ქლიავისა და ატმის ბარაქიანი  მოსავალი კახეთიდან – რატომ ირჩევენ ფერმერები ბიოსტიმულატორ „ეკლომარს“ 

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში, ფერმერი გელა თედეევი 15 ჰექტარზე ხილის ბაღებს უვლის. მრავალწლიანი გამოცდილება, ზუსტი აგრონომიული მიდგომა და სწორი აგროტექნოლოგიური გადაწყვეტილებები მის მეურნეობას სტაბილური და ბარაქიანი მოსავლის წყაროდ აქცევს.

მის მიერ მოყვანილი ქლიავი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე უკვე დამკვიდრებულია, პერიოდულად ექსპორტზეც გადის – რაც პროდუქტის ხარისხის ნათელი დადასტურებაა.

ეკლომარი – სტიმულატორი, რომელმაც მოსავალი ხარისხით გამოარჩია

გელა თედეევის მოსავლის საიდუმლო ჭკვიანურ კომბინაციაში იმალება, რომელსაც აგროკომპანია “ბარაქას” აგრონომები ადგენენ. ამ სქემაში გამორჩეული ადგილი უკავია პრეპარატ „ეკლომარს“ – ბარაქას მიერ რეკომენდებულ სტიმულატორს, რომელსაც ფერმერი დიდი ხანია წარმატებით იყენებს.

„უკვე წლებია, ეკლომარს ვიყენებ და შედეგი ყოველ ჯერზე მოლოდინს აჭარბებს“ – ამბობს ფერმერი.

ეკლომარი წყალმცენარის ექსტრაქტზე დამზადებული ბიოსტიმულატორია, რომელიც ეხმარება მცენარეს მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი გენეტიკური რესურსი. მისი გამოყენების შედეგად:

  • ნაყოფი იმატებს წონაში
  • იხვეწება ფორმა და ვიზუალური იერსახე
  • იზრდება საბაზრო ღირებულება

ბარაქას რეკომენდაცია სხვა ფერმერებზეც ამართლებს

გურჯაანში ფერმერი მიხეილ ყალაბეგაშვილი ბარაქასთან თანამშრომლობით მოყვანილ ატამზე საუბრობს:

„ნაყოფი გამორჩეულად კარგი ხარისხისაა. გაყიდვა არ გამიჭირდება, თან მაღალ ფასად.“

მის ვაშლატამის ბაღში ეკლომარის გამოყენება სარწმუნო შედეგებით დასრულდა – როგორც ვიზუალურად, ისე მოსავლის რაოდენობრივად.

ბარაქას აგრონომების როლი ფერმერთა წარმატებაში

სოფელ ძირკოკში, ფერმერმა ბაღის გაშენების დღიდან ბარაქას აგრონომების რჩევებით იხელმძღვანელა. შედეგი ცხადია – ვიზუალური სხვაობა იმ ბაღებს შორის, სადაც გამოიყენეს ბარაქას აგრონომების მიერ შედგენილი კომპლექსი და სადაც – არა, აშკარად ჩანს. 

რატომ ანიჭებენ უპირატესობას ბარაქას ეკლომარს?

ეკლომარი უნივერსალური მოქმედების ბიოსტიმულატორია, რომლის ეფექტურობა პრაქტიკაში უკვე მრავალჯერ დადასტურდა:

შედეგი ყველა კულტურაში თვალსაჩინოა – ბარაქა კი მუდამ სანდო პარტნიორია.

მეტი ინფორმაციისთვის:

ეწვიეთ ბარაქას გვერდს www.baraka.ge

იხილეთ ბარაქას იუთუბ არხი — https://www.youtube.com/@baraka.georgia2230

ან დარეკეთ: 032 22 04 44 49