baraka fermerebi mevenakheebi 2883563991282023 0033763622937399273939 24154188992729937833

კომპანია „ბარაქა“ უკვე ოთხი წელია აგრობიზნესში მოღვაწეობს და ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო სერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს, კერძოდ კი: უმაღლესი ხარისხის აგროპროდუქციას, საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობებს, გრძელვადიან კონსულტაციას და აგრონომების მომსახურებას, მუდმივ ზრუნვასა და უკუკავშირს მათი ბარაქიანი მოსავლის უზრუნველყოფისათვის.

კომპანიამ 12 ნოემბერს კაჭრეთის ამბასადორში მევენახეებს უმასპინძლა და ბრენდის შესახებ სიახლეები გააცნო.

პრეზენტაციაზე „ბარაქამ“ მარნეულში, ზუგდიდში, ყვარელსა და გორში ახალი მაღაზიების გახსნა დააანონსა. კაჭრეთში ჩატარებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მევენახეები და ისეთი დიდი კომპანიის წევრები, როგორიცაა: ბადაგონი, მეღვინეობა ხარება, თელიანი ველი, ოროველა, ქართული ღვინისა და ალკოჰოკური სასმელების კომპანია და სხვა.

პრეზენტაციაზე „ბარაქამ“ მიმოიხილა როგორც განვლილი წლები, ისე არსებულ მიღწევები და სამომავლო მიზნები.

ბარაქა, ფერმერები, კაჭრეთი, მევენახეები

ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ ევროპელი პარტნიორები. საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა იმ ინოვაციურ აგროპროდუქტებზე ისაუბრეს, რომლის შეძენის შესაძლებლობა „ბარაქას“ მომხმარებელს ახალ მაღაზიათა ქსელში ექნება.

ინფორმაციული ნაწილის დასასრულს სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და მთელ რიგ საკითხებზე რჩევები სფეროს პროფესიონალებისგან მიეღოთ.

ბარაქა, ფერმერები, კაჭრეთი, მევენახეები

„კომპანია „ბარაქა“ როგორც ბრენდი, შედარებით ახალია ფერმერებისთვის, თუმცა სოფლის მეურნეობის დარგში მრავალი წლის გამოცდილება გვაქვს და ახლაც ვცდილობთ, მრავალწლიანი შრომის შედეგად შემოვიტანოთ ახალი ტექნოლოგიები და მიდგომები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ფერმერებს დაეხმარება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ მაღალი და ხარისხიანი მოსავალი. ამისთვის ჩვენ ვაწყობთ ასეთ შეხვედრებს ფერმერებთან” – აცხადებს „ბარაქას“ დირექტორი, იოსებ მეფარიშვილი.

წყარო

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი – https://www.youtube.com/@baraka.georgia2230

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი - https://www.youtube.com/@baraka.georgia2230