ICCZn++
350,00 ₾
ბრენდი |
NITROFARM, საბერძნეთი |
---|---|
ნივთიერება |
სპილენძი (Cu²⁺): მინ. 5% (CuSO₄·5H₂O) + თუთია (Zn²⁺): მინ. 1.1% (ZnSO₄·H₂O) |
შეფუთვა |
5ლ |
პრეპარატული ფორმა |
სპილენძი (Cu²⁺): მინ. 5% (CuSO₄·5H₂O) + თუთია (Zn²⁺): მინ. 1.1% (ZnSO₄·H₂O) |
ICCZn++ არის თხევადი სასუქი, რომელიც შეიცავს ორ მნიშვნელოვან მიკროელემენტს – სპილენძსა (Cu) და თუთიას (Zn). ფოთლოვანი შესხურებისას, მისი იონური ფორმის წყალობით, პრეპარატი სწრაფად შეიწოვება. იგი ეფექტურად ასწორებს კვებითი დეფიციტს და აძლიერებს მცენარის გამძლეობასა და თავდაცვის უნარს.
ICCZn++ – ის უნიკალური ტექნოლოგია უზრუნველყოფს მისი ელემენტების იონების სტაბილურობასა და ბიოაქტიურობას, სანამ მცენარე ბოლომდე შეიწოვს მათ.
პრეპარატი გამოიყენება სპილენძისა და თუთიის დეფიციტის პრევენციისა და კორექტირებისათვის. იგი რამდენიმე დღეში მნიშვნელოვნად ზრდის მათ კონცენტრაციას მცენარეში.
ICCZn++ ხელს უწყობს ქლოროფილის, მცენარეული ჰორმონებისა და ფერმენტების წარმოებას, რომლებიც მნიშვნელოვანია მცენარის მეტაბოლიზმისთვის. ასევე აძლიერებს ფოტოსინთეზს და საკვები ნივთიერებების გამომუშავებას, რაც აუცილებელია ყვავილების, ნაყოფის, ფესვებისა და ყველა მცენარეული ორგანოს კვებისთვის, შედეგად კი ზრდის მოსავლიანობას.
ICCZn++-ის უპირატესობები:
✔აძლიერებს მცენარის უჯრედის მემბრანებს
✔ აუმჯობესებს მცენარის გამძლეობას სიცხისა და ნიადაგის მომატებული მარილიანობის მიმართ
✔ ხელს უწყობს წყლისა და საკვები ნივთიერებების უკეთ შეწოვას
✔ აძლიერებს მცენარის თავდაცვის მექანიზმებს
✔ ზრდის ქლოროფილის, მცენარეული ჰორმონებისა და ფერმენტების გამომუშავებას
✔ აძლიერებს ფოტოსინთეზს და ხელს უწყობს ყვავილების, ნაყოფის, ფესვებისა და სხვა ორგანოების განვითარებას
✔ ზრდის მოსავლიანობას
გამოყენების მეთოდი და დრო, კულტურები
ICCZn++ გამოიყენება ყველა კულტურაზე, მათ შორის:
ბოსტნეული, მარწყვი, კარტოფილი, პარკოსნები, მარცვლეული, ხეხილი, თხილი, ციტრუსები, კივი, ვაზი, ზეთისხილი, ბროწეული, დეკორატიული მცენარეები, ბალახი
დოზა:
- ფოთლოვანი შესხურება: 50-150 მლ ICCZn++ 100 ლიტრ წყალში, კულტურის საჭიროების მიხედვით
- ფერტიგაცია: 200-400 მლ 1 ჰექტარზე
- შესაძლოა საჭირო გახდეს განმეორებითი შესხურება. არ გადააჭარბოთ დოზას!
თავსებადობა
ICCZn++ თავსებადია უმეტეს აგროქიმიკატებთან, თუმცა არ შეიძლება მისი შერევა ალუმინის ფოსეთილთან
შენახვის პირობები
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, ტემპერატურაზე -4°C-ზე ზემოთ, დახურულ საწყობში, დაცული ექსტრემალური ტემპერატურებისგან, ცეცხლისა და ტენიანობისგან.
მსგავსი პროდუქტები

ელექსირ ზორკას სუპრიმი NPK 12:11:18
105,10 ₾
ველამინ კალციუმი
22,30 ₾ – 359,30 ₾Price range: 22,30 ₾ through 359,30 ₾
ამინო 80
6,30 ₾ – 500,30 ₾Price range: 6,30 ₾ through 500,30 ₾
ველჰუმუსი
2,30 ₾ – 106,30 ₾Price range: 2,30 ₾ through 106,30 ₾
ეკლომარი
9,30 ₾ – 396,30 ₾Price range: 9,30 ₾ through 396,30 ₾
პოლარის მაპი
28,00 ₾ – 140,00 ₾Price range: 28,00 ₾ through 140,00 ₾

პოლარის პროფ გელი NPK 28:28:28
21,10 ₾ – 89,30 ₾Price range: 21,10 ₾ through 89,30 ₾