ADOB® FeK DTPA – 11%

რკინა(Fe) DTPA ხელატი 11% + კალიუმის ოქსიდი(K2O) 9%

53,10 1470,00 

შეფუთვა

0,8 კგ

,

25კგ

ბრენდი

Adob, პოლონეთი

პრეპარატული ფორმა

რკინა(Fe) DTPA ხელატი 11% + კალიუმის ოქსიდი(K2O) 9%

0,8 კგ
25კგ
არტიკული: არ არის კატეგორია:
აღწერა

ADOB® Fe DTPA – 11% არის უნიკალური სასუქი, რომელიც სპეციალურად შექმნილია შედარებით მაღალი pH პირობებში (7.5-8-მდე) მცენარეებში რკინის დეფიციტის კორექტირებისათვის.

დაპატენტებული წარმოების პროცესის გამო, ADOB® Fe DTPA – 11% ხასიათდება რამდენიმე უნიკალური თვისებით.

  • რკინის მთელი კონცენტრაცია პროდუქტში (11% w/w) 100% ხელატირებულია DTPA-ს ხელატური აგენტის მიერ, რაც მას ეფექტურს და სრულად ხელმისაწვდომს ხდის მცენარეებისთვის.
  • უნიკალური, „ჟოლოს“ ფორმის მიკროგრანულები, რომელიც თავისუფალია მტვრისაგან. პროდუქტი არ არის ჰიგროსკოპული და თვითხსნადია, არ საჭიროებს მორევას. პროდუქტის ხსნადობა: 800გ/ლ 20˚C-ზე.
  • ვინაიდან წარმოების პროცესი არ შეიცავს სულფატებს, ქლორიდებს ან ნიტრატებს, პროდუქტი თავისუფალია ანიონისგან.
  • პროდუქტი რკინის გარდა შეიცავს 9% K2O, მცენარისათვის საჭირო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროელემენტს, რომელიც სრულად არის ხელმისაწვდომი მცენარეებისთვის.
  • არ შეიცავს ნატრიუმს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სათბურებში და მაღალი მარილიანობის მქონე ნიადაგებში. შესაბამისად, არ არსებობს ნატრიუმის დაგროვების რისკი

რკინას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ციტოქრომების რედოქს რეაქციაში სუნთქვისა და ფოტოსინთეზის დროს. ის ასევე მონაწილეობს ოქსიდაციური ფერმენტების ფუნქციონირებაში, როგორიცაა კატალაზა და პეროქსიდაზა, ასევე ქლოროფილის ბიოსინთეზში.

გარდა ამისა, ის მონაწილეობს მცენარეებში ნიტრატების შემცირების სხვადასხვა ეტაპებში. რკინის დეფიციტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, ფოთლის ქლოროზი, ძირითადად გამოწვეულია იმის გამო რომ მცენარის ფესვები ვერ ახერხებენ მის ათვისებას როდესაც ის იმყოფება Fe3+ ჟანგვის მდგომარეობაში და როდესაც მისი ხსნადობა უკიდურესად დაბალია (<10-15 მ). ეს პირდაპირ კავშირშია მის ტენდენციასთან, წარმოქმნას Fe ჰიდროქსიდები, ოქსიჰიდროქსიდები და ოქსიდები გაზიან ტუტე ნიადაგებში.

ADOB® FeK DTPA – 11% უზრუნველყოფს რკინის დეფიციტის სწრაფ კორექციას და მკურნალობს ზემოთ ჩამოთვლილ ფიზიოლოგიურ დარღვევებს. ძირითადად რეკომენდებულია ფოთლოვანი გამოყენებისთვის, ჰიდროპონიკისა და ფერტიგაციისთვის. რეკომენდებულია პრევენციული და მაკორექტირებელი მიზნებისათვის ყველა სასოფლო-სამეურნეო და ბაღჩეულ კულტურაში.