

დრიბლინგი
43,30 ₾ – 970,30 ₾Price range: 43,30 ₾ through 970,30 ₾
წონა | არ არის |
---|---|
შეფუთვა |
1კგ ,25კგ ,5კგ |
კულტურები |
ატამი ,ვაზი ,თხილი ,კომში ,ნუში |
დაავადებები |
ანთრაქნოზი ,ბაქტერიოზი ,მონილიოზი ,სოკოვანი და ბაქტერიული დაავადება ,ფოთლის სიხუჭუჭე ,ქეცი ,შავი სიდამპლე ,ჭრაქი |
ბრენდი |
Mckinley, ირლანდია |
ნივთიერება |
სპილენძის ქლორჟანგი 877 გ/კგ (მეტალური სპილენძის მიხედვით 500გ/კგ) |
პრეპარატული ფორმა |
სპილენძის ქლორჟანგი 877 გ/კგ (მეტალური სპილენძის მიხედვით 500გ/კგ) |
დანიშნულება:
პრევენციული და დამცავი ხასიათის მქონე, კონტაქტური ფართო სპექტრის ფუნგიციდი, ბაქტერიციდი, რომელიც ეფექტურად მოქმედებს დაავადების ფართო სპექტრის წინააღმდეგ ვაზში, ხეხილში, კაკლოვნებში, პარკოსნებსა და ზეთისხილში.
მოქმედების მექანიზმი:
დრიბლინგის უნიკალური ფორმულა შეიცავს ისეთ ბიოაქტიურ სპილენძის იონებს, რომელიც ერთიათად აღემატება ნებისმიერი სპილენძის ბაზაზე შექმნილ ფუნგიციდებს. სწორედ ეს განაპირობებს მისი გამოყენების დაბალ ნორმებსა და მის მაღალ ეფექტურობას. დრიბლინგის წვრილი ნაწილაკები ქმნიან ბარიერს მცენარესა და სოკოს შორის
დრიბლინგი:
აფერხებს – სოკოების სპორების გაღვივების პროცესს
ბლოკავს – პათოგენის შეღწევადობას უჯრედებში
ანელებს – ცილის ბიოსინთეზს
ამცირებს – მემბრანის გამტარობას
თვისებები:
- არ არის ფიტოტოქსიკური დასაცავი მცენარის
მიმართ - ბაქტერიციდული მოქმედება
- საუკეთესო ხსნადობა, არ წარმოქმნის ნალექს, არ იწვევს საწამლავი აპარატის გაჭედვას.
- წვრილი ზომის ნაწილაკები მაქსიმალურად
თანაბრად ნაწილდება ფოთლის ზედაპირზე,
ქმნის დამცავ ბარიერს და არ აძლევს დაავადებას
სპორების განვითარების საშუალებას - აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს
- არ ჩამოირეცხება წვიმის მიერ, დიდხანს რჩება
ფოთლის ზედაპირზე, რაც განაპირობებს
მცენარის ხანგრძლივ დაცვას. - დაშვებულია ორგანულ (ბიო) მეურნეობაში
გამოსაყენებლად
კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი | პრეპარატის ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | დაავადება | გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება |
ვაზი | 2კგ/ჰა | ჭრაქი, ანთრაქნოზი, შავი სიდამპლე | კულტურის განვითარების ფენოლოგიური ფაზის დროს ნაყოფის განვითარების ეტაპიდან მოსავლის აღებამდე (BBCH 70-დან) |
ხეხილი (ვაშლი, მსხალი, კომში, ქლიავი, ატამი, გარგარი, ალუბალი, ბალი) | 1.5-2კგ/ჰა | ქეცი, მონილიოზი, ფოთლის სიხუჭუჭე, ბაქტერიული ლაქიანობა, ნეკროზი | კულტურის განვითარების ფენოლოგიური ფაზის დროს კვირტის დაბერვის ეტაპზე (BBCH 54-59), ხოლო შემოდგომა-ზამთარში როდესაც ყლორტთა ზრდა არის დასრულებული (BBCH 91-დან) |
პარკოსნები (ლობიო, ბარდა) | 2კგ/ჰა | ჟანგა, ანთრაქნოზი | დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან მოსავლის აღებამდე. |
კაკლოვნები (კაკალი, თხილი) | 2კგ/ჰა | მურა ლაქიანობა, ნეკროზი, ბაქტერიოზი, ანთრაქნოზი, სეპტორიოზი | გაზაფხულზე გასხვლის შემდეგ, გამოკვირტვის ეტაპზე. (ყვავილობამდე) შემოდგომაზე, მოსავლის აღების შემდეგ |
ციტრუსი | 1.5-2კგ/ჰა | ალტერნარიოზი, ბაქტერიოზი, ანთრაქნოზი. | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში |
კარტოფილი | 1.5-2 კგ/ჰა | ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში |
პომიდორი, კიტრი | 1.5-2 კგ/ჰა | ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში |
მსგავსი პროდუქტები

იმპერიუმი
5,30 ₾ – 74,30 ₾Price range: 5,30 ₾ through 74,30 ₾
გორილა
30,30 ₾ – 292,30 ₾Price range: 30,30 ₾ through 292,30 ₾
კროსი
4,30 ₾
დიკაპრიონი
9,80 ₾ – 59,30 ₾Price range: 9,80 ₾ through 59,30 ₾
მისტერი
49,10 ₾ – 192,30 ₾Price range: 49,10 ₾ through 192,30 ₾
კაპტანლი
12,30 ₾ – 71,30 ₾Price range: 12,30 ₾ through 71,30 ₾
როკ ენ როლი
18,30 ₾ – 147,10 ₾Price range: 18,30 ₾ through 147,10 ₾