აგრო კომპანია„ბარაქა“,რომელიც ოპერირებს საქართველოში და ლიდერია მცენარეთადაცვისსაშუალებების, სასუქების, სათესლემასალების, ბიოპრეპარატების, საზომიხელსაწყოებისადასხვადასხვასასოფლო-სამეურნეოტექნიკისიმპორტში, აცხადებსვაკანსიას ,,გარე გაყიდვების მენეჯერი,,-ს პოზიციაზე.
ვეძებთახალთანამშრომლებს,,გარე გაყიდვების მენეჯერი,,-ს პოზიციაზე ლაგოდეხში, თელავში, გორში, მარნეულსა და ზუგდიდი, რომლებიც აქტიურადჩართული იქნებიანაგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესიგანათლებასასოფლო-სამეურნეობის ან ბიზნესის სპეციალობით ან პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე, კარგიორგანიზატორულიუნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობისმაღალიგრძნობა, მოლაპარაკებისადადამოუკიდებლადმუშაობისუნარი, სასურველიაგაყიდვების სფეროშიმუშაობისგამოცდილება; აუცილებელია ფლობდეს მსუბუქ ავტო-მანქანას.
ძირითადი მოვალეობები:
- არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კონტაქტი, მომსახურება;
- პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და ორგანიზება;
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება, შეთავაზების მომზადება და
მოლაპარაკებების წარმოება;
- გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
- პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
მომხმარებლების მოთხოვნილებების განსაზღვრა, დამუშავება და შესრულება;
- ფერმერებთან მუდმივი ვიზიტები და მათი მოზიდვა რეგიონალურ ფილიალებში და მაღაზიებში.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
- მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
,,გარე გაყიდვების მენეჯერი,,-ს პოზიციაზე დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, ანაზღაურებას 300-დან 1000 ლარის ფარგლებში (NET) კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად და დამატებით საბონუსე სისტემას.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სამუშაო ადგილი ფერმერთა მომსახურების ცენტრების მიხედვით:
- ლაგოდეხის რაიონი სოფ. აფენის ფერმერთა მომსახურების ცენტრი – 2 ვაკანსია;
- მარნეულის რაიონი სოფ. წერეთელის ფერმერთა მომსახურების ცენტრი – 2 ვაკანსია;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე , 10-დან 18 საათამდე, შაბათი -კვირა დასვენების დღეებია.შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებთ ჩვენი პროდუქციის შესახებ ტრეინინგი ადგილზე რეგიონში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთCVფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] და [email protected] აუცილებელი თხოვნაა გამოაგზავნოთ ორივე ელ. ფოსტის მისამართზე, ველში “Subject” მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,გარე გაყიდვების მენეჯერი,,
გისურვებთწარმატებებს!