მისტერი

კულტურა:

  • ბოსტნეული, ვაზი, თესლოვანი ხეხილი, კაკალი, კენკროვნები

დაავადება:

  • ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე
54.00
გასუფთავება
არტიკული: N/A კატეგორიები: ,

მისტერი

ფუნგიციდი

კრეზოქსიმ-მეთილი 100 გ/ლ + ბოსკალიდი 200 გ/ლ

სუსპენზიური კონცენტრატი (სკ)

დანიშნულება

მისტერი არის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც ეფექტურად მოქმედებს ნაცრისა და ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ საბრძოლველად. კრეზოქსიმ მეთილის და ბოსკალიდის კომბინაცია ბლოკავს უჯრედში ენერგიის წარმოებას, აფერხებს სოკოს სასიცოცხლო ფუნქციებს და ეფექტურად მოქმედებს სოკოვანი დაავადების სხვადასხვა მეტაბოლურ სტადიაზე. მისტერს ახასიათებს ტრანსლამინარული  მოქმედება. იგი ნაწილდება მთლიანად ფოთლის ზედაპირზე და შეიწოვება ფოთლის ქსოვილებში, სადაც იქმნება ერთგვარი რეზერვუარი, რაც განაპირობებს ფოთლის როგორც შესხურებული, ასევე შეუსხურებელი ნაწილის დაცვას. მისტერს ასევე აქვს სამკურნალო მოქმედება. სისტემური მოქმედების შედეგად პრეპარატი შეიწოვება მცენარეში და იცავს მას შიგნიდან, რაც უზრუნველყოფს დაავადების საიმედო კონტროლს.

 რეზისტენტობის მართვა

კრეზოქსიმ – მეთილი ჯგუფი 11 ფუნგიცდი
ბოსკალიდი ჯგუფი 7 ფუნგიცდი

მისტერი შეიცავს მე-11 ჯგუფის მიტოქონდრიალური სუნთქვის ინჰიბიტორ (Qol) ფუნგიციდს კრეზოქსიმ-მეთილს და მე-7 ჯგუფის სუკინის დეჰიდროგენეზის ინჰიბიტორ ფუნგიციდს (SDHI) ბოსკალიდს. მე-11 და მე-7 ჯგუფის ფუნგიციდის მრავალჯერადმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამა თუ იმ სოკოვანი დაავადების გენეტიკური თვისებების ცვლილება და გახდეს მის მიმართ რეზისტენტული. რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ მისტერი და სხვა ქიმიური კლასის პრეპარატები მონაცვლეობით.

თავსებადობა

თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის  შერევით.

 ფიტოტოქსიკურობა

რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის   ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ.

ზემოქმედების სიჩქარე: შესხურებისთანავე

დაცვითი მოქმედების პერიოდი : 710 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებზე და კულტურის ზრდის სიჩქარეზე.

კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი დაავადება პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) დამუშაებულ ფართობზე ხელით (მექანიზი

რებული) სამუშაოების დაწყების დრო

ვაზი ნაცარი,

ნაცრისფერი სიდამპლე

0.4 ლ/ჰა

 

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში.

გამოიყენეთ პრევენციული მკურნალობისთვის.

50(3) 7(3)
გოგროვნები ნაცარი 0.25 – 0.5 ლ/ჰა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში.

გამოიყენეთ პრევენციული მკურნალობისთვის.

50(3) 7(3)

 

წონა N/A
კულტურები

ბოსტნეული, ვაზი, თესლოვანი ხეხილი, კაკალი, კენკროვნები

დაავადებები

ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე