ფერტირონი
რკინა (Fe) 1.05% + ფოსფორის პენტაოქსიდი (P2O5) 1.46% + ფოსფორი (P) 0.64%
41,70 ₾
| წონა | არ არის |
|---|---|
| ბრენდი |
NITROFARM, საბერძნეთი |
| პრეპარატული ფორმა |
რკინა (Fe) 1.05% + ფოსფორის პენტაოქსიდი (P2O5) 1.46% + ფოსფორი (P) 0.64% |
არტიკული:
არ არის
კატეგორია: ინსექტიციდები/აკარიციდები, ბიო
აღწერა
ფერტირონი არის რკინის ფოსფატზე დამზადებული ეკომეგობრული სატყუარა, რომელიც ეფექტურად გამოიყენება ლოკოკინებისა და ლოქორების წინააღმდეგ. პრეპარატი იცავს მოსავალს მავნებლებისგან, რომლებიც იკვებებიან მცენარის მწვანე მასითა და ნაყოფით, რითაც უზრუნველყოფს კულტურების შეუფერხებელ ზრდა-განვითარებას.
მოქმედების მექანიზმი ფერტირონი იზიდავს ლოკოკინებს და მოქმედებს მათ კუჭ-ნაწლავის სისტემაზე.
- მავნებელი ჭამს სატყუარას და მომენტალურად წყვეტს მცენარის კვებას.
- ისინი მიდიან იზოლირებულ ადგილას (მიწის ქვეშ) და იქ კვდებიან.
- შედეგი: ბაღში არ რჩება ლოკოკინების ლორწოვანი სეკრეციის უსიამოვნო კვალი და მკვდარი მავნებლები ზედაპირზე არ იყრება.
უპირატესობები
- უსაფრთხოება: არ არის ტოქსიკური. დაშვებულია ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში და ორგანულ მეურნეობაში.
- შინაური ცხოველების დაცვა: ქიმიური ანალოგებისგან განსხვავებით, არ არის მომაკვდინებელი ძაღლებისთვის, კატებისთვის და სხვა შინაური ცხოველებისთვის.
- ორმაგი სარგებელი: არის ბიოდეგრადირებადი. გამოუყენებელი გრანულები ნიადაგში იშლება რკინად და ფოსფორად, რაც მცენარეს დამატებით კვებავს.
- მედეგობა წვიმის მიმართ: სველი გრანულები კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება ლოკოკინებისთვის და არ კარგავს ეფექტურობას.
- არ აქვს ლოდინის პერიოდი: გამოყენებიდან მალევე შეგიძლიათ აგრო-სამუშაოების გაგრძელება.
გამოყენების რეკომენდაცია დოზა: 7 კგ/ჰა

