გრავიტონი

კულტურა:

  • ატამი, ბალი, გარგარი, ვაზი, ვაშლი, თხილი, კარტოფილი, მსხალი, სტაფილო, ციტრუსი

დაავადება:

  • ალტერნარიოზი, კლასტერსპოროზი, ლაქიანობა, ნაცარი, სოკოვანი დაავადება, ფოთლის სიხუჭუჭე, ქეცი, შავი სიდამპლე
27.00
გასუფთავება
არტიკული: N/A კატეგორიები: ,

გრავიტონი

ფუნგიციდი

მოქმედი ნივთიერება: დიფენოკონაზოლი 250 გ/ლ

ემულსიის კონცენტრატი (ეკ)

 დანიშნულება

გრავიტონი სისტემური მოქმედების ფუნგიციდი დამცავი, პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედებით. ის იცავს კულტურას დაავადებების გამომწვევი პათოგენებისგან, უზრუნველყოფს მოსვლიანობასა და მის ხარისხს. გრავიტონი გამოიყენება ვაშლისა და მსხლის კულტურებში ქეცის წინააღმდეგ, კურკოვან კულტურებში კლასტეროსპორიოზის, ქეცისა და კოკომიკოზის, შაქრის ჭარხალში ნაცარისა და ცერკოსპოროზის, კარტოფილსა და პომიდორში ფიტოფტოროზის წინააღმდეგ, ციტრუსში ქეცის, სტაფილოში ალტერნარიოზის, ხოლო თხილსა და მიწისთხილში ლაქიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად. დიფენოკონაზოლი მოქმედებს მცენარეში სოკოს პათოგენების შეღწევის წინააღმდეგ და ხელს უშლის ჰაუსტორიის წარმოქმნას. იგი აჩერებს სოკოვანი დაავადების განვითარებას უჯრედულ მემბრანებში სტეროლების ბიოსინთეზში ჩარევით. ზოგიერთი მცენარეთა დაცვის საშუალებებისგან განსხვავებით რომლებიც რჩებიან მცენარის ზედაპირზე და ებრძვიან პათოგენს ლოკალურად, მხოლოდ უშუალოდ მასთან კონტაქტის დროს, გრავიტონი ნაწილდება მთლიანად ფოთლის ზედაპირზე და შეიწოვება ფოთლის ქსოვილებში, სადაც იქმნება ერთგვარი რეზერვუარი, რაც განაპირობებს ფოთლის, როგორც შესხურებული, ასევე შეუსხურებელი ნაწილის დაცვას.

რეზისტენტობის მართვა

ჯგუფი 3 ფუნგიცდი

გრავიტონი მიეკუთვნება ტრიაზოლის ქიმიურ კლასს. პრეპარატის ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამა თუ იმ სოკოვანი დაავადების გენეტიკური თვისებების ცვლილება და გახდეს მის მიმართ რეზისტენტული. რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ გრავიტონი და სხვა ქიმიური კლასის პრეპარატები მონაცვლეობით.

თავსებადობა

თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის  შერევით.

 ფიტოტოქსიკურობა

რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის   ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ. ცხელ ან მშრალ ამინდში შესხურებამ, შესაძლოა გამოიწვიოს მცენარის დაზიანება.

ზემოქმედების სიჩქარე: შესხურებისთანავე

დაცვითი მოქმედების პერიოდი : 1014 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებზე და კულტურის ზრდის სიჩქარეზე. 

კულტურა,
დასამუშავებელი
ობიექტი
დაავადება პრეპარატის
ხარჯვის ნორმა
/ჰა.
გამოყენების
ხერხი,დრო,
გამოყენების
თავისებურება
ლოდინის
პერიოდი (გამოყენების
ჯერადობა)
დამუშავებულ
ფართობზე ხელით
(
მექანიზირე ბული)
სამუშაოების
დაწყების დრო
ვაშლი ქეცი 0,15-0.2 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(4) 7(3)
მსხალი ქეცი 0,15-0.2 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 14(4) 7(3)
კურკოვანი კულტურები კლასტეროსპოიოზი, ქეცი, კოკომიკოზი 0.2 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 21(2) 7(3)
შაქრის ჭარხალი ნაცარი, ცერკოსპოროზი 0.4 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(2) 7(3)
ციტრუსები ქეცი 0.5-0.6 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(2) 7(3)
კარტოფილი ფიტოფტოროზი 0.3-0.5 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 14(4) 7(3)
პომიდორი ფიტოფტოროზი 0.3-0.5 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 14(4) 7(3)
სტაფილო ალტერნარიოზი 0.3-0.5 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7(4) 7(3)
თხილი, მიწისთხილი ლაქიანობა 0.5 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში -4 7(3)

 

წონა N/A
კულტურები

ატამი, ბალი, გარგარი, ვაზი, ვაშლი, თხილი, კარტოფილი, მსხალი, სტაფილო, ციტრუსი

დაავადებები

ალტერნარიოზი, კლასტერსპოროზი, ლაქიანობა, ნაცარი, სოკოვანი დაავადება, ფოთლის სიხუჭუჭე, ქეცი, შავი სიდამპლე