 2

ბოსკალიდი 267 გ/კგ + პირაკლოსტრობინი 67 გ/კგ

წონა არ არის
შეფუთვა

100 გ

,

500 გ

ბრენდი

Mckinley, ირლანდია

პრეპარატული ფორმა

ბოსკალიდი 267 გ/კგ + პირაკლოსტრობინი 67 გ/კგ

არტიკული: არ არის კატეგორია: ,
აღწერა

ტედე 2 არის პრევენციული და სამკურნალო მოქმედების ფუნგიციდი. მისი მოქმედი ნივთიერება ბოსკალიდი ეფექტურად მოქმედებს ჭრაქისა და სიდამპლის წინააღმდეგ. პრეპარატი ართმვევს სოკოვან უჯრედებს ენერგიის წყაროს, ხელს უშლის სოკოს უჯრედის სუნთქვას და ახალი ენერგიის წარმოქმნას.

მოქმედების მექანიზმი:

ბოსკალიდი – სისტემური მოქმედება

სოკოვან უჯრედებში თრგუნავს მიტოქონდრიული ატფ-ის წარმოქმნას. ასევე, აფერხებს უჯრედების ძირითადი სამშენებლო ელემენტების წარმოქმნას და თრგუნავს სუნთქვის პროცესს.

პირაკლოსტრობინი – სისტემური მოქმედება

თრგუნავს სუნთქვის პროცესს და ბლოკავს ენერგიის ნაკადს უჯრედებში. კონცენტრირდება ფოთლის ზედაპირზე, შემდეგ თანდათან გადანაწილდება შიდა ქსოვილებში.

თვისებები:

  • მცენარე ხდება სტრესის მიმართ უფრო მედეგი.
  • რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური.
  • ეკოლოგიური უსაფრთხოების რეკომენდაციები: ტოქსიკურია თევზისა და სხვა წყლის ორგანიზმებისთვის, ნაწილობრივ მავნებელია ფრინველების, ცხოველების და ნაკლებად ტოქსიკური ფუტკრებისთვის.

 

კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი დაავადება პრეპარატის ხარჯვის ნორმა კგ/ჰა
კურკოვნები სიდამპლეები, მონილიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე, კოკომიკოზი 0.4
ვაზი ჭრაქი, ნაცარი 1.2-1.5
პომიდორი, კიტრი ნაცრისფერი და თეთრი სიდამპლეები, ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი, პერენოსპოროზი 1-1.5
სტაფილო თეთრი სიდამპლე, ალტერნარიოზი, ნაცარი, ცერკოსპოროზი 0.5-1
ხახვი ალტერნარიოზი, ჟანგა, პერენოსპოროზი 1-1.5
კომბოსტო ალტერნარიოზი, თეთრი ჟანგა, პერონოსპოროზი 1.25-1.5
ჟოლო ნაცრისფერი სიდამპლე, თეთრი და მურა ლაქიანობები, ნაცარი 1.5