პანდორა
პანდორა Price range: 2,50 ₾ through 145,00 ₾
Back to products
ჰერკულესი
ჰერკულესი Price range: 53,20 ₾ through 195,30 ₾

იმპერიუმი

კაპტანი 500 გ/კგ + აზოქსისტრობინი 100 გ/კგ

Price range: 5,30 ₾ through 74,30 ₾

წონაარ არის
დაავადებებიალტერნარიოზი, ნაცარი, პერონოსპოროზი, ფიტოფტოროზი, ფოთლის სიხუჭუჭე, ფომოფსისი, ყავისფერი სიდამპლე, შავი სიდამპლე, ჭრაქი
კულტურებივაზი, ვაშლი, თესლოვანი ხეხილი, კარტოფილი, კიტრი, მსხალი
ბრენდიMckinley, ირლანდია
პრეპარატული ფორმაკაპტანი 500 გ/კგ + აზოქსისტრობინი 100 გ/კგ
არტიკული: არ არის კატეგორია: ,
აღწერა

სისტემური და კონტაქტური მოქმედების უნივერსალური, სამკურნალო და პროფილაქტიკური
დანიშნულების ფუნგიციდი. ორი ნივთიერების ნაერთი ქმნის უნიკალური დაცვის საშუალებას
ნაცრის წინააღმდეგ პომიდორში, კიტრში, ვაზსა და თესლოვან კულტურებში. ასევე, ეფექტურად
გამოიყენება ფიტოფტოროზისა და ალტერნარიოზის წინააღმდეგ კარტოფილსა და პომიდორში.
იმპერიუმს ახასიათებს ორმაგი დაცვა ვაზში, რადგან ის კულტურას იცავს, როგორც ნაცრისგან,
ასევე ჭრაქის, ფომოფსისის, შავი სიდამპლისა და წითურასგან. იმპერიუმი ეფექტურად გამოიყენება
ქეცის წინააღმდეგ საბრძოლველად ვაშლსა და მსხალში.

სისტემური მოქმედება: 

100 გ/კგ აზოქსისტრობინი (სტრობილურინების ჯგუფი)
აზოქსისტრობინი აფერხებს სპორების გაღვივებას სოკოვანი დაავადების ადრეულ სტადიებზე,
ბლოკავს მის სასიცოცხლო ციკლს, რაც იდეალურად იცავს მცენარეს პათოგენების შეჭრისგან.
იმპერიუმი ასევე ეფექტურია სპორების გაღვივების შემდგომ სტადიაზეც

კონტაქტური მოქმედება:

500 გ/კგ კაპტანი (ფთალიმიდის ჯგუფი)
მომენტალურად აღწევს სოკოს სპორებში, ხელს უშლის მეტაბოლიზმს, უჯრედის გაყოფას და
სოკოს სპორების გაღვივებას. ხასიათდება სწრაფი და ძლიერი მოქმედებით დაავადების
გამომწვევი სოკოს მიმართ. გააჩნია გამაჯანსაღებელი მოქმედება მცენარის ქსოვილის
მექანიკურ დაზიანებასა და ნასეტყვზე, დაზიანებიდან მყისიერი შესხურებისას

 

კულტურა,
დასამუშავებელი ობიექტი
დაავადება პრეპარატის
ხარჯვის ნორმა
(კგ/ჰა)
გამოყენების
ხერხი, დრო,
გამოყენების
თავისებურება
კიტრი პერენოსპოროზი, ნაცარი 1.5-2კგ/ჰა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 
ვაზი ჭრაქი, ნაცარი, ფომოფსისი, შავი სიდამპლე, წითურა 2კგ/ჰა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 
კარტოფილი ფიტოფტოროზი; ალტერნარიოზი 2კგ/ჰა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 
თესლოვნები (ვაშლი, მსხალი და სხვა) ქეცი, ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე 2კგ/ჰა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში