2 მილიონი ლარის ინვესტიცია! – კომპანიამ „ბარაქა“ ახალგაზრდა აგრონომების გადამზადების პროექტი დაიწყო, რომლის მიზანიც  ქვეყანაში არსებული კვალიფიკაციური კადრების დეფიციტის შევსებაა. ამ დროისთვის უკვე შერჩეულია 10 მოტივირებული ახალგაზრდა, რომლებიც გადამზადების როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადიან.

კომპანიის დირექტორის იოსებ მეფარიშვილის განმარტებით, კვალიფიციური კადრების გადამზადების საჭიროება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც „ბარაქამ“ უხვი მოსავლის მისაღებად გამოცდილი აგრონომების ძიება დაიწყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით ცოდნისა, გამოცდილების და კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

„ჩვენ აქტიურად დავიწყეთ გასაუბრების პროცესი და ბოლოს გადავწყვიტეთ, შეგვერჩია ახალგაზრდა აგრონომების ნაკადი, რომელთაც სხვადასხვა აგრარული მიმართულებით დამთავრებული აქვთ შესაბამისი სპეციალობები. შედეგად, 200 ადამიანიდან შევარჩიეთ 10 ახალგაზრდა აგრონომი, რომლებიც არიან ცოდნაზე და განვითარებაზე ორიენტირებულნი. შესაბამის თანხებს მაქსიმალურად გავუკეთეთ მობილიზება და პროექტს ამ წლის დასაწყისიდანვე შევუდექით. ეს კურსი მოიაზრებს 3-წლიან ინტენსიურ სწავლებას, რაშიც ვგულისხმობთ, როგორც საქართველოში ადგილობრივი დონის მაღალკვალიფიციური კადრების, ასევე, საზღვარგარეთიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ თეორიულ და პრაქტიკულ გადამზადებას. ჩვენ შევიძინეთ სხვადასხვა რაიონში მიწები, საცდელ-სადემონსტრაციო დანიშნულებით და ყველა ამ ახალგაზრდა აგრონომს ჩავაბარეთ კონკრეტული ადგილები სამუშაოდ“,- აცხადებს იოსებ მეფარიშვილი.

აგრონომები, სწავლება, ბარაქა, მილიონი

კომპანიის დირექტორის 15-წლიანი გამოცდილებითა და დაკვირვებით, ახალგაზრდების მხრიდან ბოლო 5 წელია, რაც აგრარული მიმართულებით დიდი დაინტერესება წამოვიდა.

„ზოგადად, საქართველო აგრარული და ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანაა, როგორც ნიადაგური, ისე კლიმატური პირობების თვალსაზრისით.  ჩვენ შეგვიძლია ფაქტობრივად, ყველა კულტურის წარმატებით წარმოება. შესაბამისად, ახალგაზრდებშიც გაჩნდა სურვილი, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის და უხვი მოსავალი მივიღოთ. ამას  რა თქმა უნდა, სჭირდება განვითარება და ახალი ტექნოლოგიების შემოტანა საქართველოში, რასაც ჩვენი კომპანია ყოველწლიურად აქტიურად ცდილობს. ჩვენ გვინდა, რომ უცხოური წარმატებული კომპანიებისგან თანამედროვე ტექნოლოგიები გადმოვიტანოთ, რასაც  ახალგაზრდა აგრონომების პროექტიც მოიაზრებს. კერძოდ, საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ხდება ყველა ამ ტექნოლოგიის გამოცდა, „რეპორტინგი“, შემდეგ შედარება როგორც ახალი ჯიშების, ისე მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სასუქების მიმართულებით. ჩვენ ასევე ძალიან დიდი ყურადღებას ვაქცევთ  ბიოლოგიურ მიმართულებას. ამ ყველაფერს ახალგაზრდა აგრონომები ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ, შემდეგ სამეცნიერო კონსულტანტებთან ერთად საკითხებს გადიან და შედეგების ანალიზს ახდენენ, რომელიც წლის ბოლოს ჯამდება როგორც წარმატებულ ფერმერებთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად, ასევე კომპანის შიგნით, სამეცნიერო კონსულტანტებთან ერთად. ამის შემდეგ უკვე, ვარჩევთ იმ წარმატებულ ტექნოლოგიებს, რომელიც შეგვიძლია, სხვადასხვა რეგიონში და სხვადასხვა კულტურის მიმართულებით დავნერგოთ“,- ამბობს იოსებ მეფარიშვილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ხდება „ჭკვიანი“ პროდუქტების გამოცდა და დანერგვა. „ბარაქამ“ ახლახანს მოიწვია ესპანელი სპეციალისტი, წარმატებული კომპანია „სიმბორგიდან“, რომელსაც საკმაოდ მაღალი დონის ტექნოლოგიები და საინტერესო მიგნებები აქვს. მაგალითად, ეს არის სიმბიოზური სოკო – „მაიკოაპი“, რომელიც ფესვთან ერთად ცხოვრობს კულტურაში და მას ეხმარება დამატებით წყლის მიწოდებასა და საკვები ნივთიერებების აქტიურ შეწოვაში. შესაბამისად, მცენარე უფრო ადრე შედის მსხმოიარობაში და გაცილებით მეტ მოსავალს იძლევა.

აგრონომები, სწავლება, ბარაქა, მილიონი

„ბარაქას“ ახალგაზრდა აგრონომები, რეგიონებში, სადაც ჩაბარებული აქვთ კონკრეტული ადგილები, ფერმერებთან ყოველდღიურ მონიტორინგში არიან, ვიზიტებს ახორციელებენ, იკვლევენ მავნებელი დაავადებების ფონს, აკვირდებიან მათ გავრცელებას და ჩვენი სამეცნიერო კონსულტანტების წყალობით, უკვე დამოუკიდებლადაც ახდენენ გარკევეული პრობლემატიკის იდენტიფიცირებას“,- აღნიშნავს იოსებ მეფარიშვილი.

მისი თქმით, კომპანია „ბარაქას“ ზრდასთან ერთად, სამომავლოდ დაგეგმილია ახალგაზრდა აგრონომების დამატებაც, რომელებიც უფრო სწრაფად და დიდი გამოცდილებით გადამზადდებიან.

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „ბარაქა“.
https://www.facebook.com/Baraka.Georgia

წყარო

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი – https://www.youtube.com/@baraka.georgia2230