სიკო კომბისულფატი

კალიუმის ოქსიდი (K₂O)14%, გოგირდის ოქსიდი (SO₃)48%, კალციუმის ოქსიდი (CaO)17%, მაგნიუმის ოქსიდი (MgO)6%

პრეპარატული ფორმა

კალიუმის ოქსიდი (K₂O)14%, გოგირდის ოქსიდი (SO₃)48%, კალციუმის ოქსიდი (CaO)17%, მაგნიუმის ოქსიდი (MgO)6%

ბრენდი

Sico – Sap International Corporation BV

აღწერა

სიკო კომბისულფატი არის 100% ბუნებრივი მინერალური სასუქი, რომელსაც საქართველოს აგრობაზარზე ანალოგი არ ჰყავს. იგი სულფატურ ფორმაში აერთიანებს მცენარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ოთხ საკვებ ელემენტს ერთ გრანულში: კალიუმს, გოგირდს, კალციუმსა და მაგნიუმს.

უნიკალური შემადგენლობა და ბუნებრივი ბალანსი

  • ოთხი ელემენტი ერთ გრანულში: კომბისულფატი უზრუნველყოფს მცენარისთვის აუცილებელი ოთხი ელემენტის (K, S, Ca, Mg) დაბალანსებულ და ერთდროულ მიწოდებას.
  • მაგნიუმის და კალციუმის იდეალური პროპორცია (3:1): ბაზარზე არსებული სასუქების უმეტესობაში ეს ორი ელემენტი თითქმის არასდროს გვხვდება ერთად, რადგან ისინი კათიონური ანტაგონისტები არიან. ამ სასუქში, ვინაიდან ორივე ელემენტი სულფატურ ფორმაშია, ისინი იდეალურად ერთიანდებიან ერთ ფორმულაში. 3:1 პროპორცია ხელს უწყობს ნიადაგის სტაბილიზაციას და აუმჯობესებს ფესვთა სისტემის განვითარებას.
  • აზოტის გარეშე (N-Free): ეს ფორმულა ფერმერს საშუალებას აძლევს ზუსტად აკონტროლოს აზოტის დოზა ცალკეული სასუქებით, რითაც თავიდან აიცილებს ნიტრატების არასასურველ დაგროვებას ნაყოფში.

 

მოქმედების მექანიზმი

  • ხანგრძლივი მოქმედება (Controlled Release): გრანულის ბუნებრივი კრისტალური სტრუქტურა უზრუნველყოფს საკვები ელემენტების თანდათანობით დაშლას და გამოყოფას ნიადაგში (დაახლოებით 50 დღის განმავლობაში). ეს უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების მიწოდებას მცენარის ზრდის მთელი კრიტიკული პერიოდის განმავლობაში.
  • ჩარეცხვის მინიმალური რისკი: ნელი გამოყოფა მნიშვნელოვნად ამცირებს საკვები ელემენტების, განსაკუთრებით სულფატური გოგირდის, ჩარეცხვას წვიმისა და ირიგაციის შედეგად მიწისქვეშა წყლებში.
  • ეფექტურობა ცივ ნიადაგში: ხსნადობა ნაკლებად არის დამოკიდებული ტემპერატურაზე, რაც საშუალებას აძლევს მცენარეს მიიღოს საკვები ელემენტები ადრე გაზაფხულზეც, როდესაც ნიადაგი ჯერ კიდევ არ არის გამთბარი.

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?

  • ტუტე ნიადაგების მართვა (აღმოსავლეთ საქართველო): გოგირდის მაღალი შემცველობა და სულფატური ფორმა ხელს უწყობს ნიადაგის pH-ის დაბალანსებას და მიკროელემენტების უკეთეს ათვისებას ნეიტრალურ/ტუტე ნიადაგებში.
  • ქლორზე მგრძნობიარე კულტურები: პროდუქტში ქლორის დაბალი შემცველობა იდეალურს ხდის მას ვენახში (ყურძენი), კარტოფილში, ბოსტნეულსა და ციტრუსებში გამოსაყენებლად. კალიუმის სულფატური ფორმა არ იწვევს ნიადაგის დამლაშებას და უზრუნველყოფს მოსავლის მაღალ ხარისხს.
  • ორგანული მეურნეობ: პროდუქტი არ გადის ქიმიურ დამუშავებას, არ შეიცავს მძიმე მეტალებს და ხელოვნურ დანამატებს. ის დაშვებულია ორგანულ მეურნეობაში გამოსაყენებლად,

გამოყენების რეკომედაცია:

შეტანის მეთოდი: ნიადაგში შეტანა

კულტურა: ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურა

დოზა: 100-350 კგ/ჰა

 

შერევა სხვა მინერალურ სასუქებთან

  • თავსებადია აზოტოვან და ფოსფორიან სასუქებთან (ამონიუმის ნიტრატი, შარდოვანა, MAP/DAP).
  • ნარევებში უმჯობესია შეირჩეს მის ზომასთან მიახლოვებული ზომის გრანული (2–4 მმ).