საქართველოში თხილი უძველესი კაკლოვანი კულტურის წარმომადგენელია, იგი მრავალწლიანი, ბუჩქად მოზარდი მცენარეა. სინათლისა და სითბოს მოყვარულ თხილს ჩრდილისა და ნესტის ატანაც შეუძლია. მისი გაშენების წარმატებულად განხორციელებისთვის უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც ამ უწყინარ მცენარეს ხშირად, ხარისხიანი ნაყოფის ჩამოყალიბებაში უშლის ხელს. 

დავიწყოთ სადრენაჟო სისტებებით, რომლის არ არსებობაც ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თხილი ტენის მოყვარული მცენარეა, ცუდად ხარობს გრუნტის წყლების მაღლა მდგომ ნიადაგებზე, ხოლო დამდგარი წყალი ხელს უშლის ფესვს განვითარებასა და საკვები ელემენტების ათვისებაში. დასავლეთ საქართველო სწორედ ამ ტიპის ნიადაგით ხასიათდება. ნიადაგის სათანადოდ წყლის გამტარიანობის შესაქმნელად, აუცილებელია თხილის ბაღის გაშენების დროს ნიადაგის სწორედ დამუშავება, მიწის ხვნის წინ შესაძლებელია ჩართული იყოს ისეთი აგრეგატები როგორებიცაა რიპერი და ჩიზელი, რაც მიწის ფენების სწორ განაწილებას უზრუნველყოფს, ეს  მომავალში ფესვთა სისტემის უკეთეს განვითარებას შეუწყობს ხელს.

უკვე არსებული ნარგაობის შემთხვევაში, ჭარბი წყლის გადინებისთვის საჭიროა გამოვიყენოთ ღია ან დახურული სადრენაჟო არხები, ასევე, შესაძლებელია რიგთაშორის ჩიზელის გამოყენებაც, თუმცა აქ გასათვალისწინებელია წყალგაუმტარი ფენის სიღრმის განსაზღვრა.

ნაკვეთის მთელ პერიმეტრზე აუცილებელია მოეწყოს ღია არხი,  რომელზეც დაერთებული იქნება შიდა არხები. ნაკვეთში შიდა არხების ინტენსივობა  დამოკიდებულია: ნიადაგის ტიპზე, გარემო პირობებსა და რელიეფზე. 

შიდა არხების არსებობისას, გასათვალისწინებელია არხის დახრილობა, რადგან არ გამოიწვიოს წყლის დადგომა. დახურული სადრენაჟო არხის მოწყობისას კი უმჯობესია ნასვრეტებიანი მილის გამოყენება, რომელზეც აუცილებელია ტექსტილის ქსოვილის დახვევა და ამ ფორმით ნიადაგში განთავსება, ტექსტილის ქსოვილი ხელს უშლის ნასვრეტების მიწით ამოვსებას. ჭარბ და ნალექიან ფართობებში რეკომენდირებულია ყოველ მესამე რიგში მოეწყოს.

იმისათვის, რომ თხილის კულტურაში უხვი მოსავალი მივიღოთ, აუცილებელია სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებაც. გაეცანით სტატიებ:

  1. როგორ ვებრძოლოთ თხილის კვირტის ტკიპას: https://baraka.ge/rogor-vebrdzolot-tkhilis-kvirtis-tkipas/
  2. რა შეცდომების გამო გვიმცირდება თხილის მოსავლიანობა: https://baraka.ge/shecdomebi-romelta-gamoc-txilis-mosavali-mcirdeba/ 

კონსულტაციისთვის დაუკავშირდით ბარაქას 0322 04 44 49 | WWW.BARAKA.GE

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი – https://www.youtube.com/@baraka.georgia2230