ბრენდონი
2,30 ₾ – 68,30 ₾Price range: 2,30 ₾ through 68,30 ₾
| წონა | 0,1 კგ |
|---|---|
| კულტურები |
ვაზი ,ვაშლი ,კიტრი ,კომბოსტო ,პომიდორი |
| ინსექტიციდი |
თეთრულა ,კომბოსტოს ჩრჩილი ,მენაღმე ჩრჩილი ,ნაყოფჭამია ,ყურძნის ჭია |
| ნივთიერება |
ემამექტინ ბენზოატი 50გ/კგ |
| პრეპარატული ფორმა |
ემამექტინ ბენზოატი 50გ/კგ |
| ბრენდი |
Mckinley, ირლანდია |
დანიშნულება:
კონტაქტურ- ნაწლავური მოქმედების ტრანსლამინარული ინსექტიციდი ბოსტნეულის, ვაზის, ხეხილის ქერცლფრთიანი მავნებლების ფართო სპექტრისგან დასაცავად.
მოქმედების მექანიზმი:
ბრენდონში შემავალი მოქმედი ნივთიერება მოქმედებს მწერის ნერვული სისტემის ორ უბანზე. ერთმანეთთან აკავშირებს გამა-ამინო ზეთოვანი მჟავის რეცეპტორებს კუნთოვან უჯრედებში. ასეთი შეკავშირების შემდეგ წარმოიქმნება ქლორის იონების განუწყვეტელი ნაკადი კუნთების უჯრედებში, კუნთები რჩებიან მუდმივად მოდუნებულნი, არ იკუმშებიან და ამის გამო წყვეტენ მოძრაობას. შესხურებიდან 1-4 საათის შემდეგ მწერები სრულად წყვეტენ კვებასა და მოძრაობას, 1-4 დღის შემდეგ. კი იღუპებიან. ტრანსლამინარული მოქმედების წყალობით მცენარეში იქმნება აქტიური ნივთიერების რეზერვუარი, რაც განაპირობებს 15 დღიან დაცვით მოქმედებას.
თვისებები:
- უსაფრთხოა სასარგებლო მწერებისთვის
- ოვიციდური თვისება
- მაღალი ეფექტურობა ამინდისგან დამოუკიდებლად, როგორც მაღალ ტემპერატურაზე (+350 C -ზე მეტი), ასევე
დიდი რაოდენობის ნალექების შემთხვევაშიც - უსაფრთხოა ენტომოფაგების მიმართ გამოყენებიდან 24 საათის შემდეგ
- ხანმოკლე ლოდინის პერიოდი 4-7 დღე
- გამოიყენება ბიოლოგიური ბრძოლის ღონისძიებებში
| კულტურა, დასამუშავებელი
ობიექტი |
მავნებელი | პრეპარატის ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) | გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების
თავისებურება |
| თესლოვნები
(ვაშლი, მსხალი) |
ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა, ბუგრები, ფოთლის მენაღმეები, არაფარდი
პარკხვევია ფოთლიხვევიები, ვაშლის ნაყოფჭამია |
0..15-0.3 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში ტკიპების და მავნებლების გამოჩენისთანავე, 7-14 დღიანი ინტერვალით |
| კომბოსტო | ჩრჩილი, თეთრულები, კომბოსტოს ხვატარი, ფოთლის
მენაღმეები |
0.15-0.3 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში დაზიანების პირველი ნიშნებისა და კვერცხდების გამოჩენისთანავე |
| პომიდორი | ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა
სათბურის ფრთათეთრა |
0.15-0.3 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლის გამოჩენისთანავე, 7-14 დღიანი ინტრევალით |
| კიტრი | ბუგრი, სათბურის ფრთათეთრა | 0.15-0.3 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7- დღიანი ინტერვალით |
| სიმინდი | მარცვლეულის ხვატარი | 0.15-0.3 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7- დღიანი ინტერვალით |
| ვაზი | ყურძნის ჭია | 0.15-0.3 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში
მავნებელების ყოველი თაობის წინააღმდეგ |
| ბადრიჯანი, წიწაკა | ბამბის ხვატარი | 0.3 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში |

