ფერმერი ვანო ნაცვლიშვილი წლებია სოფლის მეურნეობას მისდევს და ყვარელში სხვადასხვა სახეობის კულტურებთან ერთად, მეფრინველეობა-მეცხოველეობაზეც ზრუნავს, მისი საქმიანობა ოჯახის მემკვიდრეობასთან არის დაკავშირებული. დღეს მის მფლობელობაშია 23 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელზეც მრავალფეროვანი პროდუქტის ნახვას შეძლებთ, მოჰყავს მარცვლოვანი კულტურები, სიმინდი, ხორბალი, ქერი ასევე შეხვდებით ვენახს, თხილის ბაღებს, ალუჩის ნარგავებს, მარწყვის სათბურებსა და ნესვის ბაღებს.

ფერმერი ამბობს, რომ აგრო კომპანიებთან ურთიერთობამ, ჰექტრობით მოსავალზე ზრუნვა გაუმარტივა, რადგან აგროკონსულტანტები მუდმივად მხარს უჭერენ  მის წამოწყებებს და ეხმარებიან მიზნის მიღწევაში, ამჯერად ბარაქასთან მეგობრობს და მისდევს მათ რჩევებს  ზედმიწევნით. Იგი გვიყვება ამ წლისს ვენახის წამლობებთან დაკავშირებით: „ვენახს ყოველ წელს მიფუჭებდა ნაცარი, ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ კომპანია ბარაქას რჩევით ვაძლევ პრეპარატებს, თქვენც შეამჩნევთ რომ ფოთლებიც და ნაყოფიც ჯანსაღია, ვენახს ლურჯი ფოთლები და სავსე მტევნები აქვს, ნაცრის კვალსაც კი ვერ შენიშნავთ“.

ვანო ნაცვლიშვილი სასოფლო საქმიანობასთან დაკავშრებით, მრავალწლიან გამოცდილებას გვიზიარებს, საინტერესო ფაქტები და არგუმენტები აქვს კულტურის შერჩევასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ადრეული ასაკიდან ჩართულია ფერმერულ საქმიანობაში, დღემდე არა ერთი პროდუქტის მოყვანა და გამოცდა შეძლო, შეისწავლა მათი საბაზრო ღირებულება, ასევე მყიდველის მოთხოვნა, რის საფუძველზეც ამბობს, რომ მცენარის სიჯანსაღე და ხარისხი უპირველესია, ამჯობინებს, რომ ხარისხისა და სიჯანსაღის ხარჯზე 500 კილოგრამით ნაკლები მოსავალი მიიღოს.

ხილის ბაღებისა და მრცვლეული კულტურის ასორტიმენტს სთავაზობს ვანო ნაცვლიშვილი ქართველ საზოგადოებას და არა მარტო მათ, ასევე უცხოელ ტურისტებსაც. მას ჰექტრობით მიწების მავნებელ-დაავადებებისგან დაცვასა და გამოკვებაში ბარაქას აგროკონსულტანტები ეხმარებიან, “დამეთანხმებით რომ 23 ჰექტარი მიწის ნავეთის დაგეგმვა და მისი მოვლა-პატრონობა დიდი პასუხოსმგებლობაა”. ვენახის მოსავლიანობით თუ ვიმსჯელებთ, ერთ ჰექტარზე აღებული 15 ტონა ყურძენი შესანიშნავი შედეგია.

ვანო ნაცვლიშვილის ფერმერულ ცხოვრებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მესაქონლეობა და მეფრინველეობა, მის ნაკვეთში შეხვდებით ხორბლის, სიმინდისა და ქერის ყანებს:“ ქერსაც ვთესავ და ხორბალსაც, რადგან მესაქონლეობასაც მივყვები და ზამთრის საკვებს ვიმარაგებ, წელს 20 ტონა ხორბალი გავყიდე, 8 ტონა კი ჩემს მეურნებას უნდა მოვახმარო“.

ფერმერს ვკითხეთ თუ რას ნიშნავს მისთვის წარმატებული წელი, მან კი მარტივად გვიპასუხა: „ თუ კი ბუნება შემიწყობს ხელს და სეტყვას ამარიდებს, შერჩეული პესტიციდები გამიმართლებს და მოსავლის რაოდენობა და ხარისხი წინა წელთან შედარებით გაიზრდება, ეს იქნება ჩემთვის წარმატებული წელი“.

მოსავლის აღების თარიღები ახლოვდება, წამლობების ძირითადი ეტაპები დასარულს მიუახლოვდა, ფერმერი, კმაყოფილებით აღნიშნავს, ყურძნის მტევნისა და მარცვლის ხარისხს: „წელს ჩემს ვენახებს ძალიან კარგი მტევანი ასხია,  წამლობების შედეგს ახლა ვხედავ და ვრწმუნდები რომ სწორი არჩევანი გავაკეთე ბარაქას რომ ვენდე, ერთ კვირაში ველოდები ნესვის შედეგებს, კარგი მოსავალი მაქვს, მსხვილი და ლამაზი ნესვებია ჩემს ბაღჩაში“.

„მომავალ ფერმერებს ვურჩევდი რომ ბაზარი შეისწავლონ, კარგად მოიძონ მომხმარებლის მოთხოვნა და შემდეგ დაიწყონ კულტურაზე ზრუნვა, შეეცადონ გაყიდვის უნარიანი პროდუქტი მოიყვანონ, რადგან მათი შრომა დაფასდეს. მთავარია არსებობს ისეთი კომპანიები როგორიც ბარაქაა, მათი დახმარებით ჩვენი საქმე წინ მიდის, ამ კომპანიაში სანდო ადამიანებს შევხვდი, მე მათ ვენდობი და გირჩევთ მათი გამოცდილება მოახმაროთ თქვენს ფერმერულ საქმიანობას“- გვიზიარებს ბარაქას წარმატებული ფერმერი ვანო ნაცვლიშვილი.

ბარაქა, ყველა ფერმერსა და მეწარმეს, უსურვებს ბარაქიან წელს და უხვ მოსავალს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი – https://www.youtube.com/@baraka.georgia2230