ველამინ კალციუმი
ველამინ კალციუმი Price range: 22,30 ₾ through 359,30 ₾
Back to products
ველჰუმუსი
ველჰუმუსი Price range: 2,30 ₾ through 106,30 ₾

ამინო 80

თავისუფალი ამინომჟავები 80% + აზოტის სრული შემცველობა (N) 11.6%

Price range: 6,30 ₾ through 500,30 ₾

წონაარ არის
შეფუთვა0,05კგ, 0.25კგ, 1 კგ, 5კგ
ბრენდიVellsam, ესპანეთი
პრეპარატული ფორმათავისუფალი ამინომჟავები 80% + აზოტის სრული შემცველობა (N) 11.6%
არტიკული: არ არის კატეგორია: , , ,
აღწერა

ამინო 80 არის უნიკალური ბიოსტიმულატორი, რომელიც შექმნილია მცენარის ფიზიოლოგიური აქტივობის გასაზრდელად ექსტრემალურ პირობებში. იგი ბაზარზე გამოირჩევა თავისუფალი ამინომჟავების განსაკუთრებით მაღალი შემცველობით (80%), რაც უზრუნველყოფს კულტურების მაქსიმალურ პროდუქტიულობასა და დაცვას.

შემადგენლობა

კომპონენტი % წ/წ
თავისუფალი ამინომჟავები 80%
ორგანული ნახშირბადი (C) 56.8%
აზოტის სრული შემცველობა (N) 11.6%
C/N თანაფარდობა 5.46

ამინომჟავები ცილების „საშენი მასალაა“. ნორმალურ პირობებში მცენარე მათ თავად ასინთეზებს, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს. ამინო 80-ის მიწოდება მცენარეს საშუალებას აძლევს, დაზოგილი ენერგია პირდაპირ მიმართოს სწრაფი ზრდის, ყვავილობისა და ნაყოფის ფორმირებისკენ.

ამინო 80-ის უპირატესობები:

  • სტრესის მართვა: ამინო მოქმედებს როგორც მცენარის „ბუნებრივი ფარი“. იგი მომენტალურად ააქტიურებს შინაგან თავდაცვის მექანიზმებს, რაც მკვეთრად ზრდის კულტურების გამძლეობას სტრეს-ფაქტორების მიმართ:
    • კლიმატური სტრესი: უზრუნველყოფს მაქსიმალურ მდგრადობას მაღალი ტემპერატურის, ხანგრძლივი გვალვის, ყინვისა და სეტყვის პირობებში.
    • ფიზიოლოგიური სტრესი: ეხმარება მცენარეს ნიადაგის დამლაშებისა და წყლის დეფიციტის დაძლევაში.
    • ქიმიური შოკი (ფიტოტოქსიკურობა): სწრაფად გამოჰყავს მცენარე „შოკური“ მდგომარეობიდან, რომელიც გამოწვეულია პესტიციდებით არასწორი დამუშავებით ან ქიმიური დამწვრობით.
    • მყისიერი რეაბილიტაცია: სეტყვის ან მექანიკური დაზიანების შემდეგ, პრეპარატი უჯრედებს მყისიერად აწვდის აღდგენისთვის საჭირო რესურსს, რაც მინიმუმამდე ამცირებს მოსავლის დანაკარგს.
  • მეტაბოლური და ჰორმონალური აქტივაცია: პროდუქტი შეიცავს ამინონაერთებს, რომლებიც ხელს უწყობენ ფერმენტების ფორმირებას და ცილების სინთეზს, რაც ფუნდამენტურია მცენარის სწორი განვითარებისთვის. იგი მცენარეს აწვდის საჭირო ნივთიერებებს, რათა მან თავად წარმოქმნას ზრდის ჰორმონები (აუქსინები).
  • ფოტოსინთეზის გაძლიერება: შემადგენლობაში არსებული გლიცინი, ალანინი და გლუტამინის მჟავა პირდაპირ ზრდის ქლოროფილის დონეს. ეს უზრუნველყოფს სინათლის ენერგიის უკეთ ათვისებას, რაც აჩქარებს ვეგეტაციას და ზრდის პროდუქტიულობას.
  • იდეალური დამტვერვა და ნაყოფის ხარისხი: L-პროლინი და გლუტამინის მჟავა უმნიშვნელოვანესია დამტვერვის პროცესისთვის, ხოლო ვალინი, იზოლეიცინი და ლეიცინი უზრუნველყოფენ ნაყოფის ერთგვაროვან და ხარისხიან დამწიფებას.
  • სრულყოფილი ხსნადობა: ინოვაციური პრეპარატული ფორმა WSP (წყალში ხსნადი გრანულები) გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი მომენტალურად და ნარჩენების გარეშე იხსნება წყალში.

გამოყენების რეკომენდაციები:

რეკომენდებულია ყველა სახის კულტურაში, ფოთლოვანი გამოკვებით და ფერტიგაციით.

კულტურა დოზირება გამოყენების პერიოდი
ციტრუსი 150-250გ / 100 ლ წყალზე 75-100% ფოთოლცვენისას
ხეხილი 300-500გ / 100 ლ წყალზე როდესაც ნაყოფი იცვლის ფერს
ფოთლოვანი / ბაღჩეული კულტურები 2-4 კგ / ჰა გადარგვის შემდგომ და ზრდა განვითარების ციკლის შუა სტადიაზე
ზეთისხილი 300-500გ / 100 ლ წყალზე ყვავილობის დაწყებისას და ნაყოფის ფორმირების სტადიაზე
ვაზი 2-4 კგ / ჰა ყვავილობის დაწყებისას, მოსავლის აღებამდე