ეკლომარი

100%, ზღვის წყალმცენარის (Ecklonia maxima) თხევადი ექსტრაქტი + ალგინის მჟავა: 0.50% w/w

Price range: 9,30 ₾ through 396,30 ₾

წონაარ არის
შეფუთვა100მლ, 1ლ, 5ლ
ბრენდიPlymag, ესპანეთი
პრეპარატული ფორმა100%, ზღვის წყალმცენარის (Ecklonia maxima) თხევადი ექსტრაქტი + ალგინის მჟავა: 0.50% w/w
არტიკული: არ არის კატეგორია: , , , ,
აღწერა

ეკლომარი არის 100% წყალმცენარე Ecklonia maxima-ს ექსტრაქტისგან მიღებული უმაღლესი ხარისხის ბიოსტიმულატორი, რომელიც მცენარეს აძლევს სასიცოცხლო ენერგიას განვითარების ყველა ეტაპზე. იგი მოქმედებს კომპლექსურად: აძლიერებს ფესვთა სისტემას, აუმჯობესებს კვებას და უზრუნველყოფს ნაყოფის ერთგვაროვან დამსხვილებას, რაც საბოლოო ჯამში ფერმერს აძლევს მაღალხარისხიან და კონკურენტუნარიან მოსავალს.

შემადგენლობა

კომპონენტი შემცველობა / მნიშვნელობა
წყალმცენარის ექსტრაქტი: Ecklonia Maxima 100%
ალგინის მჟავა 0.50% w/w
pH / სიმკვრივე 6.7 / 1,01 g/cc

წარმოების ტექნოლოგია: პროდუქტი მზადდება სამხრეთაფრიკული წყალმცენარე Ecklonia maxima-სგან ცივი დაწურვის მეთოდით, რაც საშუალებას იძლევა, ყოველგვარი ქიმიური ან თერმული დამუშავების გარეშე, სრულად იქნას შენარჩუნებული ყველა ნატურალური ფიტოჰორმონი, ვიტამინი და ამინომჟავა.

აუქსინები (25ppm): ფესვთა სისტემის განვითარება და დაფესვიანების სტიმულირება.
ციტოკინინები: უჯრედების აქტიური დაყოფა და ნაყოფის სწორი ფორმირება.
გიბერელინები: უჯრედების გაჭიმვა, ზრდის დაჩქარება და ყვავილობის სტიმულირება.
ალგინის მჟავა: მაღალი სტრესგამძლეობა და საკვები ელემენტების სწრაფი ტრანსპორტირება.

პროდუქტის უპირატესობები:

  • ფესვთა სისტემის გაძლიერება: აუქსინების მაღალი შემცველობა იწვევს გვერდითი ფესვების ინტენსიურ ზრდას, რაც აუმჯობესებს წყლისა და სასუქების ათვისებას.
  • ნაყოფის კალიბრი და ხარისხი: ციტოკინინებისა და გიბერელინების ერთობლივი მოქმედება უზრუნველყოფს ნაყოფის ზომაში მატებასა და ერთგვაროვნებას.
  • სწრაფი აღდგენა: ეხმარება მცენარეს მომენტალურად „გამოვიდეს“ სტრესული მდგომარეობიდან.
  • ელემენტების შეთვისება: ეკლომარის საიდუმლო წყალმცენარის ოკეანის კლდეებზე ცხოვრებაშია, სადაც მან ქანების დეგრადაციის შედეგად მიკრო და მაკრო ელემენტების ათვისების უნიკალური უნარი გამოიმუშავა. ეს „გენეტიკური გამოცდილება“ გადაეცემა კულტურას, რაც მცენარეს რთული ორგანული მოლეკულების სასიცოცხლო ენერგიად გარდაქმნაში და ნიადაგის რესურსების 100%-ით ათვისებაში ეხმარება.
  • ეკოლოგიური უსაფრთხოება: 100%-ით ნატურალური პროდუქტი, რომელიც დაშვებულია ორგანულ მეურნეობაში გამოსაყენებლად.

გამოყენების რეკომენდაციები:

გამოყენების მეთოდი კულტურა დოზირება
ფოთლოვანი შესხურება ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა 200 მლ – 300 მლ / 100 ლ წყალზე
ფერტიგაცია ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა 2 ლ – 3 ლ / ჰექტარზე