კომპანია ,,ბარაქა,, არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს,  ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს ამჟამად 12  ქსელურ აგრომაღაზიასა , ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.

ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ  გუნდში. 

გვიხილეთ:

Facebook-ზე – https://www.facebook.com/Baraka.Georgia 

Youtube-ზე – https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A

ვებ-გვერდზე www.baraka.ge 

ვეძებთახალთ თანამშრომლებს  გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე საგარეჯოში,   

ბარაქა გთავაზობთ:

ახალი თანამშრომლები აქტიურად ჩართული იქნებიან აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში, მიიღებენ ახალ პროფესიას და 3 წელიწადში გახდებიან აგრო ბიზნესის ექსპერტები. 

კანდიდატს უნდა  ჰქონდეს   წარმატების მიღწევის დიდი სურვილი  და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი.  ასევე სასოფლო-სამეურნეო  ბიზნესში განვითარების  ინტერესი, მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე  მივესალმებით კარგი ორგანიზატორული უნარჩვევების, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის, მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მქონე კანდიდატებს , სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; აუცილებელია ფლობდეს მსუბუქ ავტო-მანქანას. 

შერჩეულ კანდიდატებს  ჩაუტარდებათ ტრეინინგები , როგორც გაყიდვების კუთხით ასევე  აგრო ბიზნესის და  ჩვენი პროდუქციის შესახებ ,  ტრეინინგებს ჩაატარებენ  ჩვენი თანამშრომლები და მოწვეული უცხოელი დარგის სპეციალისტები. ტრეინინგები ჩატარდება  ჩვენს ოფისში და  ადგილზე რეგიონში. 

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კონტაქტი, მომსახურება;
  • პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და ორგანიზება;
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება, შეთავაზების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
  • პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
  • მომხმარებლების მოთხოვნილებების განსაზღვრა, დამუშავება და შესრულება;
  • ფერმერებთან მუდმივი ვიზიტები და მათი მოზიდვა რეგიონალურ ფილიალებში და მაღაზიებში.

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • საწვავის ლიმიტი  და ყოველთვიურად  მანქანის ცვეთის თანხა
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
  • მოჭრილ ხელფასს და მუდმივად მზარდი ბონუსის გამომუშავების პერსპექტივას
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე  დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა  თანამშრომელთა გუნდს,  პროფესიულ განვითარებას , მუდმივად მზარდ  ანაზღაურების სისტემას: მოჭრილი ხელფასი  500-დან 1000  ლარის ფარგლებში (NET) კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად და დამატებით საბონუსე სისტემას , რომელიც  არის ხელფასზე გაცილებით მეტი და პირდაპირ მიბმულია გაყიდვების ზრდაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე , შაბათი მოკლე დღეა და კვირა დასვენების დღე.

სამუშაო ადგილი: საქართველოს რეგიონები, ფერმერთა მომსახურების ცენტრების მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთCVფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] ველში “Subject” მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება გარე გაყიდვების მენეჯერი საგარეჯოში  

გისურვებთ წარმატებებს!