ფერტირონი

რკინა (Fe) 1.05% + ფოსფორის პენტაოქსიდი (P2O5) 1.46% + ფოსფორი (P) 0.64%

41,70 

წონაარ არის
ბრენდიNITROFARM, საბერძნეთი
პრეპარატული ფორმარკინა (Fe) 1.05% + ფოსფორის პენტაოქსიდი (P2O5) 1.46% + ფოსფორი (P) 0.64%
არტიკული: არ არის კატეგორია: ,
აღწერა

შემადგენლობა

კომპონენტი პროცენტული წილი (%)
რკინა (Fe) 1.05%
ფოსფორის პენტაოქსიდი (P2O5) 1.46%
ფოსფორი (P) 0.64%

ფერტირონი არის რკინის ფოსფატის (FePO4) ბაზაზე შექმნილი ეკოლოგიურად სუფთა მოლუსკოციდი. იგი წარმოადგენს „ჭკვიან“ გადაწყვეტილებას მავნებლებთან საბრძოლველად, რადგან მისი მოქმედი ნივთიერება ბუნებრივი მინერალია და დაშლის შემდეგ ნიადაგს საკვები ელემენტებით ამდიდრებს.

ლოკოკინები ხშირად საფრთხეს უქმნიან მცენარეს, რადგან იკვებებიან მწვანე მასით და აფერხებენ მის განვითარებას.

როგორ მუშაობს „ფერტირონის“ უნიკალური ტექნოლოგია?

  • სატყუარა: გრანულები შეიცავს ლოკოკინებისთვის მიმზიდველ საკვებ კომპონენტებს. დასველებისას სატყუარა ფუვდება და კიდევ უფრო მადისაღმძვრელი ხდება მავნებლისთვის.
  • კვების ბლოკირება: გრანულის შეჭმისთანავე მოქმედი ნივთიერება აზიანებს ლოკოკინის საჭმლის მომნელებელ სისტემას. მავნებელი მომენტალურად კარგავს მადას და წყვეტს ჭამას.
  • იზოლაცია და სიკვდილი: ქიმიური საშუალებებისგან განსხვავებით, ფერტირონით მოწამლული ლოკოკინები არ კვდებიან ზედაპირზე; ისინი მიდიან მიწისქვეშა თავშესაფრებში და იქ იღუპებიან. მცენარეზე არ რჩება ლორწოს უსიამოვნო კვალი და არც ნიადაგის ზედაპირზე გხვდებათ მკვდარი მავნებლები.

ფერტირონი VS ქიმიური მოლუსკოციდი

მახასიათებლები ფერტირონი ქიმიური მოლუსკოციდი
მოქმედი ნივთიერება რკინის ფოსფატი (ბუნებრივი მინერალი) ტოქსიკური ქიმიკატი
უსაფრთხოება უსაფრთხოა შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის მომაკვდინებელია შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის
გარემოზე გავლენა ბიოდეგრადირებადია. გარდაიქმნება მცენარის საკვებად (რკინა, ფოსფორი) ტოქსიკურია. არ იშლება და აბინძურებს ნიადაგსა და წყალს
მოქმედების მექანიზმი აზიანებს კუჭ-ნაწლავს, წყვეტს კვებას და მავნებელი კვდება მიწისქვეშ იწვევს ჭარბი ლორწოს გამოყოფას და დეჰიდრატაციას მიწის ზედაპირზე
ლოდინის პერიოდი არ აქვს. მოსავლის აღება და სამუშაოები დაშვებულია მყისიერად საჭიროებს მინიმუმ 24-საათიან ლოდინს მოსავლის აღებამდე
მდგრადობა (წვიმა) დასველებისას ხდება უფრო მიმზიდველი და ინარჩუნებს ეფექტურობას ხშირად იშლება ნესტისგან და კარგავს ეფექტურობას
ესთეტიკური მხარე არ ტოვებს ლორწოს უსიამოვნო კვალს და მკვდარ ლოკოკინებს ზედაპირზე ტოვებს ბევრ ლორწოს და მკვდარ მავნებლებს მცენარეებთან
დამატებითი სარგებელი მოქმედებს როგორც მინერალური სასუქი არ გააჩნია არანაირი დადებითი ეფექტი ნიადაგისთვის

გამოყენების რეკომენდაცია

დოზა: 7 კგ/ჰა (60 გრანულა/მ²)

გამოიყენეთ სეზონზე 4-ჯერ, საშუალოდ 2 კვირაში ერთხელ.

გრანულები თანაბრად მოაბნიეთ მცენარეების გარშემო, რიგთაშორისებში ან დასაცავი კულტურის პერიმეტრზე. მოერიდეთ გრანულების გროვებად დაყრას.