რელექტი
მოქმედი ნივთიერება: ალუმინის ფოსეთილი 800 გ/კგ
პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი (სფ)
დანიშნულება
დაცვითი მოქმედების სისტემური ფუნგიციდი. სწრაფად აღწევს მცენარის ქსოვილში და გადაადგილდება აღმავალი და დაღმავალი მიმართულებით. მოქმედებს სოკოს სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადების შემდგომ გავრცელებას. პრეპარატი ასევე აძლიერებს მცენარის დაცვით უნარს, მასში ინფექციის შეღწევის წინააღმდეგ.
პრეპარატით დამუშავების შემდეგ, მოქმედი ნივთიერება ძალიან სწრაფად აღწევს მცენარეში და ვრცელდება მის ყველა ნაწილში. ფოთლებზე შესხურებიდან ერთი საათის შემდეგ მოქმედი ნივთიერების კონცენტრაცია უზრუნველყოფს მოქმედების დაწყებით ეფექტს. პრეპარატს გააჩნია ორმაგი ეფექტი: ერთის მხრივ – პირდაპირი ფუნგიციდური მოქმედება, ხოლო მეორეს მხრივ -მცენარის ბუნებრივი იმუნიტეტის სტიმულაცია პათოგენების წინააღმდეგ გამომუშავდებიან ფიტოალექსინები.
რეზისტენტობის მართვა
ჯგუფი 33 ფუნგიციდი ბოსკალიდი
პრეპარატი შეიცავს 33-ე ჯგუფის ფუნგიციდ ალუმინის ფოსეთილს წარმატებული რეზისტენტობის მენეჯმენტისთვის გამოიყენება მრავალჯერადმა შესხურებამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტობა, ასეთ შემთხვევაში მონაცვლეობით გამოიყენეთ ალტერნატიული პროდუქტები სხვა ქიმიური ჯგუფიდან.
თავსებადობა
თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის შერევით.
ფიტოტოქსიკურობა
რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური. ცხელ ან მშრალ ამინდში შესხურებამ, შესაძლოა გამოიწვიოს მცენარის დაზიანება. არ არის ფიტოტოქსიკური დასაცავი კულტურისათვის. გააჩნია დაბალი ტოქსიკურობა ფუტკარსა და სასარგებლო მწერებზე.
ზემოქმედების სიჩქარე: შესხურებისთანავე
დაცვითი მოქმედების პერიოდი : 7- 21 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებზე და კულტურის ზრდის სიჩქარეზე.
ეკოლოგიური უსაფრთხოების რეკომენდაციები
ტოქსიკურია თევზისა და სხვა წყლის ორგანიზმებისთვის, ნაწილობრივ მავნებელია ფრინველების, ცხოველების და ნაკლებად ტოქსიკური ფუტკრებისთვის. არ დააბინძუროთ მდინარეები, გუბურები, წყლის არხები პრეპარატით, გამოყენებული ჭურჭლით ან ნარჩენებით.
კულტურა,
დასამუშავებელი
ობიექტი დაავადება პრეპარატის
ხარჯვის ნორმა კგ/ჰა ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) დამუშავებულ ფართობზე ხელით (მექანიზირებული) სამუშაოების დაწყების დრო გამოყენების ხერხი, დრო, გამოყენების თავისებურება
თესლოვანი ხეხილი, (მ.შ. ნერგი) ბაქტერიული დამწვრობა,
ფესვის ფიტოფტოროზული სიდამპლე 1,5-3 30(2) 7(3) შესხურება: ფოთლოვანი – გამოყენება იწყება გაზაფხულზე, დაავადებისათვის ხელსაყრელი პირობების გაჩენისთანავე. შესხურება შემოდგომაზე ფოთლის ვარდნამდე.
ფერტიგაცია: კარგად შეურიეთ რელექტი წყლის სასურველ მოცულობაში და შეიტანეთ ნიადაგში დარგვამდე 30-60 წუთით ადრე.
კურკოვანი ხეხილი, ნუში ბაქტერიული დამწვრობა, ფიტოფტოროზი, ბაქტერიული კიბო 2.5-4.0 14(2) 7(3) შეხურება ვეგეტაციის პერიოდში, ფოთლიდან. ნუშში გამოიყენება გასხვლის შემდეგომ ჭრილობის მიდამოზე. კარგად დაასველეთ ჭრილობის მთელი ზედაპირი.
კაკლოვნები ფიტოფტოროზი, ბაქტერიული დამწვრობა. 2.5-5.0 21(2) 7(3) შესხურება დაავადების ხელსაყრელი პირობების გაჩენისთანავე. განაგრძეთ გამოყენება 21-დღიანი ინტერვალით.
კენკროვნები ფესვის ფიტოფტოროზული სიდამპლე, ანთრაქნოზის ნაყოფის ლპობა, ფომოფსისი, კიბო, 2.5-3.0 7(2) 7(3) დაიწყეთ გამოყენება გაზაფხულზე ვარდისფერი კვირტის სტადიაზე და გამიმეორეთ შესხურება 14-21 დღის ინტერვალით.
მზესუმზირა ფესვის ფიტოფტოროზული სიდამპლე, ყავისფრი სიდამპლე, ყავისფერი ლაქიანობა, პერონოსპოროზი 1,2-1,5 7(3) 7(3) გამოყენება ვეგეტაციის პერიოდში.
კიტრი ჭრაქი 2.0 7(2) 7(3) გამოყენება ვეგეტაციის პერიოდში.
ხახვი პერონოსპოროზი, ჭრაქი, მეწამული ლაქიანობა 1.5-2.0 20(2) 7(3) შესხურება პრევენციული მიზნებისთვის დაავადების ხელსაყრელი პირობების გაჩენისთანავე.
მარწყვი ნაყოფების ფიტოფტოროზული სიდამპლე 2.5 – 4.0 30(2) 7(3) გადარგვიდან ერთი თვის შემდეგ
ვაზი ჭრაქი 2.0-3.0 28(3) 7(3) შესხურება პრევენციული მიზნებისთვის დაავადების ხელსაყრელი პირობების გაჩენისთანავე. გაიმეორეთ შესხურება 21 დღიანი ინტერვალით
ციტრუსები გუმოზი,
მურა სიდამპლე,
ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი 2.5-5.0 30(2) 7(3) ფოთლოვანი შესხურება: ვეგეტაციის პერიოდში.
ფერტიგაცია(ნერგი): კარგად შეურიეთ რელექტი წყლის სასურველ მოცულობაში და შეიტანეთ ნიადაგში დარგვამდე 30-60 წუთით ადრე.
რელექტი ასევე გამოიყენება ჭრილობის მიდამოზე
ბაღჩეული კულტურები, ფოთლოვანი ბოსტნეული ჭრაქი, ფიტოფტორას ფესვის და ნაყოფის ლპობა. 2.0-3.0 3(2) 7(3) გამოყენება ვეგეტაციის პერიოდში.
პომიდორი ფიტოფტოროზი 2.0 7(2) 7(3) შესხურება 2-4 ფოთლის ფაზაზე ან გადარგვისთანავე. გაიმეორეთ შესხურება 7-14 დღის ინტერვალით
Reviews
There are no reviews yet.