ჯილდა ნაცვალოვი ფერმერი ქალია, ახალსოფლიდან, რომელმაც მევენახეობა სრულიად დამოუკიდებლად, ნულიდან დაიწყო. როგორც თავად ამბობს, 4 წლის წინ დაწყებული საქმე, არ იყო მარტივი, მეტიც, გამოცდილი ფერმერებისგან ხშირად ისმენდა, რომ აგრობიზნესს ქალი ვერ გაუძღვებოდა. თუმცა, სკეპტიკოსებს მოლოდინი გაუცრუა და წელს უკვე 5 ტონამდე საფერავს ელოდება.

ჯილდა ნაცვალოვის თქმით, საქმის კეთება განსაკუთრებით სასიამოვნო და სწრაფად განვითარებადი პროცესი მას შემდეგ გახდა, რაც „ბარაქასთან“ თანამშრომლობა დაიწყო. როგორც ფერმერი ამბობს, გარდა იმისა, რომ წარმოების პროცესში „ბარაქას“  პროდუქციას იყენებს, მას კომპანიის თანამშრომლები სწავლების პროცესშიც აქტიურად ეხმარებიან.

„მე როგორც დამწყებმა ფერმერმა ქალმა, გადავწყვიტე, რომ გამეშენებინა საფერავის ჯიშის ყურძენი. მეოთხე წელია, რაც ამ საქმიანობით ვარ დაკავებული.

ზოგადად, ძალიან რთულია, როდესაც ხარ ქალი და სოფლის მეურნეობაში იწყებ საქმიანობას, იმიტომ, რომ ქალებს ყოველთვის სხვა კუთხით უყურებენ. ჰგონიათ, რომ ასეთი საქმიანობა ვერ გამოუვა, მაგრამ ბუნებით ძალიან მებრძოლი ვარ, რასაც დავისახავ მიზნად, მაქსიმალურად ვცდილობ, მივაღწიო. მამაკაცები მეუბნებოდნენ, რომ ძალიან რთული საქმეაო, მაგრამ რადგან ჩემ თავზე ავიღე, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, ბოლომდე მივყევი. ამასთანავე, სტიმულს მაძლევდა ის, რომ წინ მივიწევდი და სურვილი მქონდა, მიზნამდე მივსულიყავი. მინდოდა, ჩემით, დამოუკიდებლად შემქმნა და ჩემი საქმე მქონოდა.

ყოველთვის ასე ვფიქრობდი, ადამიანი თუ არ ეცადა, არაფერი გამოუვა. სხვათაშორის, ცუდი შეფასებები მოდიოდა, რულია, ცუდი მოსავლელია და ინანებო, მაგრამ მე მაინც არ დავუჯერე და ამ საქმეს ხელი მოვკიდე. შედეგად, ამ ეტაპზე, მე როგორც დამწყები ქალი, საკუთარი მიღწევებით და შრომის შედეგით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ.

ამ დროისთვის, 3000  ძირი  საფერავი 1 ჰექტარზე მაქვს გაშენებული. ყოველ-2-3 დღეში ჩავდივარ, მოგეხსენებათ, ყველაფერს თავის ეტაპები აქვს, რომელსაც მე თვითონ გავდივარ. ჯერ კიდევ განვითარების პროცესში ვარ. ვენახმა მესამე წელს მომცა ყურძენი, დაახლოებით 1 ტონამდე, უკვე წელს ველოდები სრულ მოსავალს, 5 ტონამდე. აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ საფერავის მოვლას, საკმაოდ რთულია, რქაწითელთან შედარებით და ამაში ძალიან მეხმარება „ბარაქა“. მინდა რომ მეტი მოსავალი მივიღო, სწორედ ამიტომ მივმართე მათ და მოლოდინს გადააჭარბა. განსაკუთრებით მადლობელი ვარ „ბარაქას“, იმ თანამშრომლების, რომლებმაც სტიმული მომცეს და გვერდით დამიდგნენ. „ბარაქა“ დამეხმარა, რომ მესწავლა და საქმე გაცილებით მარტივად შემესრულებინა“,- ამბობს ჯილდა ნაცვალოვი.

მისი თქმით, კომპანია „ბარაქასთან“ თანამშრომლობა ჯერ მხოლოდ წელს დაიწყო, თუმცა, შემოდგომაზე უკვე პირველად შედეგებს ელოდება.

„ძალიან კმაყოფილი ვარ ჯერ მარტო ყურადღებით და ასევე იმ პესტიციდებით და საშუალებებით, რომელიც ჩემი პროდუქციის მოყვანაში, კარგი ხარისხის მოსავლის მიღებაში უნდა დამეხმაროს. წელს ბოლო შეწამვლა მიწევს აგვისტოში და უკვე შემოდგომაზე, „ბარაქას“ შედეგებს უფრო კარგად ვიხილავ. პროდუქციის ნახევარი უკვე თითქმის შემოსულია, ამინდებიც ასეთი დაემთხვა, იმედია ქარხნებიც შეგვიწყობენ ხელს და მიღება ადრე დაიწყება“,-აღნიშნავს ჯილდა ნაცვალოვი.

მისი თქმით, ფერმერებისთვის, რომლებსაც საკუთარი საქმიანობის განვითარება უნდათ, „ბარაქასთან“ თანამშრომლობა წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

რაც შეეხება წარმატების ფორმულას, როგორც ფერმერი ქალი ამბობს, საკუთარი საქმის სიყვარული მიზნამდე  ყველას მიიყვანს.

 „მე პირადად, როგორც ფერმერი, სხვა ყველა ფერმერს და განსაკუთრებით დამწყებ ფერმერს ვურჩევდი „ბარაქასთან“ თანამშრომლობას. იმიტომ, რომ პირველ რიგში, ძალიან ყურადღებიანები არიან. არ აქვს მნიშვნელობა რას აწარმოებ, აქ ადამიანური ფაქტორია, იყენებ მათ პროდუქციას და თან ინტერესდებიან რა ეტაპებს გადიხარ და შენთვის სასურველ შედეგებს იღებ თუ არა. მათთვის მნიშვნელოვანია ისიც, შენს მიერ გაღებული თანხები, რეალურად, შენთვის სასურველ შედეგს გაძლევს თუ არა.  

ზოგადად კი ასეთ რამეს ვიტყოდი, ყველამ თავის საქმე უნდა შეიყვაროს და ისე გააკეთოს. ეს არის წარმატების ფორმულა. მე პირადად ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ჩემი რუტინით, ადგილზე ჩასვლით, ვაზთან ურთიერთობით, მიწის მოსწორებიდან დაწყებული, დარგვით და მოვლით დამთავრებული, ყველაფერი ჩემი ხელით მაქვს გაკეთებული“,- ამბობს ჯილდა ნაცვალოვი.

 Ბარაქა ყველა ფერმერს ბარაქიან წელიწადს უსურვებს! www.baraka.ge 

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი – https://www.youtube.com/@baraka.georgia2230