გარე გაყიდვების მენეჯერი

კომპანია ,,ბარაქა,, არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს,  ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს ამჟამად 12  ქსელურ აგრომაღაზიასა , ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.

ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ  სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ  გუნდში. 

გვიხილეთ:

Facebook-ზე – https://www.facebook.com/Baraka.Georgia 

Youtube-ზე – https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A

ვებ-გვერდზე www.baraka.ge 

ვეძებთახალთ თანამშრომლებს  გარე გაყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე  წნორში,   

ბარაქა გთავაზობთ:

ახალი თანამშრომლები   აქტიურად  ჩართული იქნებიან  აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში, მიიღებენ ახალ პროფესიას და 3 წელიწადში გახდებიან აგრო ბიზნესის ექსპერტები. 

კანდიდატს უნდა  ჰქონდეს   წარმატების მიღწევის დიდი სურვილი  და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი.  ასევე სასოფლო-სამეურნეო  ბიზნესში განვითარების  ინტერესი, მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე  მივესალმებით კარგი ორგანიზატორული უნარჩვევების , პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის, მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მქონე კანდიდატებს , სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, მაგრამ არ არის აუცილებელი ; აუცილებელია ფლობდეს მსუბუქ ავტო-მანქანას. 

შერჩეულ კანდიდატებს  ჩაუტარდებათ  ტრეინინგები , როგორც გაყიდვების კუთხით ასევე  აგრო ბიზნესის და  ჩვენი პროდუქციის შესახებ ,  ტრეინინგებს ჩაატარებენ  ჩვენი თანამშრომლები და მოწვეული დარგის სპეციალისტები. ტრეინინგები ჩატარდება  ჩვენს ოფისში და  ადგილზე რეგიონში. 

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კონტაქტი, მომსახურება;
  • პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და ორგანიზება;
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება, შეთავაზების მომზადება და

მოლაპარაკებების წარმოება;

  • გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
  • პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;

მომხმარებლების მოთხოვნილებების განსაზღვრა, დამუშავება და შესრულება;

  • ფერმერებთან მუდმივი ვიზიტები და მათი მოზიდვა რეგიონალურ ფილიალებში და მაღაზიებში.

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • საწვავის ლიმიტი  და ყოველთვიურად  მანქანის ცვეთის თანხა
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
  • მოჭრილ ხელფასს და მუდმივად მზარდი ბონუსის გამომუშავების პერსპექტივას
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს,  პროფესიულ განვითარებას, მუდმივად მზარდ  ანაზღაურების სისტემას: მოჭრილი ხელფასი  650-დან 1000 ლარის ფარგლებში (NET) კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად და დამატებით საბონუსე სისტემას, რომელიც არის ხელფასზე გაცილებით მეტი და პირდაპირ მიბმულია გაყიდვების ზრდაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე, შაბათი მოკლე დღეა და კვირა დასვენების დღე.

სამუშაო ადგილი : საქართველოს რეგიონები,  ფერმერთა მომსახურების ცენტრების მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთCVფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@baraka.ge   ველში “Subject” მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება  გარე გაყიდვების მენეჯერი  წნორში  

გისურვებთ წარმატებებს!






    კალათა
    შესვლა

    არ ხართ რეგისტრირებული?

    დაიწყე პროდუქტის მოძებნა...