სურაუნდი

კულტურა:

  • ვაზი, კაკალი, კურკოვანი ხეხილი, სიმინდი, ტროპიკული ხილი, ციტრუსი

მავნებლები:

  • ბუგრი, თრიფსი, მზის დამწვრობა, ნაყოფჭამია, ფარიანები
108.00
გასუფთავება
არტიკული: N/A კატეგორიები: , ,

კაოლინის თიხა ქმნის მცენარეზე დამცავ აპკს. გამოიყენება საჩითილეებშიც.  მცენარის ზედაპირს  იცავს მზის სხივებისგან, რამაც შეიძლება განაპირობოს ნაყოფის რამდენიმე დღით გვიან დამწიფება. ასევე მოქმედებს როგორც ინსექტიციდი. მავნებელს უჭირს მცენარის ცნობა თეთრად გადაკრული აპკის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ თიხა ეკვრის მცენარის ზედაპირს ხელს უწყოფს ფოტოსინთეზის მიმდინარეობას. რადგან მცენარე უფრო გრილია, ბაგეები უფრო დიდი ხნის განმავლობაშია ღია.

კაოლინის თიხის შერევა შესაძლებელია ინსექტიციდებთან და ფუნგიციდებთან ერთად.  არ შეიძლება გოგირდთან, სპილენძთან და ბორდოს ნარევთან ერთად გამოყენება. შერევა შესაძლებელია პირეტროიდებთან(დელტამეტრინი, ციპერმეტრინი), კალიუმის მარილებთან , როტენონთან.

მცენარის კარგად დასაცავად აუცილებელია საფუძვლიანდ მოხდეს მცენარის დაფარვა ორივე მხრიდან. არ უნდა გამოვიყენოთ როდესაც ფოთოლი სველია, მხოლოდ მშრალზე.

მავნებლების წინააღმდეგ გამოყენებისას სჯობს მოხდეს მცენარის დაფარვა კაოლინის თიხით, სანამ მავნებლის ფონი იქნება.

ხელმეორე გამოყენება უნდა მოხდეს როდესაც ფოთოლი დაკარგავს თეთრ შეფერილობას, ძირითადად 7-17 დღის ინტერვალი.

3-4 კილოგრამი 100 ლიტრ წყალში

გამოყენება უმჯობესია მოხდეს სპეციალისტის მეთვალყურეობის და/ან რჩევის საფუძველზე: მცენარის ფენო ფაზის, კულტურის, მზის დახრის კუთხის გათვალისწინებით.

 

წონა N/A
კულტურები

ვაზი, კაკალი, კურკოვანი ხეხილი, სიმინდი, ტროპიკული ხილი, ციტრუსი

ინსექტიციდი

ბუგრი, თრიფსი, მზის დამწვრობა, ნაყოფჭამია, ფარიანები