იმპერიუმი
ფუნგიციდი
მოქმედი ნივთიერება: კაპტანი 500 გ/კგ + აზოქსისტრობინი 100 გ/კგ
წყალში დისპერსირებადი გრანულები (წდგრ)
დანიშნულება:
იმპერიუმი არის სისტემური და კონტაქტური მოქმედების უნივერსალური, სამკურნალო და პროფილაქტიკური დანიშნულების ფუნგიციდი. ორი ნივთიერების ნაერთი ქმნის უნიკალური დაცვის საშუალებას ნაცრის წინააღმდეგ პომიდორში, კიტრში, ვაზსა და თესლოვან კულტურებში. ასევე, ეფექტურად გამოიყენება ფიტოფტოროზისა და ალტერნარიოზის წინააღმდეგ კარტოფილსა და პომიდროში. იმპერიუმს ახასიათებს ორმაგი დაცვა ვაზში, რადგან ის კულტურას იცავს, როგორც ნაცრისგან, ასევე ჭრაქის, ფომოფსისის, შავი სიდამპლისა და წითურასგან. იმპერიუმი ეფექტურად გამოიყენება ქეცის წინააღმდეგ საბრძოლველად ვაშლსა და მსხალში.
იმპერიუმში შემავალი ნივთიერება აზოქსისტრობინი აფერხებს სპორების გაღივებას სოკოვანი დაავადების ადრეულ სტადიებზე, ბლოკავს მის სასიცოცხლო ციკლს, რაც იდეალური დაცვაა მცენარეში სოკოს პათოგენების შეჭრისაგან. ის ასევე ეფექტურია სპორების გაღივების შემდგომ სტადიაზეც. კაპტანი კი მომენტალურად აღწევს სოკოს სპორებში, ხელს უშლის მეტაბოლიზმს, უჯრედის გაყოფას და სოკოს სპორების გაღივებას. ხასიათდება სწრაფი და ძლიერი მოქმედებით დაავადების გამომწვევი სოკოს მიმართ. გააჩნია გამაჯანსაღებელი მოქმედება მცენარის ქსოვილის მექანიკურ დაზიანებაზე და ნასეტყვზე, დაზიანებიდან მყისიერი შესხურებისას.
რეზისტენტობის მართვა:
კაპტანი | ჯგუფი | M4 | ფუნგიციდი |
აზოქსისტრობინი | ჯგუფი | 11 | ფუნგიციდი |
რეზისტენტობის მართვის მიხედვით იმპერიუმი არის M4 და მე-11 ჯგუფის ფუნგიციდი. იმპერიუმი ხასიათდება რეზისტენტობის განვითარების დაბალი რისკით. M4 და მე-11 ჯგუფის ფუნგიციდების ხშირად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამა თუ იმ სოკოვანი დაავადების გენეტიკური თვისებების ცვლილება და გახდეს მის მიმართ რეზისტენტული. რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ იმპერიუმი და სხვა ქიმიური კლასის პრეპარატები მონაცვლეობით.
ფიტოტოქსიკურობა:
რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური. ცხელ ან მშრალ ამინდში შესხურებამ შესაძლოა გამოიწვიოს მცენარის დაზიანება.
ზემოქმედების სიჩქარე: შესხურებისთანავე
დაცვითი მოქმედების პერიოდი: 7– 14 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებზე და კულტურის ზრდის სიჩქარეზე.
ეკოლოგიური უსაფრთხოების რეკომენდაციები:
ტოქსიკურია თევზისა და სხვა წყლის ორგანიზმებისთვის. არ დააბინძუროთ მდინარეები, გუბურები, წყლის არხები პრეპარატით, გამოყენებული ჭურჭლით ან ნარჩენებით.
კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი |
დაავადება | პრეპარატის ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) |
გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება |
ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
დამუშავებულ ფართობზე ხელით (მექანიზირე ბული) სამუშაოების დაწყების დრო |
კიტრი | პერინისპოროზი, ნაცარი | 1.5-2კგ/ჰა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 3(2) | 7(3) |
ვაზი | ჭრაქი, ნაცარი, ფომოფსისი, შავი სიდამპლე, წითურა | 2კგ/ჰა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 30(3) | 7(3) |
კარტოფილი | ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი | 2კგ/ჰა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 28 (3) | 7(3) |
თესლოვნები (ვაშლი, მსხალი და სხვა) | ქეცი, ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე | 2კგ/ჰა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 21(3) | 7(3) |