უხვმოსავლიანობისათვის მნიშვნელოვანია ვაკონტროლოთ ნიადაგში შემავალი ისეთი მიკროელემენტის რაოდენობა, როგორიცაა მაგალითად თუთია. იგი მცენარეს ეხმარება ფესვის განვითარებაში, ფოთლის სწრაფ ზრდაში და მონაწილეობს მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესში. კერძოდ, უზრუნველყოფს ფერმენტების სტრუქტურულ სტაბილურობას, დნმ-ის და რნმ-ის მეტაბოლიზმს, უჯრედების დაყოფას და ცილის სინთეზს, ფოტოსინთეზს, აუქსინის მეტაბოლიზმს და ნაყოფიერებას.

მიუხედავად იმისა, რომ თუთია გვჭირდება ძალიან მცირე რაოდენობით, ის დიდ გავლენას ახდენს მოსავლიანობაზე (ვეგეტაციის ადრეულ ეტაპზე ფოთლიდან 0.4 კგ თუთიის მიწოდებამ შეიძლება მოსავლიანობა გაზარდოს 15-20% ით)

რატომ მივაწოდოთ თუთია ფოთლიდან ?

1)თუთია მაგალითად სიმინდს ყველაზე მეტად ადრეულ ფაზაში სჭირდება, რადგან ამ დროს ფესვი ნაკლებადაა განვითარებული და მისი ზრდა ნელა მიმდინარეობს, შესაბამისად ღრმა ფენებიდან ნიადაგში არსებული თუთიის შეთვისება რთულია.

2)ადრეულ გაზაფხულზე ორგანული ფენის მინერალიზაცია მიმდინარეობს ნელა და თუთიაც შესაბამისად ასათვისებელ ფორმაშიც ნელა გადადის, რის გამოც ამ მიკროელემენტის ფოთლიდან მიწოდება ყველაზე კარგი გზაა ეფექტური ათვისებისთვის. 

ნიადაგიდან თუთიის შეუთვისებლობა მრავალმა ფაქტორმა შეიძლება განაპირობოს, ესენია:

·       ორგანული ნივთიერებების სიმცირე

·       ნიადაგის დაბალი ტემპერატურა

·       დატკეპნილი ნიადაგი (ფესვების განვითარების ნაკლები უნარიაქვს ამ დროს)

·       ნიადაგში ფოსფორის მაღალი დონე ამცირებს თუთიის ხელმისაწვდომობას

თუთიის დეფიციტისგან გამოწვეული სიმპტომები:

·       განუვითარებელი ფესვთა სისტემა

·       ზრდის შეფერხება

·       პატარა ფოთლები

·       დამოკლებული მუხლთაშორისები

·       დაგვიანებული ყვავილობა

·       არასრულყოფილი მარცვალი

ნიადაგის ანალიზის ჰოლანდიაში ჩასატარებლად და სასუქის შესახებ სწორი რეკომენდაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით 0322044449 | WWW.BARAKA.GE

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი – https://www.youtube.com/@baraka.georgia2230