როგორ დავიცვათ მცენარეები მზის დამწვრობისგან?

ზაფხულის მაღალი ტემპერატურა და მზის ინტენსიური გამოსხივება სერიოზულ საფრთხეს უქმნის აგროკულტურებს. ეს პრობლემა ცნობილია როგორც მცენარეთა მზის დამწვრობა, რაც უშუალოდ აზიანებს ფოთლებს, ნაყოფს და საბოლოოდ  მოსავალს. ბოლო წლებში, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების ფონზე, დამწვრობა უფრო აქტუალური გახდა. ბარაქას აგრონომები კი ყოველდღიურად მუშაობენ ფერმერებთან, რათა მათი მცენარეთა დაცვა ეფექტურად შეძლონ.

რა არის მზის დამწვრობა და რატომ არის ის პრობლემური?

დამწვრობა გამოწვეულია მზის ულტრაიისფერი სხივებითა და მაღალი ტემპერატურებით. ფოთლებზე ჩნდება ლაქები, ნაყოფზე კი – გაუწყლოებული ან დამჭკნარი ადგილები. განსაკუთრებით მწვავეა ეს პრობლემები მცენარის აქტიური ზრდის ფაზაში. მზის დამწვრობას შეუძლია რიგი პრობლემების გამოწვევა და მოსავლის რაოდენობის მკვეთრად შემცირება.

რა კულტურებს აზიანებს დამწვრობა განსაკუთრებით?

დამწვრობა აზიანებს თითქმის ყველა კულტურას, როგორც მრავალწლოვანს, ასევე ერთწლოვანს, მაგრამ ყველაზე მწვავედ ეტყობა:

ვაზი – ფოთლები ხშირად იწვება, რაც უშუალოდ მოქმედებს ყურძნის ხარისხზე

ვაშლი – მზის დამწვრობისგან დამჩნეული ლაქები ნაყოფზე ამცირებს მის სავაჭრო ღირებულებას. უფუჭდება რბილობი, წარმოიქმნება ნეკროზი, კარგავს გემოვნურ თვისებებს და მიდის ლპობაში.

• კაკალი – ფოთლების დამწვრობა ამცირებს ფოტოსინთეზის უნარს და ასუსტებს ნაყოფს. ჩერდება შიდა „გულის“ შევსების პროცესი.

რა რისკებს ქმნის დამწვრობა?

დამწვრობა არ არის მხოლოდ ვიზუალური პრობლემა. ის სერიოზულ ზიანს აყენებს მცენარეს და მოსავალს. მაგალითად:

• მოსავლის რაოდენობის და ხარისხის კლება

• ნაყოფის დეფორმაცია და საბაზრო ღირებულების კლება

• მცენარის სტრესში ჩავარდნა და იმუნიტეტის დასუსტება

როგორ უნდა იმოქმედოს ფერმერმა – მარტივი რჩევები

ბარაქას აგრონომების რჩევით, დამწვრობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა რამდენიმე ნაბიჯის დროული გადადგმა:

1. ტემპერატურის კონტროლი

2. აგროტექნიკური სამუშაოების სწორ დროს ჩატარება – მწვანე სამუშაოები ვაზის კულტურაში

3. სათბურის ფირის შეღებვა – მისი შეღებვა იცავს დახურულ გრუნტში მყოფ მცენარეს ულტრაიისფერი სხივებისგან

4.           მაჩრდილობელი ბადეების გაკეთება 

ბარაქა გირჩევს – „სურაუნდი“ კაოლინის თიხა

ბელგიურ-ამერიკული კომპანია Tessenderlo Kerley-ის “სურაუნდი„ არის საუკეთესო და ინოვაციური არჩევანი მზის დამწვრობის თავიდან ასაცილებლად. ბიოპროდუქტი სურაუნდი იგივე კაოლინის თიხა მცენარეზე ქმნის თეთრ საფარს.ეს ფენა ირეკლავს მზის სხივებს, ამცირებს ფოთლებზე ტემპერატურას და იცავს როგორც ფოთოლს, ისე ნაყოფს. მას შეუძლია შეამციროს მზის დამწვრობის შედეგად მიყენებული ზიანი 50%-მდე. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ბიო, ასევე არა ბიო მეურნეობაში. გარდა იმისა, რომ „სურაუნდი“ გვიცავს მზის დამწვრობისგან მას აქვს ინსექტიციდის ეფექტი. მცენარეზე მოხვედრილი თეთრი ფენა მავნებელს აბნევს და უძნელებს მცენარის ამოცნობას. სურაუნდის გამოყენება ამცირებს მცენარის ტემპერატურას 5C° ან მეტით, ხოლო ხის ზედაპირის ტემპერატურას 2C°-დან 5C°-მდე. მიუხედავად იმისა, რომ ნაყოფი იფარება თეთი მასით იგი არ უშლის ხელს ფოტოსინთეზს და პირიქით აუმჯობესებს ამ პროცესის წარმართვას. სწორედ ეს სამმაგი ეფექტი ხდის ამ პრეპარატს გამორჩეულს, რის გამოც ბაზარზე მან უკვე მოიპოვა სანდოობა და პოპულარული ხდება საქართველოს ყველა რეგიონში. 

რატომ არის „სურაუნდი“ ფერმერთა რჩეული?

იხილეთ ვიდეო, სადაც ბარაქას პროფესიონალები მზის დამწვრობის პრევენციულ გზებსა და პრობლემის დაგაჭრის ხერხებზე ისაუბრებენ TV პირველის ეთერში

მეტი ინფორმაციისთვის:

ეწვიეთ ბარაქას გვერდს www.baraka.ge

იხილეთ ბარაქას იუთუბ არხი — https://www.youtube.com/@baraka.georgia2230

ან დარეკეთ: 032 22 04 44 49