

ციფლამიდი
17,30 ₾ – 265,30 ₾Price range: 17,30 ₾ through 265,30 ₾
წონა | არ არის |
---|---|
შეფუთვა |
0,050 ლ ,0.25ლ ,1ლ |
ბრენდი |
NISSO CHEMICAL EUROPE GmbH |
პრეპარატული ფორმა |
ციფლუფენამიდი 51,3 გ/ლ |
ციფლამიდი შეიცავს ფუნგიციდების ახალი კლასის ბენზამიდოქსიმების ინოვაციურ და უნიკალურ მოქმედ ნივთიერებას – ციფლუფენამიდს, რომელიც შექმნილია იაპონური კომპანიის NIPPON SODA –ს მიერ. ციფლამიდი ხასიათდება ძლიერი მოქმედებით და არის ეფექტური პრეპარატი ნაცრის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ეს უნიკალური ნივთიერება აქტიურად მოქმედებს ნაცრის ნებისმიერ ეტაპსა და სასიცოცხლო ციკლზე. ციფლამიდი ეფექტური საშუალებაა ნაცრის გამომწვევი სოკოს ისეთი შტამის წინააღმდეგაც, რომელიც რეზისტენტულია სტრობილურინების, მორფოლინების, ბენზიმიდაზოლების და DMI ჯგუფის ფუნგიციდებისადმი.
ციფლამიდს ახასიათებს უნიკალური ფუმიგატიური ეფექტი – პრეპარატის ორთქლი ადვილად აღწევს მტევნის შიგნით მარცვლებს შორის სივრცეში და ანადგურებს სოკოს სპორებს იქაც კი, სადაც ვერ ხვდება სამუშაო ხსნარი. ორთქლის მოქმედება აუმჯობესებს დაავადების კონტროლს, რადგან ორთქლის აქტივობა ფარავს ქიმიურ ნივთიერებას იმავე ფოთოლსა და მომიჯნავე ფოთლებზეც. ციფლამიდი ახდენს სოკოს პათოგენის ინჰიბირებას, რაც ხელს უშლის მის გავრცელებას ფოთოლზე. ციფლამიდის ტრანსლამინარული თვისება უზრუნველყოფს ვაზის ფოთლის ეფექტურ დაცვას ორივე მხრიდან.
კულტურა | დაავადება | დოზა ა. მაქსიმალური დოზა შესხურებისასბ. მაქსიმალური სრული დოზა სეზონზე/კულტურაზე |
შესხურებებს დრო, ჯერადობა |
წყლის მოცულობა ლ/ჰა |
ვაზი | ნაცარი | ა. 0,32 – 0,5 ლ/ჰა ბ. 0,64 – 1,0 ლ/ჰა |
BBCH 61-75 შესხურება 1-2 ჯერ 10-14 დღიანი ინტერვალით |
800-1000 |
თესლოვანი ხეხილი (ვაშლი, მსხალი) |
ნაცარი | ა. 0,5 ლ/ჰა ბ. 1,0 ლ/ჰა |
BBCH 11-87 შესხურება 1-2 ჯერ 7-10 დღიანი ინტერვალით |
900-1500 |
კურკოვანი ხეხილი (ატამი, ქლიავი, ალუბალი, ბალი) |
ნაცარი | ა. 0,5 ლ/ჰა ბ. 1,0 ლ/ჰა |
BBCH 11-87 შესხურება 1-2 ჯერ 7 დღიანი ინტერვალით |
800-1000 |
მსგავსი პროდუქტები

იმპერიუმი
5,30 ₾ – 74,30 ₾Price range: 5,30 ₾ through 74,30 ₾
დიკაპრიონი
9,80 ₾ – 59,30 ₾Price range: 9,80 ₾ through 59,30 ₾
ორიონი
59,30 ₾ – 224,00 ₾Price range: 59,30 ₾ through 224,00 ₾
თორი
5,30 ₾ – 170,30 ₾Price range: 5,30 ₾ through 170,30 ₾
ლინჩი
12,00 ₾ – 4628,30 ₾Price range: 12,00 ₾ through 4628,30 ₾
კაპტანლი
12,30 ₾ – 71,30 ₾Price range: 12,30 ₾ through 71,30 ₾
გრავიტონი
7,10 ₾ – 34,30 ₾Price range: 7,10 ₾ through 34,30 ₾