კალციუმის ნიტრატი
კალციუმის ნიტრატი
Back to products
ტრიუმფი
ტრიუმფი

ფესტივალი

ციმოქსანილი 3% წ/წ (30გ/კგ)+ ბორდოს ნარევი, სპილენძის სულფატი+კალციუმის ჰიდროქსიდი (წარმოდგენილი როგორც სპილენძი) 22.5% წ/წ (225გ/კგ)

წონა არ არის
შეფუთვა

0.05ლ

,

0.25ლ

ბრენდი

Nordwestern OÜ, ესტონეთი

პრეპარატული ფორმა

ციმოქსანილი 3% წ/წ (30გ/კგ)+ ბორდოს ნარევი, სპილენძის სულფატი+კალციუმის ჰიდროქსიდი (წარმოდგენილი როგორც სპილენძი) 22.5% წ/წ (225გ/კგ)

არტიკული: არ არის კატეგორია: ,
აღწერა

ფესტივალი არის ორი აქტიური ნივთიერების – ციმოქსანილისა და ბორდოს ნარევის სინთეზი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ. ციმოქსანილი, როგორც ლოკალურ-სისტემური კომპონენტი, აღწევს მცენარის ქსოვილში და უზრუნველყოფს როგორც მკურნალობას, ისე მის პროფილაქტიკურ დაცვას. ბორდოს ნარევი, როგორც კონტაქტური მოქმედების კომპონენტი, ქმნის მცენარის ზედაპირზე მტკიცე ბარიერს, რაც იცავს მას ფართო სპექტრის სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციებისგან. იგი ხელს უშლის სპორების გაჩენას, ბლოკავს პათოგენების შეღწევას უჯრედში და ხელს უწყობს მცენარის ჯანმრთელობას. ფესტივალი ეფექტურია ჭრაქოვანი დაავადებების წინააღმდეგ, მათ შორის ვაზში.

ფესტივალი შეიცავს ციმოქსანილს და ბორდოს ნარევს. ერთი ჯგუფის ფუნგიციდების მრავალჯერადმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამა თუ იმ დაავადების გენეტიკური თვისებების ცვლილება და გახდეს მის მიმართ რეზისტენტული. რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ფესტივალი და სხვა მოქმედების მექანიზმის პრეპარატები მონაცვლეობით.

 

სამუშაო ხსნარის მომზადება

სამუშაო ხსნარის მომზადებისას გამოიყენეთ ისეთი აპარატი, რომელშიც მუდმივ რეჟიმში ხდება შერევა. სუფთა ავზის ნახევრამდე შევსების შემდეგ წყალში ჩაამატეთ საჭირო რაოდენობის პრეპარატები W-A-L-E-S მეთოდით.

შეზღუდვები და მითითებები

მაღალი შედეგისთვის შესხურება უნდა ჩატარდეს 10-დან 25°С-მდე ტემპერატურაზე. არ არის მიზანშეწონილი შესხურების ჩატარება მოსალოდნელი არასტაბილური კლიმატური პირობების დროს.

 

ფიტოტოქსიკურობა

რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური.

 

დაცვითი მოქმედების პერიოდი : 714 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებზე და კულტურის ზრდის სიჩქარეზე.

 

კულტურა დაავადება პრეპარატის
ხარჯვის ნორმა კგ/ჰა
გამოყენების
ხერხი, დრო,
გამოყენების
თავისებურება
ხახვი ჭრაქი 2.4-3 ვეგეტაციის პერიოდში
კარტოფილი ჭრაქი, ფიტოფტორა 2.4-3 ვეგეტაციის პერიოდში
პომიდორი ჭრაქი ფიტოფტორა 2.4-3 ვეგეტაციის პერიოდში