სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
კომპანია ,,ბარაქა,, არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, უზრუნველყოფს ახალი აღმოჩენების და ინოვაციების დანერგვას და ფლობს ამჟამად 12 ქსელურ აგრომაღაზიას, ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.
ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდა და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში.
გვიხილეთ:
Facebook-ზე – https://www.facebook.com/Baraka.Georgia
Youtube-ზე – https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
ვებ-გვერდზე www.baraka.ge
ვეძებთ ახალ თანამშრომელს, გუნდის წევს სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული საქართველოში აგრობიზნესის განვითარებაში.
ფუნქცია მოვალეობები:
- კომპანიის საქმიანობის შესწავლა
- სატელეფონო შეთავაზების გაკეთება
- მეილების გაგზავნა
- პოტენციურ მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება (სატელეფონო)
- გაყიდვების ზრდის სტიმულირება
მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სატელეფონო გაყიდვების მიმართულებით. (კორპორატიული გაყიდვები)
- გამართული მეტყველება
- მაღალ შედეგზე ორიენტირებულობა
- გუნდურობის უნარის მქონე
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- Word, Excel, Outlook,Power Point ცოდნა
შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტრეინინგები აგრო ბიზნესის და ჩვენი პროდუქციის შესახებ, ტრეინინგებს ჩაატარებენ ჩვენი თანამშრომლები და მოწვეული უცხოელი დარგის სპეციალისტები. ტრეინინგები ჩატარდება ჩვენს ოფისში.
დასაქმებულს ვთავაზობთ ხელფასს 800 ლარი (NET) ფიქსირებული და მუდმივად მზარდ ბონუსს გამომუშავებით, რომელიც აღემატება ფიქსირებულ ხელფასს.
ბარაქა გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
- მოჭრილ ხელფასს და ბონუსის გამომუშავების პერსპექტივას
- მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
სამუშაო ადგილი ქ.თბილისის ოფისი, მერაბ ალექსიძის ქ.13.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე , 10-დან 18 საათამდე, შაბათი და კვირა დასვენების დღეებია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტო სურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: recruiting@baraka.ge ველში “Subject” მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებებს!