აგრომაღაზია; აგრო მაღაზია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

გამოქვეყნების თარიღი: 12.01.2022

წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას თქვენსა (შემდგომში „მომხმარებელი“ ან „თქვენ“) და შპს ბარაქას (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული და მოქმედი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო ნომერი: 205218236, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, პეტრე ქავთარაძის III შესახვევი, N 4, ბინა 43) შორის (შემდგომში „ბარაქა“ ან „ჩვენ“).

ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი მომსახურების მისაღებად, ყურადღებით უნდა გაეცნოთ და დაეთანხმოთ წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკას. თუ კონფიდენციალობის პოლიტიკის რომელიმე დებულებას არ ეთანხმებით, გთხოვთ, არ განაცხადოთ თანხმობა მასზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ შეძლებთ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლას, ანგარიშის გახსნას,  პროდუქციის შეძენასა და მიღებას.

თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ ჩვენს ვებ-გვერდზე და ფლობთ ანგარიშს, ეს გულისხმობს, რომ თქვენ დაეთანხმეთ რეგისტრაციის დროს მოქმედ კონფიდენციალობის პოლიტიკას.

  1. მონაცემების დაცვა
    1. ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, მომხმარებელი ბარაქას აწვდის  პერსონალურ მონაცემებს, კერძოდ სახელს, გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, პირად ნომერს, მობილურ ნომერსა და მისამართს (მიტანის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში)  სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით. რეგისტრაციის გავლით მომხმარებელი  პირდაპირ აცხადებს თანხმობას იმაზე, რომ ბარაქამ შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები მომავალში მოხმარებლისთვის პროდუქციის მისაწოდებლად. მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გაიხმოს თანხმობა, შემდეგ იმეილზე გახმობის მოთხოვნის გაგზავნის გზით: [email protected] ან ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ანგარიშის დახურვის გზით. 
  • მონაცემთა უსაფრთხოება
    • ბარაქა იყენებს ტექნოლოგიური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომებს, რათა დაიცვას მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან განზრახ დაკარგვისგან ან განადგურებისგან ან არაუფლებამოსილი პირების მხრიდან წვდომისგან. ბარაქა მუდმივად ანახლებს  უსაფრთხოების ზომებს ტექნოლოგიური განვითარების შესაბამისად. ბარაქა იყენებს მხოლოდ ისეთ უფლებამოსილ პირებს, რომლებიც იძლევიან საკმარის გარანტიას, მიიღონ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციური ზომები იმგვარად, რომ დამუშავება შეესაბამებოდეს მოქმედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს მომხმარებლის უფლებების დაცვას. უფლებამოსილი პირები პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ მხოლოდ ბარაქას მითითებების შესაბამისად.
    • ბარაქას მიერ შესაძლოა მოხდეს თქვენ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მინიჭება მესამე პირებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ჩვენ შორის არსებული შეთანხმებ(ებ)ით ან/და იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირებისთვის წვდომის მინიჭება აუცილებელია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
  • მონაცემების შენახვის ვადა
    • ბარაქა ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს იმ ვადით, რაც საჭიროა დამუშავების მიზნის მისაღწევად, ან იმ ვადით და იმ მოცულობით, რაც სავალდებულოდ დადგენილია კანონით ბარაქას მიერ ამგვარი მონაცემების დამუშავების ან/და შენახვისთვის. თუ დამუშავების მიზანი აღარ არსებობს და ამოწურულია კანონით დადგენილი მონაცემთა შენახვის ვადა, ბარაქა რუტინული წესით წაშლის მონაცემებს ან შევზღუდავს მონაცემთა დამუშავებას მოქმედი სავალდებულო ნორმების შესაბამისად.
  • ქუქი-ფაილების გამოყენება
    • ვებ-გვერდი იყენებს ე.წ. cookie ფაილებს, რათა ხელმისაწვდომი გახადოს პერსონალური ფუნქციონალი და გააანალიზოს თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდის მოხმარება. Cookie წარმოადგენს პატარა ფაილს, რომელიც ინახავს გარკვეულ ინფორმაციას მომხმარებლის მიერ წვდომისთვის გამოყენებული მოწყობილობის (პერსონალური კომპიუტერი, ტაბლეტი, სმარტფონი და სხვა) შესახებ ამავე მოწყობილობაში. როდესაც ასეთი მოწყობილობა დაუკავშირდება ჩვენი სერვერის ვებ-გვერდს, სერვერი იღებს შესაბამის cookie ფაილს. სერვერს შესაძლებლობა აქვს დაამუშაოს cookie ფაილში შენახული ინფორმაცია სხვადასხვა მეთოდებით. Cookie ფაილის მეშვეობით შესაძლებელია დავიმახსოვროთ მომხმარებლის არჩევანი, რათა ავტომატურად მოხდეს მომხმარებლის დაშვება თქვენს მართვის პანელთან და ამგვარად მომსახურება იყოს უფრო კომფორტული მომხმარებლისთვის. მომხმარებელს შეუძლია გაააქტიუროთ cookie ფაილები ან განახორციელოს მათი დეაქტივაცია  ბრაუზერის პარამეტრებიდან. თუმცა, თუ მომხმარებელი განახორციელებს cookie ფაილების დეაქტივაციას, შესაძლოა ვეღარ გამოიყენოს ჩვენი ვებ-გვერდის ყველა ფუნქცია.
  • ქუქი-ფაილების დამუშავება მესამე მხარეების მიერ
    • ბარაქას ვებ-გვერდი შესაძლოა შეიცავდეს შეიცავდეს ბმულებს (ცალკე არსებული ბმულები, ვიდეოები, სურათები, სტატიები და სხვა), რომლებიც გადაგიყვანთ სხვა საიტებზე/ვებგვერდებზე.

თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ  ამ ვებგვერდებმა, მათი გამოყენებისთანავე შეიძლება შეაგროვონ მონაცემები თქვენს შესახებ, გამოიყენონ ქუქი-ფაილები ან/და მონიტორინგი გაუწიონ თქვენს მოქმედებებს.

თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თვალსაზრისით, ბარაქას პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრება მხოლოდ უშუალოდ ვებ-გვერდზე თქვენ მიერ განხორციელებული და თქვენ მიერ ნებადართული მოქმედებებით. ბარაქას არ აქვს კონტროლი მესამე მხარის ვებ-გვერდების მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასა და გამოყენებაზე. ბარაქა არ არის პასუხისმგებელი თქვენი კონფიდენციალობისა და იმ პერსონალური მონაცემების დაცვაზე, რომლებსაც თქვენ სხვა ვებ-გვერდისთვის, ამ უკანასკნელზე სტუმრობისას ხელმისაწვდომს გახდით.

  • განცხადებები და გარანტიები
    • ბარაქა აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ ბარაქას მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. 
  • მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
    • წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
    • ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ჩვენ შორის ამ კონფიდენციალობის პოლიტიკიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით,  ან დაკავშირებულია მასთან, მის დარღვევასთან, შეტყვეტასთან ან ბათილად ცნობასთან, უნდა გადაწყდეს საქართველოს საერთო სასამართლოებში.
  • ცვლილებები და დამატებები

ბარაქა უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკაში. აღნიშნული დოკუმენტის განახლებული ვერსია აიტვირთება ვებ-გვერდზე და მიეთითება გამოქვეყნების თარიღი, რომელიც იმავდროულად იქნება ძალაში შესვლის თარიღი. ჩვენ შესაძლოა გავუგზავნოთ მომხმარებელს შეტყობინება დოკუმენტში ცვლილების თაობაზე. მომხმარებელს ეძლევა რეკომენდაცია, მისთვის მისაღები პერიოდულობით გადაამოწმოს კონფიდენციალობის პოლიტიკის  ცვლილების სტატუსი ჩვენს ვებ-გვერდზე.