ველჰუმუსი

ბრენდი:

კატეგორიები: ,

ველჰუმუსი არის სპეციალური თხევადი სასუქი, რომელიც გამოიყენება ფერტიგაციისას. მისი მახასიათებლების გამო ზრდის კათიონის გაცვლის მოცულობას, შესაბამისად აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, ხელს უწყობს ფორების წარმოქმნას, გამტარიანობასა და წყლის შეკავებას. ის ხელს უწყობს მეორადი ფესვების გამოყოფას და შედეგად ზრდის ფესვების მოცულობას.

ველჰუმუსი არის ფულვომჟავების მაღალკონცენტრირებული პროდუქტი რომელიც უზრუნველყოფს ნიადაგში ორგანული პროცესების აქტიურ წარმართვას, შედეგად ფესვთა სისტემას უადვილებს წყლისა და მასში გახსნილი საკვები ნივთიერებების ათვისებას, ასევე ნიადაგში ანტაგონისტური რეაქციების გამო დაბლოკილი საკვები ნივთიერებები გადაჰყავს მცენარისათვის სასურველ ფორმაში, სასურველ გარემოს ქმნის ნიადაგში მცხოვრები სასარგებლო მიკროორგანიზმებისა და ბაქტერიებისათვის, ხელს უწყობს მინერალური სასუქების ათვისებას.

გარდა ამისა პროდუქტი შეიცავს მაკროელემენტებს, რომლებსაც მცენარე სრულად ითვისებს და ვეგეტაციის ნებისმიერ ფაზაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, როგორც მცენარის სიჯანსაღის კუთხით ასევე ხარისხიანი მოსავლისათვის,

გამოყენების რეკომენდაციები:

გამოიყენება ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურაში.

დოზა (ფერტიგაცია): 10-15 ლ/ჰა

შეფუთვა

20ლ