გორილა

კულტურა:

  • ვაზი, კიტრი, პომიდორი

დაავადება:

  • ალტერნარიოზი, ბოტრიტისი, ნაცარი, ფიტოფტოროზი, ფომოფსისი, შავი სიდამპლე, წითურა, ჭრაქი
70.20
გასუფთავება
არტიკული: N/A კატეგორიები: ,

გორილა

ფუნგიციდი

აზოქსისტრობინი 93,5 გ/ლ + ფოლპეტი 500 გ/ლ

სუსპენზიის კონცენტრატი (სკ)

დანიშნულება

გორილა არის სისტემური და კონტაქტური მოქმედების, უნივერსალური  სამკურნალო და პროფილაქტიკური დანიშნულების ფუნგიციდი. მოქმედი ნივთიერებათა კომბინაცია ეფექტურად გამოიყენება პომიდორში ფიტოფტოროზის, ნაცრისა ალტერნარიოზის წინააღმდეგ, კიტრში პერონოსპოროზისა და ნაცრის წინააღმდეგ საბრძოლველად, ვაზში ჭრაქის, ნაცრის, ფომოფსისის, შავი სიდამპლისა და წითურას წინააღმდეგ, ხოლო კარტოფილში ფიტოფტოროზისა და ალტერნარიოზის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად.

 რეზისტენტობის მართვა

აზოქსისტრობინი ჯგუფი 11 ფუნგიცდი
ფოლპეტი ჯგუფი M04 ფუნგიცდი

FRAC-ის მიხედვით პრეპარატი კლასიფიცირდება როგორც M4 და 11 ჯგუფის ფუნგიციდი. M და 11 ჯგუფის ფუნგიციდების მრავალჯერადმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამა თუ იმ სოკოვანი დაავადების გენეტიკური თვისებების ცვლილება და გახდეს გორილას მიმართ რეზისტენტული. რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ გორილა და სხვა ქიმიური კლასის პრეპარატები მონაცვლეობით.

თავსებადობა

თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის  შერევით.

 ფიტოტოქსიკურობა

რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის  ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ. ცხელ ან მშრალ ამინდში შესხურებამ, შესაძლოა გამოიწვიოს მცენარის დაზიანება.

ზემოქმედების სიჩქარე: შესხურებისთანავე

დაცვითი მოქმედების პერიოდი: 10-14 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებზე და კულტურის ზრდის სიჩქარეზე.

კულტურა დაავადება პრეპარატის
ხარჯვის ნორმა
ლ/ჰა
 
გამოყენების
ხერხი, დრო,
გამოყენების
თავისებურება
ლოდინის
პერიოდი (გამოყენების
ჯერადობა)
დამუშავებულ
ფართობზე ხელით
(მექანიზირე ბული)
სამუშაოების
დაწყების დრო
პომიდორი ფიტოფტოროზი, ნაცარი, ალტერნარიოზი 2 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 5(3) 7(3)
კიტრი პერონოსპოროზი, ნაცარი 1.5-2 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 3(2) 7(3)
ვაზი ჭრაქი, ნაცარი, ფომოფსისი, შავი სიდამპლე, წითურა 2 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 30(3) 7(3)
კარტოფილი ფიტოფტოროზი; ალტერნარიოზი 2 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 28(3) 7(3)

 

 

წონა N/A
კულტურები

ვაზი, კიტრი, პომიდორი

დაავადებები

ალტერნარიოზი, ბოტრიტისი, ნაცარი, ფიტოფტოროზი, ფომოფსისი, შავი სიდამპლე, წითურა, ჭრაქი