baraqa web 1

თანამედროვე აგროკულტურის განვითარებასთან ერთად  მცენარის ნაყოფიერების შესახებ შეხედულებები და ცნობიერებაც განვითარდა. ახალი ტექნოლოგიები და მიდგომები სხვადასხვა სიახლეს სთავაზობს აგრარული სფეროს წარმომადგენლებს : ფერმერებს, აგრონომებს, კონკრეტული მიმართულებების სპეციალისტებს … 

ხშირად ისმის კითხვა : რამდენად მნიშვნელოვანია ნიადაგის ანალიზი ? რა როლს ასრულებს ის მცენარის უხვმოსავლიანობასა და ნაყოფიერებაზე ? ზოგადად, არის თუ არა საჭირო მისი ჩატარება ? 

ნებისმიერ მზარდ ორგანიზმს ესაჭიროება კვება ზრდისა და განვითარებისთვის. მცენარის შემთხვევაში საკვებ არეს ნიადაგი წარმოადგენს. რაც უფრო ნაყოფიერია ნიადაგი და სავსეა მცენარისთვის საჭირო მიკრო და მაკროელემენტებით, მით უფრო ძლიერია კულტურა, რომელსაც ის კვებავს. სწორედ ამ ნაყოფიერების დონის დასადგენად ყველაზე ეფექტური მეთოდია ნიადაგის ანალიზის ჩატარება,რადგან ეს პროცესი გვეხმარება, რომ დროულად აღმოვაჩინოთ ნებისმიერი სახის პრობლემა და მისი არსებობის შემთხვევაში, სწრაფად გავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები.

baraqa web 02

ნიადაგის ნაყოფიერების შესანარჩუნებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს – ნიადაგისა და კულტურის ეტაპობრივი მონიტორინგი. ნებისმიერი აგრონომისა და ფერმერის მიზანია, რომ უხვი მოსავალი მიიღოს, თუმცა არა ერთჯერადად, არამედ მრავალჯერ -მომდევნო წლების განმავლობაშიც. ამ მიზნის მიღწევა ჯანსაღი ნიადაგის გარეშე წარმოუდგენელია, შესაბამისად გვჭირდება როგორც ნიადაგის შემადგენელი ელემენტების, ასევე მასში მცენარისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების მუდმივი კონტროლი, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად შევძლოთ დანაკლისის შეფასება და მისი გამოსწორება. 

ასეთ ეტაპზე დიაგნოსტიკისთვის ნიადაგის ანალიზს მივმართავთ.

თუკი კულტურაზე დეფიციტის ვიზუალური სიმპტომები შეინიშნება, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი სახის რეაგირება უკვე დაგვიანებულია და იმ წელს დაკარგული გვაქვს მოსავლის გარკვეული რაოდენობა.სწორედ ამიტომ ენიჭება სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებაში უდიდესი მნიშვნელობა ნიადაგის წინასწარ შეფასებას. ამ დროს დგინდება თუ რამდენად აქვს ნიადაგს იმის შესაძლებლობა, რომ მცენარე საკმარისი საკვები ელემენტებით მოამარაგოს როგორც დარგვის პროცესში, ისე – მთელი ვეგეტაციის პერიოდში.

აგროკომპანია ბარაქა ამ მიმართულებითაც სთავაზობს ფერმერებს მაღალი ხარისხის მომსახურებას. უფრო კონკრეტულად კი, ჩვენი ნიადაგის სპეციალისტები ნიადაგის ნიმუშს ევროპულისტანდარტების მიხედვით იღებენ, ხოლო ამის შემდეგ, ნიმუში ევროპის ერთ-ერთ მოწინავე ჰოლანდიურ ლაბორატორიაში  – ეუროფინს აგროში იგზავნება გამოსაკვლევად.

„ეუროფინს აგრო“ წარმოადგენს ლიდერ ორგანიზაციას ბიოლოგიური მეცნიერებების კვლევის მიმართულებით.  ლაბორატორია დღეისათვის 50 ქვეყანაში არსებულ, 1000–მდე ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, მათ შორის – საქართველოში ექსკლუზიურად ბარაქასთან. 

საინტერესოა, რას გულისხმობს კონკრეტულად ნიადაგის ანალიზი და რა ეტაპებს მოიცავს ის ? 

ნაყოფიერი, ხარისხიანი მოსავლისთვის საჭიროა ჩვენ მიერ მოყვანილი კულტურის სწორი გამოკვება მისი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.

აგროკომპანია ბარაქასა და „ეუროფინს აგროს“ მიერ გაცემული ერთობლივი რეკომენდაციები დამყარებულია ორ ძირითად იდეაზე: ჩვენ ვაკვირდებით ნიადაგში საკვები ელემენტების შემცველობას და მცენარის მიერ, მთელი ვეგეტაციის პერიოდში მათი შეთვისების ხარისხს. ასევე შევისწავლით იმას, თუ რომელი საკვები ელემენტი არის ნიადაგში დეფიციტური. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიდგომაა, რადგან შესაძლებელია ნიადაგში დამაკმაყოფილებელი მარაგებით გვხვდებოდეს მცენარისთის ხელმისაწვდომი აზოტი, ფოსფორი, გოგირდი და კალიუმი, მაგრამ ამავდროულად დეფიციტში იყოს მეორადი ელემენტები. ასევე, შესაძლებელია, რომ ნიადაგში ყველა მიკრო და მაკრო ელემენტი საჭირო რაოდენობით გვქონდეს, მაგრამ მხოლოდ ერთი მიკრო ელემენტის –  მაგნიუმის დეფიციტი გამოიკვეთოს, ამ შემთხვევაში ფერმერი მიიღებს დაბალი ხარისხის, მცირე მოსავალს.

ნიადაგის ანალიზის“ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციაში აგროკომპანია ბარაქა გთავაზობთ საუკეთესო გადაწყვეტილებას თქვენი ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ამასთან, ჩვენი აგრონომები დამატებით გასცემენ  რეკომენდაციებს საირიგაციო წყლის ოპტიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით, რადგან დიდი რაოდენობით ირიგაციამ შეიძლება გამოიწვის ისეთი საკვები ელემენტების ნიადაგიდან ჩარეცხვა, როგორიცაა: აზოტი, გოგირდი და კალიუმი. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ნიადაგის მექანიკურ შედგენილობაზე დაყრდნობით გაიცეს შემდეგი სახის  რეკომენდაციები: საირიგაციო წყლის რაოდენობა და მიწოდების ინტენსიობა, ნიადაგის სტრუქტურისა და ორგანული მასის გაუმჯობესების ღონიძიებების რაოდენობა, მოცულობა და ვადები.

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი – https://www.youtube.com/@baraka.georgia2230

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი - https://www.youtube.com/@baraka.georgia2230