ტედე 2

ნივთიერება :

  • ბოსკალიდი 267 გ/კგ + პირაკლოსტრობინი 67 გ/კგ

პრეპარატული ფორმა :

  • წყალში დისპერსირებადი გრანულები
Category:

ტედე 2 არის პრევენციული და სამკურნალო მოქმედების ფუნგიციდი. მისი ორი მოქმედი ნივთიერება ბოსკალიდი და პირაკლოსტრობინი ეფექტურად მოქმედებს ჭრაქისა და სიდამპლის წინააღმდეგ. პრეპარატი ართმვევს სოკოვან უჯრედებს ენერგიის წყაროს, ხელს უშლის სოკოს უჯრედის სუნთქვას და ახალი ენერგიის წარმოქმნას.  

მოქმედების მექანიზმი:

პირაკლოსტრობინი სისტემური მოქმედება

თრგუნავს სუნთქვის პროცესს და ბლოკავს ენერგიის ნაკადს უჯრედებში. კონცენტრირდება ფოთლის ზედაპირზე, შემდეგ თანდათან გადანაწილდება შიდა ქსოვილებში. 

ბოსკალიდი- კონტაქტური მოქმედება

სოკოვან უჯრედებში თრგუნავს მიტოქონდრიული ატფ-ის წარმოქმნას. ასევე, აფერხებს უჯრედების ძირითადი სამშენებლო ელემენტების წარმოქმნას და თრგუნავს სუნთქვის პროცესს.

თვისებები:

  • მცენარე ხდება სტრესის მიმართ უფრო მედეგი.
  • რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური.
  • ეკოლოგიური უსაფრთხოების რეკომენდაციები: ტოქსიკურია თევზისა და სხვა წყლის ორგანიზმებისთვის, ნაწილობრივ მავნებელია ფრინველების, ცხოველების და ნაკლებად ტოქსიკური ფუტკრებისთვის.

 

კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი დაავადება პრეპარატის ხარჯვის ნორმა კგ/ჰა ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
კურკოვნები სიდამპლეები, მონილიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე, ფოთლების გაყავისფერება, კოკომიკოზი 1-1.25 30 (2)
ვაზი ჭრაქი, ნაცარი 1.2-1.5 28 (2)
პომიდორი, კიტრი ნაცრისფერი და თეთრი სიდამპლეები, ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი, პერონოსპოროზი 1-1.5 14 (2-3)
სტაფილო თეთრი სიდამპლე, ალტერნარიოზი, ნაცარი, ცერკოსპოროზი 0.5-1 14 (2)
ხახვი ალტერნარიოზი, ჟანგა, პერონოსპოროზი 1-1.5 14 (2-3)
კომბოსტო ალტერნარიოზი, თეთრი ჟანგა, პერონოსპოროზი 1.25-1.5 14 (2-3)
ჟოლო ნაცრისფერი სიდამპლე, თეთრი და მურა ლაქიანობები, ნაცარი 1.5 28 (2)

 

Packing

200 gr.