ტრიუმფი
11,60 ₾ – 6615,10 ₾Price range: 11,60 ₾ through 6615,10 ₾
წონა | არ არის |
---|---|
შეფუთვა |
1კგ ,225გრ ,25კგ ,45გრ |
კულტურები |
ატამი ,ვაზი ,ვაშლი ,თხილი ,კარტოფილი ,კომბოსტო ,პომიდორი ,სტაფილო |
დაავადებები |
ალტერნარიოზი ,თეთრი ჟანგა ,თეთრი სიდამპლე ,ლაქიანობა ,ნაცარი ,ნაცრისფერი სიდამპლე ,ქეცი |
ნივთიერება |
ტებუკონაზოლი 500 გ/კგ ,ტრიფლოქსისტრობინი 250 გ/კგ |
პრეპარატული ფორმა |
ტრიფლოქსისტრობინი 250 გ/კგ, ტებუკონაზოლი 500 გ/კგ |
ბრენდი |
Mckinley, ირლანდია |
ტრიუმფი სისტემური მოქმედების ფართო სპექტრის კომბინირებული ფუნგიციდია. ის ეფექტურად
უმკლავდება და იცავს ვაზს ნაცრისა და სიდამპლისგან, ასევე უზრუნველყოფს ვაშლის ხანგრძლივ
დაცვას ქეცისა და ნაცრისაგან. ორი მოქმედი ნივთიერების კომბინაცია ეფექტურად მოქმედებს
კარტოფილისა და პომიდვრის კულტურებში ალტერნარიოზის წინააღმდეგ.
მოქმედების მექანიზმი:
ტებუკონაზოლი (დიმეთილაზის ინჰიბიტორი (DMI)) ხელს უშლის სოკოს უჯრედის კედლის სტრუქტურის
ჩამოყალიბების პროცესს, აფერხებს სოკოს რეპროდუქციას და შემდგომ ზრდას.
ტრიფლოქსისტორბინი (სტრობილურინების ჯგუფი) არღვევს სუნთქვის პროცესს დაავადების
გამომწვევი უჯრედების მიტოქონდრიებში.
ტრიუმფი არა მხოლოდ უმკლავდება სოკოვან დაავადებებს არამედ აუმჯობესებს მოსავლის
რაოდენობასა და ხარისხს.
ტრიუმფი მაღალი პერსისტენტობის გამო საშუალებას იძლევა შეაჩეროს და დათრგუნოს ნაცარი
ურთულეს სიტუაციებში, მაგალითად: ყვავილობის ფაზაში და ინფექციის მაღალი ფონის პირობებშიც კი.
უპირატესობები:
- სხვადასხვა სოკოვანი დაავადებებისგან დამცავი და სამკურნალო თვისება
- გააჩნია მეზოსისტემური და ტრანსლამინარული მოქმედება
- ტრიუმფი ხასიათდება მაღალი და ხანგრძილივი ეფექტურობით
- აქტივობის ფართო სპექტრი პათოგენების წინააღმდეგ სხვადასხვა კულტურაზე
- პათოგენების შესანიშნავი და საიმედო კონტროლის მექანიზმი მათი განვითარების სხვადასხვა სტადიაზე
კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი |
დაავადება | პრეპარატის ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) |
გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება |
ვაზი | ჭრაქი, ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე, შავი სიდამპლე, ფომოფსისი | 0.16-0.18 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში |
კურკოვანი ხილი | ანთრაქნოზი, მონილიოზი, ნაცარი | 0.3-0.35 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში |
თესლოვანი ხილი | ნაცარი, ქეცი, ფოთლის ლაქიანობები | 0.3-0.35 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში |
კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო | ნაცარი | 0.25-0.35 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში |
გოგრისებრნი | ნაცარი, ფოთლის ლაქიანობა | 0.25-0.35 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში |
ნიორი, ხახვი | მეწამული ლაქიანობა, ნაცარი | 0.25-0.35 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში |
პომიდორი | ნაცარი, ფოთლის ლაქიანობა | 0.25-0.35 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში |
მსგავსი პროდუქტები

ჰერკულესი
53,20 ₾ – 195,30 ₾Price range: 53,20 ₾ through 195,30 ₾
იმპერიუმი
5,30 ₾ – 74,30 ₾Price range: 5,30 ₾ through 74,30 ₾
გორილა
30,30 ₾ – 292,30 ₾Price range: 30,30 ₾ through 292,30 ₾
პირატი
25,20 ₾ – 236,30 ₾Price range: 25,20 ₾ through 236,30 ₾
ორიონი
59,30 ₾ – 224,00 ₾Price range: 59,30 ₾ through 224,00 ₾
ლორკანი
5,30 ₾ – 74,30 ₾Price range: 5,30 ₾ through 74,30 ₾
კუპრექსი
2,90 ₾ – 42,00 ₾Price range: 2,90 ₾ through 42,00 ₾