კომბისულფატი
კალიუმის ოქსიდი (K₂O)14%, გოგირდის ოქსიდი (SO₃)48%, კალციუმის ოქსიდი (CaO)17%, მაგნიუმის ოქსიდი (MgO)6%
| პრეპარატული ფორმა |
კალიუმის ოქსიდი (K₂O)14%, გოგირდის ოქსიდი (SO₃)48%, კალციუმის ოქსიდი (CaO)17%, მაგნიუმის ოქსიდი (MgO)6% |
|---|---|
| ბრენდი |
Sico – Sap International Corporation BV |
კატეგორია: ნიადაგში შესატანი სასუქი, სასუქი
აღწერა
კომბისულფატი არის 100% ბუნებრივი წარმოშობის, მინერალური სასუქი, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ გააჩნია. მისი თითოეული გრანულა აერთიანებს მცენარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ოთხ ელემენტს: კალიუმს (K), გოგირდს (S), კალციუმსა (Ca) და მაგნიუმს (Mg). ყველამათგანი წარმოდგენილია სულფატურ ფორმაში, რაც უზრუნველყოფს მცენარის სრულყოფილ კვებასა და ნიადაგის გაჯანსაღებას.
შემადგენლობა
| კომპონენტი | შემცველობა (%) |
|---|---|
| გოგირდის ოქსიდი (SO₃) | 48% |
| კალციუმის ოქსიდი (CaO) | 17% |
| კალიუმის ოქსიდი (K₂O) | 14% |
| მაგნიუმის ოქსიდი (MgO) | 6% |
უნიკალური ბალანსი: პროდუქტის მთავარი უპირატესობა მის ბუნებრივ ბალანსშია. განსხვავებით ხელოვნური ნარევებისგან, აქ ელემენტები ერთიან კრისტალურ სტრუქტურაშია მოქცეული, რაც გამორიცხავს მათ შორის ანტაგონიზმს (ურთიერთდაპირისპირებას).
კალციუმი და მაგნიუმი: ხშირად ეს ელემენტები ბლოკავენ ერთმანეთის ათვისებას, თუმცა კომბისულფატის ფორმულა მათ იდეალურ თანაარსებობასა და შეთვისებას განაპირობებს, რაც აძლიერებს ფესვთა სისტემას და ნიადაგის სტრუქტურას.
პროდუქტის უპირატესობები:
- პროლონგირებული მოქმედება: საკვები ნივთიერებები გამოიყოფა ეტაპობრივად, რაც უზრუნველყოფს მცენარის უწყვეტ კვებას მთელი ვეგეტაციის განმავლობაში.
- გამორეცხვისადმი მდგრადობა: ნელი გამოთავისუფლების მექანიზმი იცავს გოგირდსა და კალიუმს ჩარეცხვისგან ძლიერი წვიმისა თუ ირიგაციის პირობებში.
- ეფექტურობა ცივ ნიადაგში: ელემენტების ათვისება არ არის დამოკიდებული ტემპერატურაზე, რაც იდეალურია ადრეული საგაზაფხულო კულტურებისთვის.
- pH-ის ოპტიმიზაცია: სულფატური გოგირდი ეფექტურად არეგულირებს ტუტე ნიადაგების pH-ს და ააქტიურებს ბლოკირებულ მიკროელემენტებს.
- უსაფრთხო და ორგანული: ქლორის უკიდურესად დაბალი შემცველობა იდეალურია ვენახის, ხეხილისა და ბოსტნეულისთვის. პროდუქტი 100% ნატურალურია და დაშვებულია ორგანულ მეურნეობაში.
- აზოტის სრული კონტროლი (N-Free): საშუალებას გაძლევთ ინდივიდუალურად მართოთ აზოტის დოზირება და თავიდან აიცილოთ ნიტრატების დაგროვება ნაყოფში.
გამოყენების რეკომენდაცია:
კულტურა
რეკომენდებული დოზა
ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა
100 – 350 კგ / ჰა
| კულტურა | რეკომენდებული დოზა |
|---|---|
| ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა | 100 – 350 კგ / ჰა |

