ციფლამიდი
17,10 ₾ – 284,10 ₾
შეფუთვა |
0,050 ლ ,0.25ლ ,1ლ |
---|---|
ბრენდი |
NISSO CHEMICAL EUROPE GmbH |
პრეპარატული ფორმა |
ციფლუფენამიდი 51,3 გ/ლ |
ციფლამიდი შეიცავს ფუნგიციდების ახალი კლასის ბენზამიდოქსიმების ინოვაციურ და უნიკალურ მოქმედ ნივთიერებას – ციფლუფენამიდს, რომელიც შექმნილია იაპონური კომპანიის NIPPON SODA –ს მიერ. ციფლამიდ 5 ხასიათდება ძლიერი მოქმედებით და არის ეფექტური პრეპარატი ნაცრის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ეს უნიკალური ნივთიერება აქტიურად მოქმედებს ნაცრის ნებისმიერ ეტაპსა და სასიცოცხლო ციკლზე. ციფლამიდი ეფექტური საშუალებაა ნაცრის გამომწვევი სოკოს ისეთი შტამის წინააღმდეგაც, რომელიც რეზისტენტულია სტრობილურინების, მორფოლინების, ბენზიმიდაზოლების და DMI ჯგუფის ფუნგიციდებისადმი.
ციფლამიდს ახასიათებს უნიკალური ფუმიგატიური ეფექტი – პრეპარატის ორთქლი ადვილად აღწევს მტევნის შიგნით მარცვლებს შორის სივრცეში და ანადგურებს სოკოს სპორებს იქაც კი, სადაც ვერ ხვდება სამუშაო ხსნარი. ორთქლის მოქმედება აუმჯობესებს დაავადების კონტროლს, რადგან ორთქლის აქტივობა ფარავს ქიმიურ ნივთიერებას იმავე ფოთოლსა და მომიჯნავე ფოთლებზეც. ციფლამიდი ახდენს სოკოს პათოგენის ინჰიბირებას, რაც ხელს უშლის მის გავრცელებას ფოთოლზე. ციფლამიდის ტრანსლამინარული თვისება უზრუნველყოფს ვაზის ფოთლის ეფექტურ დაცვას ორივე მხრიდან.
კულტურა | დაავადება | პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა | გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თვისებურება |
|
ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
ვაზი | ნაცარი | 0,32 – 0,5 ლ | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. გამოიყენეთ დაავადების სიმპტომების გაჩენისთანავე ან როდესაც შეინიშნება დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები. | 14(2) | |
ვაშლი | ნაცარი | 0,27 – 0,5 ლ | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 10(2) |