იმიდამექსი
4,80 ₾ – 21,00 ₾Price range: 4,80 ₾ through 21,00 ₾
შეფუთვა |
0.02კგ ,0.1კგ |
---|---|
პრეპარატული ფორმა |
იმიდაკლოპრიდი 700 გ/კგ (წდგრ) |
დანიშნულება
იმიდამექსი არის ნეონიკოტინოიდური ჯგუფის სისტემურ-კონტაქტური ინსექტიციდი და უზრუნველყოფს მცენარის დაცვას მავნებლების ფართო სპექტრისგან. იგი მოქმედებს მოქმედებენ მავნებლების ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, უკავშირდება მასში არსებულ რეცეპტორებს, არღვევს ნერვული იმპულსების გადაცემას. იგი იწვევს ნერვული სისტემის გადაჭარბებულ სტიმულაციას ისინი ჯერ კარგავენ მოძრაობის უნარს, შემდეგ წყვეტენ კვებას და იღუპებიან. იმიდამექსი მოქმედებს როგორც ზრდასრულ მწერებზე, ასევე სხვადასხვა ასაკის ლარვებზე.
იმიდამექსი შეიცავს 4A ჯგუფის ინსექტიციდ იმიდაკლოპრიდს. ერთიდაიგივე ჯგუფის ინსექტიციდის მრავალჯერადმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამა თუ იმ მავნებლის გენეტიკური თვისებების ცვლილება და გახდეს მის მიმართ რეზისტენტული. რეზისტენტობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ იმიდამექსი და სხვა მოქმედების მექანიზმის პრეპარატები მონაცვლეობით.
თავსებადობა
თავსებადია ბევრ პესტიციდსა და აგროქიმიკატებთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის პრეპარატების შერევით
სამუშაო ხსნარის მომზადება
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ბოთლი. სამუშაო ხსნარის მომზადებისას გამოიყენეთ ისეთი აპარატი, რომელშიც მუდმივ რეჟიმში ხდება შერევა. სუფთა ავზის ნახევრამდე შევსების შემდეგ წყალში ჩაამატეთ საჭირო რაოდენობის პრეპარატები შემდეგი მიმდევრობით (W-A-L-E-S მეთოდი): 1. წყალში ხსნადი შეფუთვა; 2. სველებადი ფხვნილი; 3. წყალში დისპერსირებადი გრანულები და სხვა მშრალი ფორმულაციები. (გააგრძელეთ მორევა მანამ სანამ ნარევი არ გახდება ერთგვაროვანი); 4. თხევადი ფორმულაციები (სუსპენზიის კონცენტრატი, სუსპენზიური ემულსია, ზეთოვან-წყლიანი ემულსია); 5. ემულსიის კონცენტრატი; 6. წყალხსნარი და შემდეგ მიმწებებელი. არ შეაჩეროთ შერევის პროცესი წამლობის დასრულებამდე. შეზღუდვები და მითითებები მაღალი შედეგისთვის შესხურება უნდა ჩატარდეს 10-დან 25°С-მდე ტემპერატურაზე. არ არის მიზანშეწონილი შესხურების ჩატარება მოსალოდნელი არასტაბილური კლიმატური პირობების დროს.
უსაფრთხოების წესები
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, დალევა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია შესაფერისი დამცავი ტანსაცმელი, ხელთათმანები, სახის ფარი, უსაფრთხოების სათვალე და რესპირატორი. შესხურების პროცესში ჩაიცვით წყალგაუმტარი რეზინის ფეხსაცმელი. თავიდან აირიდეთ პრეპარატის მტვრის შესუნთქვა, კანისა და თვალის ზედაპირზე მოხვედრა.
პირველადი დახმარება
პრეპარატის თვალში მოხვედრისას სასწრაფოდ ამოიბანეთ თვალები გამდინარე წყლით ან მარილიანი ხსნარით 15 წუთის განმავლობაში. კანზე მოხვედრისას გულმოდგინედ დაიბანეთ საპნითა და წყლის დიდი რაოდენობით. შესუნთქვისას გაიყვანეთ დაზარალებული სუფთა ჰაერზე. გადაყლაპვისას გამოირეცხეთ პირი და დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი. მკურნალობა სიმპტომურია, სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს, მიმართეთ ექიმს.
ფიტოტოქსიკურობა
რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური.
ზემოქმედების სიჩქარე: 1 დღე
ეკოლოგიური უსაფრთხოების რეკომენდაციები
ტოქსიკურია თევზისა და სხვა წყლის ორგანიზმებისთვის. არ დააბინძუროთ მდინარეები და წყლის ნაკადები პრეპარატით ან გამოყენებული ჭურჭლით. ტოქსიკურია ფუტკრებისთვის.
პრეპარატის შენახვა:
პრეპარატი ინახება 3 წლის განმავლობაში თვისებების შეუცვლელად, შენახვის პირობების დაცვისას. შეინახეთ დახურულ
კონტეინერებში მშრალ და გრილ ადგილას, რომელიც ნიავდება. მოაშორეთ მზის პირდაპირ შუქს. ყველა ხსნარი უნდა დამზადდეს პლასტმასის, მინის ან მომინანქრებულ ჭურჭელში; პრეპარატისაგან თავისუფალი ტარა უნდა განადგურდეს.
კულტურა | მავნებელი | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა |
პომიდორი | ბამბის ხვატარი, ბუგრი | 0.04 – 0.05 |
კიტრი | ბუგრი | 0.04 – 0.05 |
ვარდი | ბუგრი | 0.04 – 0.05 |
კარტოფილი | კოლორადოს ხოჭო | 0.04 – 0.05 |
მსგავსი პროდუქტები

ინფისი
50,00 ₾
ნიტროპოლი
20,30 ₾ – 355,30 ₾Price range: 20,30 ₾ through 355,30 ₾
დარვინი
5,30 ₾ – 22,30 ₾Price range: 5,30 ₾ through 22,30 ₾
პირატი
25,20 ₾ – 236,30 ₾Price range: 25,20 ₾ through 236,30 ₾
დიკაპრიონი
9,80 ₾ – 59,30 ₾Price range: 9,80 ₾ through 59,30 ₾
ორიონი
59,30 ₾ – 224,00 ₾Price range: 59,30 ₾ through 224,00 ₾
მერტონი
7,70 ₾ – 207,30 ₾Price range: 7,70 ₾ through 207,30 ₾